„ფულის სესხება უფასო არ არის“
პროცენტი რომ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამას მაღაზიების დახლებზე მომრავლებული ფასდაკლების აბრებიც ცხადყოფს. თუმცა პროცენტი მხოლოდ 20%-იანი ფასდაკლება არ გეგონოთ, რომლის გამოთვლას მარტივი არითმეტიკა სჭირდება. როდესაც ვიწყებთ დაზოგვას, ან სესხი გვჭირდება, ან თუნდაც მცირე ბიზნესს ვგეგმავთ, მეტი მათემატიკაა საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გთავაზობთ საინტერესო კომპლექსური დავალების ბარათს მე-9 კლასელთათვის, რომელიც კონტექსტურია და ავტოსესხს შეეხება. ადამიანების უმეტესობა, ვინც მანქანას ყიდულობს ვერ იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის დროს, ხოლო ფულის სესხება უფასო არ არის და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა თანხებს იხდიან.
მიმართულება: რიცხვები
სამიზნე ცნება: პროცენტი
საკითხი: რთული პროცენტის გამოთვლა
თემა: სამომხმარებლო მათემატიკა
კლასი: მე-9
საკვანძო კითხვა:
- როგორ უნდა შევაფასოთ (ავწონ-დავწონოთ) ფინანსურ მომსახურებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები?
- რატომ არის საჭირო გავერკვე სესხის პირობებში გადაწყვეტილების მიღებამდე?
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რთული პროცენტის გამოყენებას სესხის დათვლისას და მსჯელობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების უნარების განვითარებას.
შეფასების კრიტერიუმები: მოსწავლეს უნდა შეეძლოს
- რაოდენობრივი მსჯელობის, რიცხვით გამოსახულებებთან მუშაობის დროს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა;
- რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით. ათწილადს, წილადსა და პროცენტის დაკავშირება;
- გამოთვლებთან და რაოდენობების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა, პროცენტებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;
- რეალურ ცხოვრებაში, და ფინანსებში პროცენტის გამოყენება.
სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები: მათ.საბ. 1; მათ,საბ 3; მათ.საბ, 4; მათ.საბ 6; მათ.საბ. 7
თემატური ერთეულის კლასში დამუშავების დროს 1-2 კვირის პერიოდში, ცხადია, როცა პროცენტის კონცეფცია გავიხსენეთ შესაბამისი პროცენტული გამოთვლებითა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მაგალითებით, მეტი აქცენტი მქონდა გადატანილი შემდეგ საკითხებზე: მანქანის სესხი და ავტოსესხის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი; ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მანქანის ღირებულებაზე; ავტოსესხის პარამეტრები: შეძენის ფასი, წინასწარი გადახდა, საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადახდა, სესხის ვადა. Excel-ის ცხრილი -სასარგებლო ინსტრუმენტი; ავტომობილის მოდელების შედარება; სესხების პირობების შედარება.
სამივე კატეგორიის ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული) შესამოწმებლად კი მოსწავლეებს ვთავაზობ შემდეგი სახის კომპლექსურ დავალებას ავტოსესხზე:
დავალების სათაური: პროცენტები სესხებზე -ავტოსესხი
დავალების პირობა: დავითმა გადაწყვიტა მეორადი მანქანის შეძენა, სამუშაოდ (ტაქსი, გადაზიდვა, გაქირავება…), შერჩეული აქვს 2 ავტომობილი. დავითმა იცის, რომ მანქანის გამოყენების ღირებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ფასით და გასათვალისწინებელია სხვა ხარჯები, როგორიცაა, სადაზღვევო პოლისი, საწვავი, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. მოეხმარე დავითს მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში. დავითი მანქანის გამოყენებას ფიქრობს 10 წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 150 000 კმ-ს გაივლის. დავითი განიხილავს ბრენდის ორ მოდელს შემდეგი მახასიათებლებით
დავითმა ასევე მოიძია ინფორმაცია რამდენიმე ბანკს, მიკროსაფინანსოსა და ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებულ ავტოსესხების პირობებზე. ფიზიკური პირი დათოს ასეთ პირობებს სთავაზობს: ის მისცემს სესხს 4 წლის ვადით (მისაღებია დავითისთვის) წლიური 10%-ით. სესხის დაფარვის სქემა ასეთია: ყოველი წლის ბოლო დღეს სესხს დაერიცხება 10% (ანუ სესხის თანხა გაიზარდა). დავითმა ამის შემდეგ უნდა გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის თანხა. რა თანხა უნდა გადაიხადოს დავითმა, თუ მან ვალი ამ პრინციპით 4-ჯერ გადაიხადა, თანაბარი რაოდენობებით (4 წლის განმავლობაში დაფარა). დავითს მოძიებული აქვს ზოგიერთი ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ავტოსესხის დაანგარიშების პირობები. პროგრამა თავად გთავაზობს სესხის დაფარვის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთის, სესხის ვადისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად. იხილეთ პირობები: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/auto-loan https://credobank.ge/products/auto-loan/ ავტო სესხი – დამატებითი ხარჯის გარეშე ! – Liberty Bank შენი დავალებაა:
(10% -იანი წლიური განაკვეთი. ვადა 48 თვე, სესხის თანხა 21000ლ.)
პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე · თითოეული გამოთვლა წარმოადგინეთ ცხრილის სახით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში (რა იქნება დარიცხვა თითოეულ შემთხვევაში ყოველი წლის ბოლოს, რომ ცხადად გამოჩნდეს ნაზრდი). · დარიცხვის შედეგად დაადგინეთ, რა ტიპის რიცხვებთან ასრულებთ მოქმედებებს? გამოთვლების შედეგად როგორ არის შესაძლებელი რიცხვების წარმოდგენა, ჩაწერა? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მთელი, წილადი და პროცენტი? · დაწერეთ რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვით გამოთვლის ალგორითმი, და ფორმულა, ასევე სრული თანხის მისაღები ფორმულა. და ახსენით, როგორ მოახდინეთ ფორმულირება. · როგორ გეხმარება ტექნოლოგიები (ასევე ექსელი) ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების წარმოებაში. · რატომ არის პროცენტი მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში? პრეზენტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ან ფლიფჩარტზე, შენთვის მოსახერხებელი ფორმით რეკომენდაციები მოსწავლეებს: რთული პროცენტის გამოთვლა ინფორმაცია ავტოსესხზე https://www.finedu.gov.ge/ge/avto-seskhi-1
|
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, წარმოადგინეს საინტერესო პროდუქტები. მსჯელობდნენ არგუმენტირებულად გადაწყვეტილების შესახებ. დაინახეს პროცენტების ფინანსურ დაგეგმარებაში გამოყენების მნიშვნელობა.
გამოყენებული ლიტ-რა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა
https://ncp.ge/ge/curriculum/mat-vii11/348
- მათემატიკის გზამკვლევი მე-9 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/