ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
17 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

„ფლეშ ბარათებით“ მათემატიკის სწავლის სახალისო გზა

 

მათემატიკური ფლეშ ბარათები შესანიშნავი საშუალებაა მათემატიკური ცნებების გასაძლიერებლად და მათემატიკური ფაქტებისა და პროცედურების დამახსოვრებაში მოსწავლეების დასახმარებლად. ეს მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი გვეხმარება, რომ სწავლების პროცესი უფრო ინტერაქციული და სახალისო გავხადოთ.

რა არის მათემატიკური ფლეშ ბარათი?

ეს არის მცირე ზომის ბარათი, რომელზეც წერია მათემატიკური ამოცანები, განტოლებები, ფორმულები, გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები. შესაძლებელია მათი გამოყენება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მუშაობისას. ფლეშ ბარათები შეგვიძლია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასებისთვის, თვითშეფასებისთვის.

ბარათები სხვადასხვანაირია. მაგალითად, ზოგჯერ საჭიროა მათი დაწყვილება (ერთზე წერია განტოლება, მეორეზე – მისი ამოხსნა), ზოგჯერ – პასუხის წრაფად პოვნა და ა.შ. მათემატიკის ფლეშ ბარათები სახალისო, მოხერხებული და ეფექტური დამხმარე საშუალებაა ნებისმიერი ასაკისა და დონის მოსწავლისთვის. ამასთან, ეს არის მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.

მათემატიკური ფლეშ ბარათების გამოყენების უპირატესობები:

განაგრძე კითხვა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“