სასკოლო მათემატიკის პროგრამა ხშირად გვაიძულებს „სწრაფად და ფართოდ“ მოქმედებას – მოკლე დროში ბევრი თემის ზედაპირულად გავლას. შედეგად, რთული, მაგრამ ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა სინუსოიდური ფუნქციების მოდელირება, ხშირად იქცევა მხოლოდ მექანიკური დამახსოვრების საგნად. მოსწავლეები სწავლობენ გრაფიკების აგებას, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრები A, B, C და D.
მე-11 კლასში ჩატარებული ჩემი გაკვეთილის მთავარი მიზანი სწორედ ამ პედაგოგიური დილემის გადაჭრა იყო: ფორმულების მექანიკური დამახსოვრების სიღრმისეული გაგებით ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი დრო მოითხოვა. გაკვეთილი, რომელიც თავისი მოცულობით 3-4 საგაკვეთილო საათს მოიცავდა, სცილდებოდა სტანდარტული დროის ლიმიტს, მაგრამ დამანახა, რომ სინუსოიდური ფუნქციების y(t) = A sin(B(t-C)) + D; y(t) = Acos(B(t-C)) + D თითოეული პარამეტრის ინტენსიური, კონტექსტის შესაბამისი კვლევა (ამპლიტუდა, პერიოდი, ფაზური და ვერტიკალური წანაცვლება) სრულად ამართლებს დროის ინვესტიციას.
სინუსოიდური ფუნქციების კვლევითი ანალიზი და სიღრმისეული გაგება
კომენტარები


