როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები თუ მასწავლებელს რაღაც მიზეზით არ მოსწონს/ამოჩემებული ჰყავს რომელიმე მოსწავლე?
თუ ბავშვი უჩივის მასწავლებელს, მშობლებმა უნდა დაამშვიდოს და მოაგვაროს ეს სიტუაცია. შესაძლოა მასწავლებელს ბავშვი ამოჩემებული ჰყავს ან ის შურს იძიებს მასზე, მაგრამ ისეც ხდება, რომ ბავშვი ცუდად იქცევა გაკვეთილზე, შლის საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელი ვერ უმკლავდება ამას და შემდეგ მოსწავლე „იმსახურებს“ მასწავლებლის ამგვარ რისხვას. როგორ გავერკვეთ, რა ხდება სინამდვილეში და როგორ გავუმკლავდეთ შექმნილ მდგომარეობას?
სამწუხაროდ, დღესაც კი ზოგიერთი მასწავლებელი შეფასებას მოსწავლეზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. მოსწავლესთან ომში ნიშნებს იარაღად მოიხმარს. ცხადია, ეს ომი არ ემსახურება ცოდნის მიღებას. როგორ გავიგოთ, მასწავლებელი შეფასებებს ცოდნაში წერს თუ პირადი მტრობის გამო? მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ:
- მასწავლებელი ბევრ დავალებას ხომ არ აძლევს ბავშვს? თუ საშინაო დავალების შესრულებას საათზე მეტი დრო სჭირდება, ეს არის გადაჭარბებული დატვირთვა, რომელიც საშუალო მოსწავლის ძალებს აღემატება.
- მასწავლებელი ბევრს ითხოვს? როდესაც მთელ კლასს ან თითქმის ყველას აქვს დაბალი ქულები, ე.ი. შეფასების სისტემა არ შეესაბამება ბავშვების რეალურ დონეს. დიახ, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ცოდნის ხარვეზები, მაგრამ ეს მიდგომა აგდებს სწავლის მოტივაციას. კარგი მასწავლებელი არ მიმართავს ამ მეთოდს, როცა სურს ასწავლოს მოსწავლეებს.
ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ბავშვის პრეტენზია არ არის უსაფუძვლო და ღირს მასწავლებელთან გასაუბრება. შესაძლოა, მას აქვს კარგი მასწავლებლის რეპუტაცია, მაგრამ საკითხავია, რის ფასად.
მასწავლებლის ნეგატიური დამოკიდებულება ყოველთვის არ გამოიხატება შეფასებებში. არსებობენ წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც მაინც განიცდიან მუდმივ ზეწოლას მასწავლებლის მხრიდან. ასეთი პრეტენზიების სიტყვებით გადმოცემა უფრო რთულია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
- ბავშვი უფრო ეჭვიანი გახდა, როცა საქმე კონკრეტულ გაკვეთილს ან საგანს ეხება. როგორც ჩანს, ის ელოდება რაღაც უსიამოვნოს.
- ბავშვი იკეტება, როცა ეკითხებით ამ მასწავლებელზე ან მის გაკვეთილებზე, თუმცა დანარჩენზე საკმაოდ ცხადად და გასაგებად პასუხობს.
- ბავშვს ეშინია შეცდომების დაშვების და ზედმეტ დროსა და ძალისხმევას უთმობს ამ გაკვეთილისთვის მომზადებას.
- ბავშვს აქვს ნერვული ტიკები და სხვა გაუგებარი რეაქციები მასწავლებელზე ან საგანზე საუბრისას.
ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. შესაძლოა, მან ეს განზრახ არ გააკეთა და ვერც კი გაიგო რა მოხდა, მაგრამ მისი ზოგიერთი კომენტარი ან ქცევა ბავშვისთვის მტკივნეული აღმოჩნდა და ახლა ის ვერ უმკლავდება თავის ემოციებს.
როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლის ამოჩემებაზე, ვგულისხმობთ უსამართლობას და იმას, რომ მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული მოსწავლის უმნიშვნელო ნაკლოვანებებზე. მასწავლებლის მხრიდან ნამდვილად აქვს ადგილი ბავშვის ამოჩემებას, თუ მას არ აქვს შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამოცანის პასუხზე, მაგრამ მასწავლებელი კი არ აქებს მოსწავლეს, არამედ ყურადღებას ამახვილებს უმნიშვნელო ხარვეზზე, ანდა ბავშვი მუდმივად იღებს ნიშნებს „მინუსით“. მასწავლებელს არ შეუძლია უბრალოდ მაღალი ქულა დაუწეროს. მასწავლებელი მუდმივად მიუთითებს ბავშვს, რომ მან ვერ მიაღწია მაღალ ქულას.
ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე. მით უმეტეს, თუ ის ხედავს, რომ თანაკლასელმა ასეთივე სამუშაოსთვის უფრო მაღალი ქულა მიიღო.
გაესაუბრეთ მასწავლებელს სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებზე. არის შანსი, რომ მასწავლებელმა უბრალოდ ზუსტად ვერ განსაზღვრა თავისი პრიორიტეტები და კრიტერიუმები. და თუ საკითხი/სიტუაცია აშკარად პირად ამოჩემებას ეხება, სთხოვეთ მასწავლებელს, რომ დაიწყოს საკუთარი თავის კონტროლი.
გასაკვირი არ არის, როცა მშობელი წუხს შვილის შრომის უსამართლო შეფასებაზე და ცდილობს, გამოიძიოს, მასწავლებელი შეგნებულად აკლებს ბავშვს ქულას თუ არა. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რას მივაქციოთ ყურადღება:
- ბავშვი დიდ დროს უთმობს საგანს, ასრულებს ყველა საშინაო დავალებას, მაგრამ მაინც დაბალი შეფასებები აქვს;
- ბავშვი კარგად წერს, აქვს კარგად გაფორმებული საგნობრივი რვეული, მაგრამ ეს არ მოქმედებს მის აკადემიურ მოსწრებაზე;
- ბავშვს სხვა საგნებში კარგი შეფასებები აქვს.
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია:
- გაარკვიეთ მასწავლებლის მოთხოვნები. დაუსვით ეს შეკითხვა კლასის დამრიგებელს და სთხოვეთ წერილობით ჩამოაყალიბოს, რა და რა კრიტერიუმებით არის შეფასებული თქვენი შვილის ნაშრომი;
- შეამოწმეთ თქვენი შვილის ცოდნა და გაარკვიეთ სამართლიანად ფასდება თუ არა ის.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვი ნამდვილად არ იყოს უდანაშაულო მსხვერპლი. ზოგიერთი მოსწავლე აბუჩად იგდებს მასწავლებლებს. მასწავლებელს შეიძლება გაბრაზების წონიანი მიზეზი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არაპროფესიონალურია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თინეიჯერები არ არიან ანგელოზები. არც უფროსები არიან ყოველთვის მართლები. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
- გსმენიათ, როგორი დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენებს თქვენი შვილი და მისი მეგობრები რომელიმე მასწავლებელს?
- თქვენამდე მოაღწია ინფორმაციამ მასწავლებლის რაიმე სახის დაცინვის შესახებ, რამაც მასწავლებელი გააღიზიანა?
- თქვენი შვილი მიდრეკილია მანიპულაციებისადმი და ხშირად სხვებს ადანაშაულებს საკუთარ დანაშაულში?
არ არის საჭირო ბავშვის შერცხვენა და დადანაშაულება. უმჯობესია მშვიდად ესაუბროთ იმაზე, რაც გაკვეთილზე ხდება. თუ ბავშვს სძულს მასწავლებელი, მშვიდად ჰკითხეთ – რატომ? თქვენი ამოცანაა, არ მიუშვათ ბავშვი იმ ფიქრამდე, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. ეს მას მომავალში არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.
მაშინაც კი, თუ თქვენ პირადად დარწმუნდით, რომ მასწავლებელი ნამდვილად ცუდად ასწავლის და არაპროფესიონალურად იქცევა, არ მისცეთ ბავშვს მასწავლებლის დაბულინგების უფლება. ბულინგის ყველა მონაწილე და თანამზრახველი მიიღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას ადამიანზე ძალადობის გამო.
გახსოვდეთ, რომ ბულინგის ნებისმიერი მონაწილე დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანია. ამიტომ ესაუბრეთ ბავშვს საკუთარ თავზე. ასწავლეთ ადეკვატურად, ღირსეულად რა უპასუხოს მასწავლებელს.
