ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ამოვიცნოთ განსაკუთრებული უნარები

როგორ ფიქრობთ, ყოველთვის ვამჩნევთ მოსწავლეთა განსაკუთრებულ უნარებსა და დიდ პოტენციალს? განათლების ექსპერტები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ და გვირჩევენ, უბრალო პრეზენტაციის იქითაც გავიხედოთ.

სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნიჭიერი და განსაკუთრებული ტალანტის მქონე მოსწავლეების ამოცნობაა. ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს, რადგან მას სწავლების მაღალ ხარისხსა და კარგ შედეგებთან მივყავართ.

განსაკუთრებული უნარის აღმოჩენა ყველაზე უკეთესად მოსწავლეთა ნამუშევრების ხარისხით, ასევე – მოსწავლეთა მიერ დასმული კითხვებითა და მასწავლებელთა შეკითხვებზე გაცემული მათი ორიგინალური პასუხებით არის შესაძლებელი. მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების დროს მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომელ უნარებს ფლობენ მოსწავლეები, რა დონეზე აქვთ ისინი განვითარებული და როგორ შეიძლება ამ უნარების პოტენციალის გაძლიერება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებელს თუმცაღა სჭირდება ქულებით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მოსწავლეთა ნამუშევრებში სრულიად მოულოდნელ იდეებს წავაწყდებით ხოლმე. ისინი გამოთქვამენ საოცარ მოსაზრებებს, სვამენ გონებამახვილურ შეკითხვებს, საკუთარ თავს უსახავენ ორიგინალურ დავალებებს, აკეთებენ უცნაურ შეფასებებს, იძლევიან უნიკალურ პასუხებს. ზოგჯერ ისინი ქმნიან ისეთ რამეს, რაც ჩვენ არ გვითხოვია და არც იყო ჩვენი კონცეფციის საზღვრებში.

 ვრცლად

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი