ნორვეგიელი მწერალი ქალის ანე-კატარინე ვესტლის „გოგონა ავრორა „ცე” კორპუსიდან” მართლა ჯადოსნური ამბავია არა მარტო გოგონებისთვის, არამედ ბიჭებისთვისაც. მერე რა, რომ ეს წიგნი განსაკუთრებული ფემინისტური იმპულსების მატარებელია – ვგონებ, ბიჭებსაც არანაკლებ სჭირდებათ ასეთი რამეების კითხვა.
ვესტლის ქართველი მკითხველი სხვა წიგნებითაც იცნობს.ესენია: „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, „დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“.
„გოგონა ავრორა „ცე” კორპუსიდან“ ლურჯყდიანი წიგნი იყო.მგონი, ილუსტრაციების გარეშე– ყოველ შემთხვევაში, ნახატები არ მახსოვს. პირველი წიგნი, რომელიც დედაჩემმა მომცა წასაკითხად. ახლა ვფიქრობ, განგებ ხომ არ შეარჩია ავრორას თავგადასავალი. აბა,რომელი დედა აძლევს თავის პატარა გოგოს ფემინისტურ საკითხავს?!მე და ავრორა ერთმანეთს ვგავდით – ორივეს გვეშინოდა მეზობელი ბიჭების, რომლებიც ხანდახან გვინგრევდნენ აგურებისგან აშენებულ სახლსან წითელი აგურის „სუპს“დაგვიღვრიდნენ, ხანდახან ლიფტშიც კეტავდნენ გოგონებს და როცაკიბეზე „ჯეირანს“თამაშობდნენ,არაფრით გაგატარებდნენ.ბიჭებს ვიღაც ზრდიდა ასეთებად, მათ სხვები უნდა შეეშინებინათ, ისინი უხეშები უნდა ყოფილიყვნენ.
ავრორას ოჯახი ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში – ტირილტოპენში დასახლდა. ტირილტოპენი ახალი დასახლება იყო, სადაც ბევრი ერთნაირი კორპუსი აიგო და ნელ–ნელა ტყეს მიუახლოვდა, ტყეში მცხოვრები ნაძვები ფიქრობდნენ, ნეტავ ეს სახლები ჩვენზე მაღლები თუ გაიზრდებიანო. სახლებმა კი ისეთი სისწრაფით დაიწყეს ზრდა, ხეებს მართლაც გაუსწრეს სიმაღლით.
ტირილტოპენში ბევრი კარგი, მაგრამ ცნობისმოყვარე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ახირებული სურვილები აქვთ და სურთ,თავიანთ წარმოდგენებს მოარგონ სხვების სამყაროც.მაგალითად, ავრორას ოჯახი ტრადიციული სოციალური წყობის ამოტრიალებული მოდელია, შეცვლილი გენდერული როლებითა და მოვალეობებით. აქ მამაა აღჭურვილი ქალური აქსესუარით – წინსაფრით, ის ამზადებს საუზმეს, სადილს და ვახშამს, უვლის ჩვილ სოკრატს, ურეცხავს საფენებს, დაჰყავს აცრაზე, რეცხავს კიბეს, სარეცხი სამრეცხაოში დააქვს, დადის სუპერმარკეტში, უვლის ავრორას, საშობაოდ ალაგებს მთელ სახლს და აცხობს უგემრიელეს საშობაო ნამცხვარს. ედუარდ ტეგე ისე იქცევა, როგორც სხვა ჭეშმარიტი დიასახლისები მოიქცეოდნენ. გარდა ამისა, იგი ისტორიკოსია და თავისი სამუშაო დღის თავისუფალ ნაწილს სამეცნიერო გამოკვლევებს უთმობს. დედა, მარია ტეგე, ადვოკატია, ყოველ დილით მიდის სასამართლოშითავისი მანქანით და საღამოს დაღლილი ბრუნდება შინ, სადაც მას მოსიყვარულე ოჯახი ხვდება.
ბუნებრივია, ასეთ ოჯახს ინტერესით ადევნებს თვალყურს საზოგადოება,რომელსაც ტრადიციული აზრი ქალისა და კაცის მოვალეობებზე ჯერაც არ შესცვლია: კაცმა აუცილებლად სამსახურში უნდა იაროს, ქალი კი შინიჯდეს და ბავშვები გაზარდოს, სამზარეულოში იტრიალოს; ქმარი შიგადაშიგ უხეში იყოს, კერძები დაიწუნოს და გარეცხილი ფარდები ვერ შეამჩნიოს; მერე ცოლი ჩუმად გაბრაზდეს, ჩუმად იტიროს, გულის გადასაყოლებლად შინიდან გავიდეს, რომელიმე ქალური ჟურნალი იყიდოსდა ბოლო დაქალთან ერთად დალიოს ყავა სახლის
მახლობლად მდებარე კაფეში.
სტერეოტიპები გვაერთიანებს და გვყოფს. ისინი მრავალნაირია და მძლავრად იჭრება ჩვენს სოციალურ ყოფაში. ხშირადჩვენ– „მორალური უმრავლესობა” – თავს ვახვევთსხვებს საკუთარ წარმოდგენებს და მოვითხოვთ, მათაც ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, ისევე აღზარდონ ბავშვები, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს, ხოლო თუ განსხვავებულობა შევატყვეთ, მზად ვართ, დაუპატიჟებლად მივადგეთ კარზე და ჩვენი ღირებულებები გავაცნოთ, მაგალითად, ის, რომ კაცმა კაცის საქმე უნდა აკეთოს და ქალმა – ქალისა.
წიგნების კითხვის მორალიასეთია: ჩვენ რაიმე
სასარგებლო უნდა ვისწავლოთ მათგან,გავხდეთ უფრო უკეთესები, ვიდრე მათ წაკითხვამდე ვიყავით, უფრო ტოლერანტულები. ეს პატარა წიგნი,გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო აქცენტებს სვამს ქალის და მამაკაცის როლზე, მათ მოვალეობებზე, იმაზეც დაგვაფიქრებს, როგორ ვზრდით შვილებს, ვასწავლით თუ არა მათ ყოველგვარი საქმიანობის დაფასებას, ვუხსნით თუ არა, რომ არ არსებობს პრიორიტეტული საქმიანობა გენდერული როლების მიხედვით– მთავარი გაკეთებულისაქმეებია, რომლებიცღირსების გრძნობითა და დიდი პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს; არ აქვს მნიშვნელობა, ქალი გააკეთებს თუ კაცი.
ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდებოდა, ეს წიგნი ქართულ სახელმძღვანელოებში რომ შეეტანათ, არა როგორც კლასგარეშე, არამედ როგორც აუცილებელი საკითხავი – დარწმუნებული ვარ, ყველა მოზარდი სიამოვნებით წაიკითხავდა.