თანამედროვე მსოფლიოში გამწვავებული კონკურენციის პირობებში ცხადია ყველა ორგანიზაცია თუ საწარმო ზრუნავს წინსვლასა და გაუმჯობესებაზე, რადგან ბაზარზე კონკურენცია ძალიან ინტენსიური გახდა. ამასთან, თითოეულ გადაწყვეტილებას შეუძლია შეცვალოს მთელი დინამიკა და ხშირ შემთხვევაში სწორედ კომპანიის გარეთ არსებული ფაქტორები განსაზღვრავს მის მომავალს. ბევრ გარე გავლენას აქვს თანაბარი გავლენა.
PEST/PESTEL ანალიზი რეალურად მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომელიც თავდაპირველად იმ გარე ფაქტორების – პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ასპექტების დასადგენად შეიქმნა, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის ბიზნესზე. შემდგომში ამ ფაქტორებს გარემოსდაცვითი და იურიდიული ფაქტორები დაემატა. გარემოს დაცვითი ან ეკოლოგიური ფაქტორების მზარდმა მნიშვნელობამ XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, მწვანე ბიზნესის წახალისება გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო გაავრცელა PEST ანალიზის გამოყენება, მასში არსებული გარემოს კომპონენტის წყალობით.
პოლიტიკური (P), ეკონომიკური (E), სოციალური (S), ტექნოლოგიური (T), გარემოსდაცვითი (E) და ბოლოს, იურიდიული (L) ფაქტორები PESTEL-ის ცხრილის აბრევიატურაა.
დღეს მოქმედი ორგანიზაციები და საწარმოები ფართოდ იყენებენ PEST/PESTEL ანალიზის ტექნიკას. იგი იძლევა მთელი გარემოს სივრცობრივ სურათს სხვადასხვა პერსპექტივიდან და ხელს უწყობს პოტენციური სამომავლო მოქმედებების დიაპაზონის განსაზღვრას. გარდა ამისა, ის ასევე გულისხმობს სტრატეგიული მართვის ღონისძიებების შექმნას.
პესტელის ცხრილის თითოეული მიმართულება სხვადასხვა ქვეკომპონენტებისგან შედგება.
პესტელის ცხრილის გამოყენება მეტად მოსახერხებელი ზოგიერთი გეოგრაფიული საკითხის შესაწავლისას. მაგალითისთვის განვიხილოთ კლიმატის ცვლილება.
მოსწავლეებს ვაძლევთ სტატიას/ტექსტს წასაკითხად ან ვაჩვენებთ ვიდეოს კლიმატის ცვლილების შესახებ. შემდეგ კლასს ვყოფთ 6 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ დავალებას: სტატიიდან ან ვიდეოდან გამომდინარე იმუშაონ ერთ რომელიმე ფაქტორზე ანუ პირველი ჯგუფი მუშაობს პოლიტიკური მიმართულებით, მეორე ჯგუფი – ეკონომიკური მიმართულებით და ა.შ. პირველი ჯგუფის ამოცანაა დაადგინოს რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე პოლიტიკური ფაქტორები და/ან პირიქით – რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება პოლიტიკურ ფაქტორებზე. მეორე ჯგუფი იგივეს აკეთებს ოღონდ ეკონომიკური რაკურსიდან და ა.შ.
მოსწავლეებს თითოეული ფაქტორის გასაანალიზებლად შესაძლოა მივაწოდოთ დამხმარე კითხვები:
- პოლიტიკური ფაქტორი:
- რა ცვლილებები მოხდა თანამედროვე პოლიტიკურ გარემოში გლობალურად და ლოკალურად?
- როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ცვლილებებმა კლიმატის ცვლილებაზე და რა შედეგები მოჰყვება მას?
- რა პოლიტიკური საფრთხეების მონიტორინგია საჭირო?
- ეკონომიკური ფაქტორი:
- რა მდგომარეობაშია ამჟამად მსოფლიოს/რეგიონის/ ქვეყნის ეკონომიკა
- როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს კლიმატის ცვლილებაზე?
- აისახება თუ არა კლიმატის ცვლილებები ეკონომიკის განვითარებაზე და როგორ?
- სოციალური ფაქტორი:
- როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა თუ ქვეყანაში და რა კავშირია მოსახლეობის რაოდენობასა და კლიმატის ცვლილებას შორის?
- როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება ადამაინების ჯანმრთელობაზე?
- რა შეიძლება გაკეთდეს სოციალური ფაქტორების გავლენის შესამცირებლად?
- ტექნოლოგიური ფაქტორი:
- როგორ შეიცვალა ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები? თქვენი აზრით, ეს შანსია თუ საფრთხე?
- სარგებლობთ თუ არა იმ ტექნოლოგიებით, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია?
- რამდენად და როგორ მოქმედებს ახალი ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილებაზე?
- გარემოსდაცვითი ფაქტორი:
- რა გარემო ფაქტორები მოქმედებს ჩვენზე ახლა?
- რა გარემო ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩვენზე მომავალში?
- რა გარემო ფაქტორებზე გვჭირდება მონიტორინგი?
- გარემოს რომელ კომპონენტბზე მოქმედებს კლიამტის ცვლილება?
- იურიდიული ფაქტორების ანალიზი:
- რომელი საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა, ხელშეკრულებები, კონვენციები ეხება კლიმატის ცვლილებას?
- როგორ იმოქმედებს ეს სამართლებრივი ცვლილებები პრობლემაზე?
- რა პოტენციური სამართლებრივი ზეწოლა შეიძლება წარმოქმნას სხვადასხვა ქვეყანაში/რეგიონში ამ კონვენციებმა და ხელშკრულებებმა?
გაკვეთილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული შაბლონები და ასევე ონლაინ ინსტრუმენტი MindOnMap (https://www.mindonmap.com ). მისი Flowchart ფუნქციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ის ელემენტი, რომელიც გჭირდებათ PESTEL ანალიზის შესაქმნელად. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმა, ტექსტი, ცხრილი, ფერები და ხაზები. გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გახადოთ თქვენი დიაგრამა უფრო კრეატიული თემის ფუნქციის გამოყენებით. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ დიაგრამის ფერი და გახადოთ ის უფრო დამაკმაყოფილებელი და გასაგები. ასევე, თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ტექსტი საჭიროების შემთხვევაში. ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ტექსტის ფუნქცია ზოგადი განყოფილებიდან. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ან ჩასვათ ტექსტი ანალიზის შესაქმნელად. უფრო მეტიც, MindOnMap ხელმისაწვდომია ყველა ვებ პლატფორმისთვის. ის ხელმისაწვდომია Google, Explorer, Edge, Firefox და სხვა.
რესტელის ცხრილის ნიმუშები