და როგორ უნდა უპასუხოს მოსწავლემ მასწავლებელს თუ ის ამცირებს მას?
თუ ბავშვი გთხოვთ, არ ჩაერიოთ არაფერში და თქვენ ვერ ხვდებით, რა ხდება, ყურადღება მიაქციეთ ლოკალურ სიტუაციებს, რომლებზეც ბავშვი საუბრობს. მისი ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ კონფლიქტი შეიძლება ჩაქრეს, თუ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. თუ მასწავლებელი შეურაცხყოფს ბავშვს, მაგრამ ის გიკრძალავთ ჩარევას, ასწავლეთ, როგორ უპასუხოს სწორად.
- საზღვრების დაწესება. ყოველთვის კარგია იმის თქმა, რომ ისმენთ სხვის აზრს, მაგრამ თქვენიც გაგაჩნიათ.
- დანაშაულისა და სირცხვილის საფუძველზე მანიპულირების შეწყვეტა. თუ ბავშვს მუდმივად აბრალებენ წარუმატებლობას და ა.შ. თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვს თქვას „გაჩერდი“ და საკუთარ თავს მაინც უმეოროს, რომ ეს არის სხვა ადამიანის ემოციები, მისი აზრი და არა სიმართლე.
- განაცხადოს საზღვრების შესახებ. ასწავლეთ თქვენს შვილს ისაუბროს საკუთარ საზღვრებზე. მასწავლებელი კი არ დაადანაშაულოს, არამედ ისაუბროს მხოლოდ საკუთარ თავზე. მაგალითად, არ მსიამოვნებს, როცა ჩემს მშობლებზე ცუდს ამბობენ. ვბრაზობ, როცა ჩემს გარეგნობას აკრიტიკებენ.
როდესაც ბავშვს კონფლიქტი აქვს ზრდასრულთან, უმჯობესია ის სხვა ზრდასრულმა მოაგვაროს. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ამის შეხსენება ბავშვისთვის, თუნდაც მან იძახოს, რომ ყველაფერი რიგზეა.
როგორ ვესაუბროთ მასწავლებელს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ან დაამცირა ბავშვი?
ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ბავშვი ესაუბროს მასწავლებელს, რომელიც მას ტკივილს აყენებს. მშობლები ამ სიტუაციაში უნდა დამშვიდდნენ, შემდეგ კი მასწავლებელთან დიალოგში შევიდნენ. ნუ დაადანაშაულებთ მას, არამედ შეეცადეთ, პრობლემის გაცნობიერება. მაშინაც კი, თუ მასწავლებელმა ბავშვს შეურაცხყოფა უნებურად მიაყენა, სიტუაცია უნდა გაირკვეს, რომ ყველა დამშვიდდეს.
- მიმართეთ მასწავლებელს პატივისცემით.
- განაცხადეთ, რომ სიტუაცია აუცილებლად უნდა გაირკვეს.
- ჰკითხეთ მასწავლებელს, მისი აზრით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
- აუხსენით მასწავლებელს, როგორ ხედავს ბავშვი ამ სიტუაციას, თუ თვითონ მას არ სურს, დაესწროს ამ საუბარს.
- მოუყევით მასწავლებელს ბავშვის აღქმის შესახებ, მისი ემოციები თქვენი სიტყვებით გამოხატეთ.
- ნუ სთხოვთ მასწავლებელს იმის აღიარებას, რომ ის ცდება. შესთავაზეთ, მოიძიოს შვილთან საუბრის გზები, რათა ბავშვმა გაიგოს მასწავლებლის თვალსაზრისი და მოტივები.
ამ სიტუაციაში ბავშვს არ აინტერესებს ფორმალური ბოდიშები, არამედ ის ფაქტი, რომ მის ემოციებს ფასი აქვს, რომ მათ ამჩნევენ. ამიტომ გირჩევთ, გამართოთ ისეთი საუბარი, სადაც ყველა შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას.
თუ მთელ კლასს პრეტენზია აქვს მასწავლებელთან, მაშინ პრობლემა დიდი ალბათობით მასშია. მასწავლებლის შეცვლა ზოგჯერ რთულია, მაგრამ, როგორც წესი, სკოლის ადმინისტრაცია დათმობებზე მიდის, რომ სკანდალი არ მოხდეს.