ყოველ წელს, როცა ვსაუბრობ ჭიებისა და სხვა ორგანიზმების რეპროდუქციული ორგანოების შესახებ, აღვნიშნავ რომ შეუძლიათ წარმოქმნან კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდიც, რის გამოც ისინი ჰერმაფროდიტებს მიეკუთვნებიან. მოსწავლეები უამრავ კითხვას სვამენ და აინტერესებთ ადამიანებში თუ არის მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებული. ვუყვები ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩემი თვალით ნანახი ახალშობილის შესახებ, რომელსაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები ჰქონდა, ვსაუბრობთ ჟანა დარკზე, რომელიც მორისის სინდრომის გამო მამაკაცური სიძლიერით და ქალისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით აკვირვებდა ადამიანებს. სქესისა და გენდერის განსაზღვრა ძალიან რთული თემაა, ამიტომ მოკლე პასუხი უმჯობესია.
რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? აქ წარმოიშობა სამი ჰიპოთეზა:
- კლაინფერტერის სინდრომი, შესაძლოა X ქრომოსომაზე მიმაგრდა Y ქრომოსომაზე;
- SRY გენის ტრანსლოკაცია კროსინგოვერის შედეგად;
- ანდროგენ-რეზისტენტული სინდრომი;
საპრეზენტაციო მასალა pptx
დილემა: უნდა დაუბრუნონ თუ არა სპორტსმენს მედალი ასეთ სიტუაციაში?
რეკომენდაცია:
- მეიოზის ახსნამდე გააცანით სანტის სიტუაცია;
- საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით დაამუშავეთ საკითხი;
- დილემაზე მუშაობისას მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი, რომელიც ემხრობა მედლის ჩამორთმევას, მეორე ჯგუფი – რომელიც ემხრობა მედლის დაბრუნების აზრს. ორივე ჯგუფი მოაგროვებს არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს, შემაჯამებელ გაკვეთილზე შეაჯამეთ საკითხი.
გამოყენებული ლიტერატურა: