სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

CinéDOC-სკოლა: დოკუმენტური კინო და არაფორმალური განათლება

 

  • მას, სტიკერები ჩამოგვიტანეთ?

————————————————————————

ვწერ და მახსენდება, როგორ ფორსმაჟორში შევავსე განაცხადი პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო წლის მიწურული იყო. ყველა სკოლაში უამრავი საქმეა ამ დროს – შეფასებები, პირადი საქმეები, ოქმები…

მერე იყო ზარი თბილისიდან: „- მეილი გამოგიგზავნეთ და დადასტურება არ მიგვიღია. განაცხადებს გადავხედეთ და დისტანციურ გასაუბრებაზე გელოდებით“, სპამში ნაპოვნი მეილი, გასაუბრება და შერჩევის დასრულებამდე დარჩენილი კიდევ სამი თვე.

არაფორმალური განათლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ცნება „არაფორმალური განათლება“ ქართულ კანონმდებლობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2005-2007 წლებში განათლების სისტემაში რიგი რეფორმები გატარდა. სხვა­დას­­ვა კვლე­ვის შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნარომ უმე­ტე­სი წი­ლიფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რადსწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მიღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, სასკოლო თემის ყველა წარმომადგენელი თანხმდება იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, უმნიშვნელოვანესია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის პროფესიულ  წინსვლას სამომავლოდ და ინტერესების სფეროს გაფართოებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არაფორმალური განათლების მიმართულებით თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ახლა იკრებს ძალებს, არის CinéDOC-სკოლა, რომელიც, თავის მხრივ, თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CinéDOC-Tbilisi-ის პროექტს წარმოადგენს. ფესტივალი 2013 წლიდან ხორციელდება NOOSFERA Foundation-ის მიერ. CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა და ასევე არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe). ფესტივალის ფარგლებში, NOOSFERA Foundation-ის ორგანიზებით, გარდა კინოჩვენებებისა და დისკუსიებისა, ხორციელდება ბევრი საინტერესო აქტივობა.

წელს პირველად, CinéDOC-Tbilisi-ის გუნდმა, რომელიც დარგის პროფესიონალებისაგან შედგება, გადაწყვიტა პროექტის სკოლებში შეტანა. განაცხადის შევსების შემდეგ ყველა მონაწილემ სამთვიანი მარათონი გაიარა: გასაუბრება, მინი-პროექტის წარდგენა, დისკუსიებში მონაწილეობა, საჩვენებელი დისკუსიის გამართვა და ა. შ. მხოლოდ სამი თვის შემდეგ გახდა ცნობილი პროექტში გამარჯვებული სკოლების შესახებ. ასეთი საქართველოს მასშტაბით სულ 30 სკოლაა.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მაცნობეს, რომ CinéDOC-სკოლის მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა, პროექტის მონაწილე სხვა მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მივიღე ტრენინგში „დოკუმენტური კინოს გამოყენება არაფორმალურ განათლებაში“. „კავკასიურ სახლში“ სამი ძალიან ნაყოფიერი დღე გავატარეთ. ერთმანეთს ცვლიდა კინოჩვენებები, დისკუსიები, პრეზენტაციები და ჯგუფური მუშაობები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სხვა საჩუქრებთან ერთად მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც გადაეცა.

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი პროექტმა უკვე მოიტანა იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ საჩვენებელ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ რადიკალურად შეეცვალათ წარმოდგენა დოკუმენტური კინოს არსის შესახებ. მათ ნათლად დაინახეს განსხვავება დოკუმენტურ სიუჟეტსა და დოკუმენტურ კინოს შორის. დაინახეს ის, რომ ტერმინი „დოკუმენტური“ არ აღნიშნავს მხოლოდ ფაქტებით ინფორმირებას. გაითავისეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტური კინო გვიყვება ამბავს, ძალიან საინტერესო ისტორიებს, გვაცნობს ერთი შეხედვით რიგითი ადამიანების უჩვეულო და დამაფიქრებელ ისტორიებს.

პროექტი აქტიურ ფაზაში 2022 წლიდან შევა. მოსწავლეები უკვე მოუთმენლად ელოდებიან ახალ ფილმებთან და ახალ პერსონაჟებთან შეხვედრას. სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის კინოკლუბს კი, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმში დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს ახლა უკვე CinéDOC-სკოლის ფარგლებში, ყოველდღიურად ემატებიან ახალი წევრები. სტიკერები ჩამოუტანათ მასწავლებელმა. ამ ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო დეტალმაც კი საოცრად გაახარათ. თუმცა, რას ვამბობ – თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, ბავშვებისათვის არ არსებობს უმნიშვნელო: მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი