შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

“შოკოლადის მენდიანტები” – სწავლა კეთებით

სტატიაში გიზიარებთ  პროექტის გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის.

პროექტი გულისხმობს კლასში სამხრეთ საფრანგეთის ტრადიციული საშობაო ნუგბარის დამზადებას. პროექტი შესაძლოა განხორციელდეს კლასში, სკოლის სამზარეულოში, მოსწავლეთა  მცირე ჯგუფებში.

რა მასალა გვჭირდება მანდიანტების მოსამზადებლად?

  1. შოკოლადი (საკონდიტრო, ან ნებისმიერი), სასურველია სხვადასხვა: შავი, თეთრი, რძიანი.
  2. თხილეული (ნუში, თხილი, გოგრის თესლი, ნიგოზი ან სხვა)
  3. ჩირეული (ქიშმიში, დაჭრილი კურაგა, გოჯიბერი ან სხვა)
  4. პატარა ჯამები შოკოლადის დასადნობად
  5. გრძელი კოვზები შოკოლადის მოსარევად
  6. დაბალი, დიდი ჯამი ცხელი წყლისთვის
  7. ელექტროქურა
  8. ვერცხლის ქაღალდი ან საკონდიტრო მუყაო
  9. საკონდიტრო თერმომეტრი(სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი
  10. სამზარეულოს სასწორი(სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი)

როგორ ვამზადებთ შოკოლადის მენდიანტებს?

  • ვჭრით და ვწონით შოკოლადს
  • დასადნობად ვათავსებთ პატარა ჯამში
  • წინასწარ ვაცხელებთ წყლიან დიდ ჯამს, რომელშიც ვათავსებთ პატარა ჯამს შოკოლადის დასადნობად
  • შოკოლადს ვურევთ და ვაცხელებთ 40 გრადუსამდე, ვაგრილებთ 28-29 გრადუსამდე
  • ვასხამთ ვერცხლის ქაღალდზე მონეტებად
  • შოკოლადის მონეტებს ვაფორმებთ თხილეულს და ჩირეულს
  • ველოდებით გაგრილებას
  • შოკოლადის ხარისხის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ:
    • შოკოლადში არ უნდა მოხვდეს წყალი
    • ასევე შოკოლადის დნობა არ უნდა მოხდეს ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე.

რა კომპეტენციები განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ პროექტის განხორციელებით?

  • პროექტის მართვის კომპეტენციები
    • სხვადასხვა საგნების შემსწავლელთათვის პროექტი შესაძლოა დაიწყოს გამოწვევით ან სამოტივაციო შეკითხვით
    • საჭირო ინგრედიენტების და მასალის ჩამონათვალის შედგენა, ფუნქციების გადანაწილება მოსწავლეებს შორის
  • ფრანგული ენა
    • შემსწავლელთათვის პროექტი შესაძლოა დაიწყოს ვიდეოს ნახვით, ინგრედიენტებისა და საჭირო მასალის ჩანიშვნით, ლექსიკის დამუშავებით მაგალითად –
    • კეთების პროცესი წარიმართება ფრანგულ ენაზე, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ შესწავლილი მასალა
    • შესაძლებელია მოსწავლეების მიერ მცირე ვიდეოების გადაღება ფრანგულად მითითებებითა და განმარტებებით, რომლითან მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის გამოყენებას და განმტკიცებას.
  • ინტერკულტურული მიმართულებით შესაძლებელია მოსწავლეებმა განიხილონ ქართული ტრადიციული საშობაო ნუგბარი გოზინაყი და მენდიანტები. შეისწავლონ და განიხილონ ამ ორი ნუგბარის ტრადიციები.
  • ზუსტი და სამუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით შესაძლებელია შემდეგი კვლევითი პროექტების განვითარება
    • სასწორის გამოყენება, წონის და მოცულობის შედარება
    • თერმომეტრის გამოყენება, ჰაერის, წყლის, შოკოლადის ტემპერატურის მონაცემების ჩანიშვნა
    • შოკოლადის ისტორიის შესწავლა, შოკოლადის გეოგრაფია, საკონდიტრო ტრადიციები
    • ინგრედიენტების მახასიათებლების შესწავლა (კაკაო, ნუში, თხილი, ქიშმიში…)

დანართი 1. ინფორმაცია მენდიანტების წარმოშობის შესახებ

მენდიანტიტრადიციული ფრანგული ნუგბარი

რას ნიშნავს სიტყვა მენდიანტი?

მენდიანტი (mendiant fr.) ფრანგულად მოწყალების მთხოვნელს, მათხოვარს ნიშნავს.

მენდიანტი საშობაო ნუგბარის სახელწოდებაა, რომელიც შოკოლადით, თხილეულითა და ჩირებით ამზადებენ სამხრეთ საფრანგეთში.

რატომ ჰქვია ნუგბარს ეს სახელი

ამბობენ, რომ ამ ნუგბარის ამბავი XII საუკუნის საფრანგეთში იწყება. შუა საუკუნეების ფრანგულ ეკლესიაში მოწყალების მთხოვნელთა ოთხი სამონასტრო ორდენი არსებობდა (ფრანცისკანელები, დომინიკელები, ავგუსტინელები და კარმელიტები).

ამ ორდენების წევრები მათხოვრობდნენ და მხოლოდ ხალხის ქველმოქმედებისა და გულუხვობის წყალობით ცხობრობდნენ.

შოკოლადის ნუგბარი ოთხი ინგრედიენტით ირთვებოდა. თითოეული ინგრედიენტის სახეობა სამონასტრო ორდენის სამოსს უკავშირდებოდა:

  • რუხსამოსიანი ძმები (ფრანცისკანელები) – ქიშმიში
  • წაბლისფერსამოსიანი ძმები (კარმელიტები) – თხილი,
  • თეთრსამოსიანი ძმები (დომინიკელები) – შუაზე გაჭრილი ნუში
  • იისფერსამოსიანი ძმები (ავგუსტინელები) – ლეღვის ჩირი.

როდის ამზადებდნენ მენდიანტებს?

მენდიანტები საშობაო ნუგბარია. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ტრადიციულად საშობაო სუფრას ცამელი სახის ტკბილეულით აწყობდნენ: თეთრი და შავი ნუგა, ფინიკი, ცოცხალი ხილი, ჩირები, შოკოლადი, თხილეული, ქიშმიში…  მენდიენტი დღეს პოპულარული საშობაო ნუგბარია, რომელსაც წელიწადის სხვა დროსაც მიირთმევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი