პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ციფრული მედეგობა“ – სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროექტის „ციფრული მედეგობის გაძლიერება საქართველოში“, რომელიც განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „დემოკრატიული და ინკლუზიური სასკოლო კულტურა მოქმედებაში“ (DISCO), ფარგლებში ითარგმნა მასწავლებლის სახელმძღვანელო „ციფრული მედეგობა“. მოცემული სახელმძღვანელო პედაგოგებს საჭირო ინფორმაციას აწვდის ყალბი ახალი ამბების შესახებ, რომლის გამოყენებაც საკლასო ოთახში ან ნებისმიერ სხვა სასწავლო გარემოშია შესაძლებელი 14-20 წლამდე მოზარდების ჯგუფებთან. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მეთოდოლოგია მარტივად ადაპტირდება საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებული ნებისმიერი აქტორის მიერ. ნამუშევარი ყალბი ახალი ამბების შესახებ საბაზისო ცოდნითა და ძირითადი უნარ-ჩვევებით უზრუნველგყოფთ, თანმიმდევრულად მიმოიხილავს ეტაპებს, რომელთაც მცირე მოდულზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებთან გაივლით. მოდული ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიას ეყრდნობა. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ყალბ ახალ ამბებთან დაკავშირებით მცირე კვლევა ჩაატარონ. დეტალურ ინფორმაციას მესამე თავში გაეცნობით. სასწავლო პროცესის წარსამართად, შეგიძლიათ, მე-5 თავში განმარტებული თანადასწავლის მეთოდის კონცეფცია გამოიყენოთ.

თითოეული თავის მიმოხილვა მომდევნო გვერდზე მოცემულ სქემაშია შეჯამებული. პირველ თავში მოცემულია ყალბი ახალი ამბების განმარტება, მეორე თავში კი ის ციფრული კომპეტენციები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ყალბი ახალი ამბების ზეგავლენისგან თავდაცვა. მე-3 თავი ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიას ეხება და მოსწავლეებს რეალურ ქეისებზე მუშაობის საშუალებას აძლევს. მე-4 თავი მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გზამკვლევებს მოიცავს, რომელთა გამოყენება მოზარდებს მედიაპროდუქტის შექმნაში დაეხმარება. მათ მიერ შექმნილი მედია მასალა სასწავლო პროცესის შედეგია და ჩატარებული კვლევის მიგნებებს ასახავს. მე-5 თავი საკლასო ან ონლაინთანადასწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის პრეზენტაციისა და მოდულის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება შეეძლებათ თანაკლასელებისთვის.

რეკომენდებულია, სახელმძღვანელო თანმიმდევრულად გამოიყენოთ, მით უფრო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით წინარე ცოდნა არ გაქვთ. ხოლო მათ, ვისაც საკმარისი ინფორმაცია აქვთ საკითხზე, შეუძლიათ, თავად აირჩიონ, რომელი თავების გამოყენება სურთ. მე-3-5 თავებში წარმოდგენილი ელემენტების გამოყენება უკვე არსებულ სასწავლო მოდულებშიც შეიძლება. მასწავლებლებს, რომელთაც ევროპის საბჭოს მიერ განმარტებული (2018) ციფრული მოქალაქეობის კონკრეტული ელემენტების დანერგვა სურთ, შეუძლიათ, ყოველი თავის შესავალ ნაწილს გადახედონ, სადაც ცალკეული დარგია განმარტებული.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა, შესაძლებელია ბმულიდან:

ციფრული მედეგობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი