შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აუდიოსპექტაკლი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ლიტერატურული ჟანრების სწავლებაა. მოსწავლეებს  უნდა შეეძლოთ ნაწარმოების შინაარსობრივი ასპექტების წვდომა, ამასთან – ლიტერატურული ტექსტის ფორმის ამოცნობა, ჟანრობრივ მახასიათებლებზე მსჯელობა.

დრამატურგიული ნაწარმოებების სწავლებისას არატრადიციული ფორმა, ხშირ შემთხვევაში,  მოსწავლეს ტექსტისადმი ნეგატიურად განაწყობს. მოსწავლეების ინტერესის გასაღვიძებლად  დრამატურგიული ტექსტების ,,გაცოცხლება“ საუკეთესო გამოსავალია. ბუნებრივია, სასცენო წარმოდგენად მათი ქცევა დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან ლიტერატურის მასწავლებლის რესურსიც არ ჰყოფნის. მოსწავლეებიც ხშირად თავს არიდებენ სპექტაკლებში მონაწილეობას იმ მიზეზით, რომ ,,ნიჭი არ აქვთ“. მარტივი გამოსავალი აუდიოსპექტაკლის ჩაწერაა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ნაკლები რესურსი ესაჭიროება და მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მერვე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ლიტერატურულ ჟანრებზე – დავით კლდიაშვილის შემოქმედების საფუძველზე დააკვირდნენ პერსონაჟის ხატვის ხერხებს მოთხრობასა და დრამატურგიულ ნაწარმოებში (,,სოლომან მორბელაძე“ და ,,დარისპანის გასაჭირი“). სამუშაოს საბოლოო ეტაპი აუდიოსპექტაკლის ჩაწერა იყო. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დავალების შესრულების პროცესში და არც ტექნოლოგიის გამოყენება გასჭირვებიათ.

აუდიოსპექტაკლის ჩასაწერად გამოვიყენეთ ,,სპოტიფაი“ პოდკასტერებისათვის, რადგან არ სჭირდება დამატებითი აღჭურვილობა – ის იყენებს მობილური ტელეფონის / კომპიუტერის მიკროფონს. პოდკასტის ჩაწერა შესაძლებელია როგორც დესკტოპვერსიიდან, ასევე მობილური აპლიკაციით. ეს უკანასკნელი იძლევა საშუალებას, რომ ჩანაწერი გაკეთდეს რამდენიმე მონაწილესთან ერთად (მაქსიმუმ 5 სტუმარი). თუ თქვენს აუდიოსპექტაკლში რამდენიმე მონაწილეა, მაშინ ერთი მათგანი მაინც უნდა იყოს შესული ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით (პოდკასტის წამომწყები). დანარჩენი მონაწილეები შესაძლებელია ჩაერთონ რეგისტრაციის გარეშე შემდეგი საიტიდან https://podcasters.spotify.com/ ან აპლიკაციის საშუალებით რეგისტრაციის გავლის შემდგომ (iOS, Android, iPad).

ერთი მონაწილისთვის მობილური აპლიკაციით ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 60 წთ. (30 წთ. დესკტოპ ვერსიისათვის), სტუმრებთან ერთად კი  შესაძლებელია 2 სთ ხანგრძლივობის ჩანაწერის გაკეთება. გადმოწერის შემდეგ  (App Store – https://shorturl.at/AZ067 ან Google Play – https://shorturl.at/brvFJ ) დააყენეთ აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე (iOS ან Android). გაიარეთ ავტორიზაცია შემოთავაზებული ანგარიშებიდან ერთ-ერთი

ახალი პოდკასტის შესაქმნელად  მოძებნეთ „+“ ღილაკი და დააჭირეთ მას.

მოიწვიეთ მონაწილეები ფეისბუქის, ტვიტერის, შეტყობინების ან სულაც ბმულის სასურველი არხით გაზიარების გზით (მიჰყევით სურათებზე მოცემულ ეტაპებს

 

ჩაწერის დაწყებისათვის აირჩიეთ „Record”:

თუ თქვენი აუდიოჩანაწერი დასაშვებზე (60 წთ. ან 2 სთ.) მეტხანს გრძელდება, შეიძლება რამდენიმე ნაწილად ჩაიწეროთ და შემდეგ გადააბათ ისინი.

ჩაწერის დასრულება შეიძლება  ღილაკზე დაჭერით

ფონად მუსიკის დასაყენებლად დააჭირეთ

ღილაკს და აირჩიეთ სასურველი მელოდია ჟანრებად დალაგებული, საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვლიდან (დასამატებლად გამოიყენეთ „+“ ღილაკი):

ახლა შეინახეთ თქვენი ჩანაწერი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე “Save” ღილაკის საშუალებით  და დარქვით მას სახელი. თქვენი ყველა ჩანაწერი თავს იყრის სექციაში Library. Library – დანვე არის შესაძლებელი ტელეფონში არსებული ვიდეო და აუდიო ფაილების (mp3, m4a, wav, mpg, mp4, mov) ატვირთვა import ღილაკის გამოყენებით :

აქვე არის შესაძლებელი სხვადასხვა ხმოვანი ელემენტის დამატება სექციებიდან Interludes და Sounds (მაგალითად, ნაწილებს შორის გადასვლებისათვის)

 

როდესაც პოდკასტის ყველა ეპიზოდს ჩავწერთ, საჭიროა, რომ ისინი შევაერთოთ. ამისათვის

Your Podcast სექციიდან შევქმნათ ფაილი, რომელშიც “ავაწყობთ” ჩვენს პოდკასტს. ამისათვის დააჭირეთ New+ ღილაკს, შემდეგ კი + , შემდეგ Library და დაამატეთ ეპიზოდები. “Update episode details” სექციიდან დაარქვით თქვენს ჩანაწერს სახელი. ასევე საჭიროა შეივსოს აღწერილობის ველი. აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ დასრულებული ვარიანტი.

აპლიცაკიით შესაძლებელია პოდკასტის ცალკეული ელემენტების გადმოწერა (Library-დან), მაგრამ არა – გაერთიანებული ფაილის. ის შეგიძლიათ დესკტოპვერსიიდან გადმოწეროთ. ამისათვის პოდკასტის ავტორი უნდა ეწვიოს თავის გვერდს,  შემდეგ Episodes სექციიდან შეძლებთ MP3 ფაილის გადმოწერას.

გაითვალისწინეთ: მხოლოდ იმ სრული ეპიზოდის გადმოწერაა შესაძლებელი, რომელიც გამოქვეყნებულია (აპლიკაციიდან, Publish this episode ღილაზე დაწკაპებით). გადმოწერის შემდეგ ისევ აპლიკაციიდან შეიძლება გამოქვეყნების გაუქმება (Unpublish ღილაკზე დაწკაპებით).

შეგიძლიათ მოისმინოთ მოსწავლეების მიერ ჩაწერილი აუდიოსპექტაკლი (ფრაგმენტი დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირიდან“).

მადლობას ვუხდით  მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრისთვის, ასევე მოსწავლეთა მშობლებს – ჩანაწერის გამოქვეყნების ნებართვისთვის.

https://drive.google.com/file/d/1YKCSnIQIxohhfEoFa4bzrwtaSWLphECN/view?usp=sharing

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://help.spotifyforpodcasters.com/hc/en-us

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი