ციფრულ სამყაროში მოზარდების თვითშეფასებაზე მედიის ზეგავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. დღევანდელი მოსწავლეები ყოველდღიურად უყურებენ რედაქტირებულ ფოტოებს, ბლოგერების იდეალურ ცხოვრებას და მუდმივად ადარებენ საკუთარ თავს სოციალურ მედიაში არსებულ სტანდარტებს. წარმოდგენილი გაკვეთილი მიზნად ისახავს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების გაღვივებას, საკუთარი ციფრული იდენტობის ანალიზს და მედიის გავლენის გაცნობიერებას. სწავლება ეფუძნება კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებას და ინტერაქტიულ ციფრულ ინსტრუმენტებზე დაფუძნებულ აქტივობებს.
გაკვეთილის მიზნები:
- მოსწავლეებმა გამოიკვლიონ სელფის ისტორია და ციფრული თვითწარმოდგენა;
- კრიტიკულად შეაფასონ მედიისა და ფოტოების დამუშავების გავლენა თვითშეფასებაზე;
- განივითარონ მეტყველების, კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები.
სამიზნე აუდიტორია: მე-10 კლასი (B1+/B2 დონე)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
სასწავლო რესურსები:
- მობილური ტელეფონები, პლანშეტები ან ლეპტოპები ინტერნეთით;
- პროექტორი ან სმარტ დაფა;
- ციფრული პლატფორმები: Mentimeter, Quizlet, Padlet
გაკვეთილის სტრუქტურა:
- შესავალი – Selfie Check-In (3 წუთი)
Mentimeter-ის გამოყენებით მოსწავლეები პასუხობენ კითხვას:
„რამდენ სელფს იღებ კვირაში?“
ამ მოქმედების მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულირება და თემაში გადაყვანა. - წყვილში მოკლე დისკუსია
„რატომ იღებთ სელფებს?“ – მოსწავლეები მსჯელობენ და აზრს უზიარებენ კლასს. - სიტყვათა ასოციაციები
Mentimeter-ზე მოსწავლეები აზიარებენ სიტყვებს, რომლებიც სოციალური მედიის, ფოტოსა და სელფის თემებს უკავშირდება. - სიტყვათა სწავლა
Quizlet-ის გამოყენებით ხდება მნიშვნელოვანი სიტყვათა წინასწარ სწავლა. - წინასაკითხავი ეტაპი
კითხვა მოსწავლეებს: „როგორ ფიქრობთ, რომელია პირველი სელფი ისტორიაში?“ - კითხვის დრო – “A Short History of the Selfie”
მოსწავლეები კითხულობენ სტატიას სელფის ისტორიაზე და ფიქრობენ, როგორ შეიცვალა თვითწარმოდგენის ფორმები დროთა განმავლობაში. - ვიდეო ანალიზი და დისკუსია
მოკლე ვიდეო: “Filtered Reality” – ერთი ბუნებრივი და ერთი რედაქტირებული სელფის შედარება.
„რომელი უფრო ხშირია სოციალურ მედიაში?“
„როგორ მოქმედებს ეს ჩვენს აღქმაზე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ?“ - ვიდეოანალიზი
მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს: “Airbrushed World”
რას გვაწვდის ეს ვიდეო? – ხდება ემოციური რეაგირება და მოკლე რეფლექსია. - Padlet-ზე აზრის გამოქვეყნება
მოსწავლეები წერენ თავიანთ მოსაზრებას თემაზე: „მედია: მითი თუ რეალობა?“ - გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალება
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება:
დაწერონ ბლოგი ან ესე თემაზე: “Airbrushed World” – როგორი სამყაროა ეს და სად არის სიმართლე?
გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა თავისი თემატიკითა და სტრუქტურით. ის ემყარება თანამედროვე მოზარდების ცხოვრებისეულ გამოცდილებას და აერთიანებს ენას, კრიტიკულ ფიქრსა და მედიის ცოდნას. ციფრული პლატფორმების გამოყენება ზრდის ჩართულობას, ხოლო თემა – მედიის ფილტრების მიღმა სიმართლის ძიება – მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს ავითარებს.
ციფრული ტექნოლოგიები და სოციალური მედია გავლენას ახდენს საკუთარი თავის აღქმაზე, თვითშეფასებაზე. სწორედ ამიტომ, მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს მოსწავლეების მედიისადმი კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებაში. წარმოდგენილი გაკვეთილი არა მხოლოდ ენობრივ, არამედ სოციალურ და ემოციურ კომპეტენციებსაც ავითარებს, რაც თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევაა.