საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა სახის რესურსების ნაკლებობას ვხვდებით, რაც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ინფრასტრუქტურული
რესურსების ნაკლებობა შესაძლოა ფინანსურ ან ტერიტორიულ/გეოგრაფიულ ფაქტორებს უკავშირდებოდეს, ანსტრატეგიული დაგეგმარების სისუსტით და
ფონდების მოზიდვის ტექნიკის არცოდნით იყოს გამოწვეული.ზოგჯერ რესურსების სიმწირე სასარგებლო
რესურსების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას
უკავშირდება, ზოგჯერ კი სუსტი ლოგისტიკისა და მენეჯმენტის შედეგია.ზოგჯერ რესურსების სწორად განვითარებისა
თუ გამრავალფეროვნების ხელშესაწყობად სათანადო მოტივაცია არ არსებობს.
ხშირად პარადოქსულ სიტუაციებს ვხვდებით რესურსების ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებით. მაგალითად, მშობლებმა ბავშვი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ ან
ვერ უზრუნველყონ სასწავლო სახელმძღვანელოებით, თუმცა მისთვის ძვირადღირებული ტელეფონი
და სათამაშო კომპიუტერი თავისუფლად შეიძინონ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების
სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის რესურსის ხელმისაწვდომობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, როდესაც სკოლას ან ნებისმიერ საგანმანათლებლო
დაწესებულებას რესურსებითგამდიდრება სჭირდება, საკმაოდ რთულია პრიორიტეტების სწორად დასახვა და ისეთი
სტრატეგიის შერჩევა, რომლისგანხორციელების შედეგიც არა მხოლოდ
რესურსების მოპოვება, არამედ სწავლების პროცესის გაუმჯობესება იქნება.
ცნობილია, რომ რესურსების რაოდენობის ზრდა სწავლისა და სწავლების
ხარისხის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს. რესურსების მოპოვება მათი გამოყენების სტრატეგიის
გარეშე არამიზნობრივ ხაჯვასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე პოზიტიურ მიღწევებთან. რესურსების გამოყენება აუცილებლად
უნდა ემსახურებოდეს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღებას. მაგალითად, ინტერნეტის
გამოყენება მიზანშეწონილი არ არის,
თუ დავალებას კურიკულუმთან და სასწავლო მიზნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
რესურსებისა და სასწავლო
შედეგების ურთიერთკავშირის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. ერთ-ერთი კვლევით
დადგინდა, რომ 2006 წელს ამერიკაში (ეს ქვეყანა განათლების სფეროში რესურსების ნაკლებობას
ნამდვილად არ განიცდის), ვაშინგტონის საჯარო სკოლებში საშუალოდ ერთ მოსწავლეზე წლიურად
11,300 ა.შ.შ. დოლარი იყო გამოყოფილი. ასეთი მაღალი
ბიუჯეტის მიუხედავად, ამ სკოლებს საკმაოდ სუსტი
აკადემიური მიღწევებიჰქონდათ.
შეზღუდული რესურსებით მუშაობა მასწავლებლისთვის რთული გამოწვევაა, თუმცა მეტად სასარგებლო გამოცდილებაა პროფესიული
განვითარებისთვის. შეზღუდული რესურსების უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. ეს შეიძლება
იყოს ისეთი ტექნიკის არქონა, როგორიცაა ტელევიზორი, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონი,
პრინტერი, ქსეროქსი, ლაბორატორია.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, იზღუდება მასწავლებლის შესაძლებლობა, მოამზადოს
მრავალფეროვანი და სრულყოფილი გაკვეთილი. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნული კვლევა გვაჩვენებს,
ფინანსური და მატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობა პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე უკეთეს აკადემიურ
შედეგებს ვერ მოგვცემს. ამდენად, ცხადი ხდება, რომ სასწავლო პროცესში, რომელშიც მასწავლებლის პროფესიონალიზმი და სწორად შერჩეული რესურსები
ერთმანეთს ერწყმის, სასწავლო შედეგები მნიშვნელოვნად დიდია.
ნებისმიერი რესურსის მოპოვება საინტერესოდ და სასურველად
მიიჩნევა – განსაკუთრებით მაშინ, როცა რესურსების ნაკლებობას განვიცდით,
თუმცა, ამ შემთხვევაში, სელექციურობა ან გამოყენების სტრატეგიის
შემუშავება აუცილებელი პირობა უნდა იყოს. პირველ რიგში, ახალი რესურსის შემოტანით თითოეული
მოსწავლე გარკვეულ სარგებელს უნდა იღებდეს. გამოყენებული
რესურსი მოსწავლეთა ასაკის და საგნობრივი მასალის შესაბამისი უნდა იყოს. რესურსების
მობილიზების დროს, პრიორიტეტების
დადგენისას, მიზნად უნდა
დავისახოთ იმ რესურსების მოპოვება, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და რომელთა
ეფექტურ გამოყენებას დაუყოვნებლივ შევძლებთ.
იმის გათვალისწინებით, რომ რესურსების მობილიზება და გამოყენება
საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია,
მასწავლებელს, უმეტეს შემთხვევაში,თავად უხდება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა,
რათა არსებული რესურსები გადააფასოს და ინოვაციურად გამოიყენოს. სანამ კონკრეტული
იდეებისა და რჩევების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო
პროცესში დამატებითი რესურსების ჩართვა კიდევ უფრო ზრდის გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვის
საჭიროებას. გაწერილიუნდა იყოს რესურსის გამოყენების სარგებლიანობა, მისაღწევი საგანმანათლებლო
მიზნები, რესურსით მუშაობის ფორმატი, მოსწავლეთა განაწილება, დავალების ინსტრუქციები,
შეფასების ფორმები და ა.შ.
საგაკვეთილო პროცესის გამდიდრების ერთ–ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია კლასში რეალური ნივთების
შეტანა. ეს მეთოდი სხვადასხვა საგნის
სწავლებაში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, უცხო
ენის სწავლებისას მოსწავლეებს შეგვიძლია
დავავალოთ ხილის, ბოსტნეულის, ჭურჭლის, ტანსაცმლის გაკვეთილზე მოტანა და მათი დახმარებით
შევასწავლოთ ახალი ლექსიკა. ისტორიაში
შესაძლებელია ფულის ერთეულების – ბანკნოტების ან მონეტების
გამოყენება, მათზე გამოსახული ისტორიული პირის ან მოვლენის განხილვის მიზნით.გეოგრაფიაში შეიძლება ქვის, ფანქრის გულის, ცარცის ან ნახშირის გამოყენება დედამიწის
ქანებისა და მინერალების შესწავლისას, ქიმიაში – შაქრის,
მარილის, წყლის გამოყენება ქიმიურ ცდებში.ფიზიკაში შესაძლებელია მობილური ტელეფონის, რადიოს ან ნებისმიერი ელექტრო აპარატურის
გამოყენება ენერგიის წარმოქმნისა და გადაცემის
საკითხების შესწავლისას, სათვალის გამოყენებით სინათლის გარდატეხის კანონების განხილვა.გეომეტრიაში შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენებული ნივთების ან სამშენებლო მასალების დახმარებით სამგანზომილებიანი ფიგურების
შესწავლა, ბოტანიკაში ხის ნაჭრის, ყვავილის ან ხის ფოთელების დახმარებით – ფოტოსინთეზის
ან მცენარეების ზრდა-განვითარების საკითხების განხილვა და ა.შ.
შემდეგი მეთოდი ეფექტური სწავლების პრინციპებიდან გამომდინარეობს,
რომლის თანახმადაც აუცილებელია სასწავლო მასალასა
და შემსწავლელის გამოცდილებას შორის კავშირების მოძებნა, რათა სწავლება კონკრეტულ
კონტექსტს უკავშირდებოდეს. სწავლების
ეფექტური საშუალებებია საველე გასვლები ან სიმულაციები. მაგალითად, მაღაზიაში ან რესტორანში
საველე გასვლა (ან სიმულაცია) შესაძლებელია
გამოვიყენოთ როგორც უცხო ენის, ისე მათემატიკის გაკვეთილზე.გეოგრაფიაში,პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების
შესწავლისას, მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ ახალი პოლიტიკური ან ეკონომიკური კავშირისმოდელირება და მასზე მსჯელობა.
შემდეგი რჩევა მოსწავლეთა მონაწილეობის ზრდასა და მათი ინტერესის
ხარისხს შორის კორელაციას ეფუძნება და მათ მიერ სხვადასხვასასწავლო რესურსის, პლაკატების, ცხრილების,
მოძრავი ანბანის და ა.შ., შექმნას გულისხმობს.
მაგალითად, მოსწავლეები შეგვიძლია ჯგუფებად დავყოთ და მათ დავავალოთ, Dშეჯიბრისთვის შექმნან მათემატიკური გამოცანა-ცხრილები.
მოდელის სახით შეგვიძლია ერთ-ერთი ასეთი ცხრილი წარვუდგინოთ. ქვემოთ მოცემულ მაგალითში დავალებას შემდეგნაირი ფორმულირება ექნება: გამოიცანით,რა პრინციპით არის დაწყობილი ცხრილში რიცხვები
და შეავსეთ ყოველი გაფერადებული გრაფა.
3 |
6 |
|
|
|
18 |
|
|
|
30 |
|
|
|
42 |
|
|
|
|
57 |
|
|
ცხრილში რიცხვები დაწყობილია სამობით ზრდადობის მიხედვით,3-დან 63-მდე. ყოველი მესამე გრაფა ყვითლადაა გაფერადებული.ყვითელ გრაფაში მოცემული ყველა ორნიშნა
რიცხვის ერთეულთა ჯამი 9-ს შეადგენს
(18 = 18+1, 27 =2+7 და ა.შ.).
ასეთი ტიპის ცხრილში არა მხოლოდ სამი, არამედ ათი და მეტი რიგი ან სვეტიც შეიძლება
იყოს. ამგვარი დავალების მთავარი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მოსწავლეებისაკუთარი დონისა და გამოცილებლის შესაბამის ცხრილს შექმნიან; ასევე,
თანატოლთა შორის გამოცდილების გაზიარებით კოოპერაციულ სწავლებაში ჩაებმებიან.
რესურსების ნაკლებობის დაძლევის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია
გაკვეთილის გამდიდრება ჟურნალების, გაზეთების ან დამატებითი საკითხავი წიგნებიდან ამოღებული ამონარიდებით. აქაც,
მოსწავლის ჩართულობის ხარისხი მაღალია, ხოლო სასწავლო პროგრამის გამრავალფეროვნების
შესაძლებლობა – დიდი. სასურველია, ყურადღება შევაჩეროთ კროსვორდებზე, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ
ასაკობრივ ჯგუფში სახალისო და საინტერესოა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ახალი თემის
გაცნობის წინ, მოტივაციის
სახით ან შესწავლილი მასალის შესაფასებლად. შეგვიძლია მოსწავლეებსაც დავავალოთ კროსვორდის
შექმნა. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მათი გამოყენება
ყველა საგანში ერთნაირი წარმატებით შეიძლება.
სასწავლო მასალების გარდა, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს
ის გარემო/სივრცე, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა
ენიჭება საკლასო ოთახის მოწყობას. იმ შემთხვევაშიც
კი, როცა კლასში Aავეჯი და მასალები იდეალურადაა განლაგებული, მაინც სასურველია დრო
და დრო კლასის ინტერიერის რეორგანიზება. ერთგვაროვან სივრცეში ბავშვისთვის მომაბეზრებელი ხდება ყოფნა და შესაბამისად, სწავლის პროცესიც. გარემოს შეცვლის კიდევ ერთი საშუალება ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარებაა.
მაგალითად, ღია ცის ქვეშ წარმატებით შეიძლება ჩავატაროთ ბუნების, გეოგრაფიის, ბოტანიკის
და ლიტერატურის გაკვეთილები.
რესურების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს დიდ
კლასებში. მცირეკონტინგენტიან
კლასში, რესურსების
შეზღუდვის პირობებშიც კი, მასწავლებელს
შეუძლია მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუთმოს ყურადღება,
რაც დიდ კლასში პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო მეტიც, თუ მაღალკონტინგენტიანი კლასების ეფექტურად წარმართვის პრინციპებს გავეცნობით,
ვნახავთ, რომ კლასების მართვაში არსებულ პრობლემებს სწორედ რესურსების მრავალფეროვნებით
ვებრძვით. ამდენად, რესურსების ოპტიმალურად გამოყენება დიდ კლასებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
დიდ კლასში რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მასწავლებელმა
უნდა შეძლოს აქტივობების მოდიფიცირება, მასწავლებლის როლისა და მოსწავლეთა შორის ინტერაქციის
ფორმების სწორად განსაზღვრა. მაგალითად, როდესაც მას სურს,ახალი ტექსტი გააცნოს მოსწავლეებს და არ
აქვს ასლების გადაღების საშუალება, შესაძლებელია ტექსტის დაჭრა დაჯგუფებად დაყოფილი ბავშვებისთვის დარიგება, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთს გაეცნობიან და შემდეგ სხვებს გადასცემენ. რაც შეეხება მასწავლებლის როლს, ხშირ შემთხვევაში,დიდ კლასში მასწავლებლს საკმარისი რესურსი
არ აქვს იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლის
ჩართულობას, დავალებების შესრულების პროცესს და ჯგუფურ მუშაობას დააკვირდეს. ასეთ დროს
შესაძლებელია თავად მოსწავლეთა რესურსის გამოყენება და მათთვის,მონაცვლეობით,თანატოლთა დამკვირვებლის როლის დაკისრება.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ რესურსების იდენტიფიცირება და ეფექტურად გამოყენება ყოველთვისშეიძლება. მთავარია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეული რესურსი და დამხმარემასალის გამოყენებამ როგორ უნდა შეუწყოს ხელი წინასწარ განსაზღვრული აკადემიური მიზნების მიღწევას.