კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

მედიაწიგნიერების გაკვეთილები

სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლების გადამზადების მოდული.

პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. გადამზადებული მასწავლებლები, ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ.

სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ავტორია ნატო ინგოროყვა.

სახელმძღვანელოს ჩამოწერა და წაკითხვა შესაძლებელია ბმულიდან:

მედიაწიგნიერების გაკვეთილები

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი