სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის წიგნი – განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის

ძვირფასო მასწავლებლებო, ჟურნალი „მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი „Mastsavlebeli.ge” წარმოგიდგენთ „მასწავლებლის წიგნს”, რომლის გამოცემა ყოველწლიური გახდა და რომელშიც ვაერთიანებთ წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სტატიებს. პირველ კრებულს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მეორე კრებული, განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და წინა კრებულის მსგავსად, წიგნში ოთხივე ავტორის ის პუბლიკაციები შევიტანეთ, რომლებიც ქართულ ენაზეა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეთოდი თუ სიტუაცია ზედმიწევნით არის მორგებული ქართულ რეალობას და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობასა თუ ანალიზს.
წიგნში წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება დაწყებითი განათლების საფეხურზე, როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო, როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში, როგორ შევამციროთ აგრესია ბავშვებში, გაეცნობით კლასის მართვის სტრატეგიებს, ვნახავთ წერითი მეტყველების განვითარების გზებს დაწყებით კლასებში, გავიგებთ ბავშვის სკოლასთნ ფიზიკური მზაობის შესახებ და სხვა მარვალ საინტერესო რესურს იპოვით წიგნში, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში, უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა შედეგებზე აისახება.
წიგნის ავტორები:
ანა ჯანელიძე
ნინო ლაბატყავა
ვიოლეტა კვირიკაშვილი
ქეთევან ქობალია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი