მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის
ფუნდამენტური მეთოდია.
მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა
ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი
და ამაოა.
მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში
ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური
აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.
მე მჯერა, რომ ეს კონცეფცია პატივს მიაგებს როგორც ინდივიდუალისტურ,
ასევე სოციალისტურ იდეალებს. ის, როგორც
მართებული ცხოვრების წესის ერთადერთი ჭეშმარიტი საფუძველი,ჯეროვნად ინდივიდუალურია,
რადგან კონკრეტული ხასიათის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ის სოციალისტურია, ვინაიდან მიიჩნევს,
რომ ეს ხასიათი არამარტო ინდივიდუალური აღქმის, მაგალითისა და მოწოდების საფუძველზე,
არამედ უპირატესად ინდივიდზე გარკვეული ინსტიტუციური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმის
გავლენით უნდა ყალიბდებოდეს და რომ სოციალური ორგანიზმი სკოლის, როგორც მისი ორგანოს
საშუალებით, ეთიკის მიზნებს უნდა ადგენდეს.
მე მჯერა, რომ იდეალურ სკოლაში ინდივიდუალისტური და
ინსტიტუციონალური იდეალები ერთმანეთთან თანხმობაშია.
მე მჯერა, რომ განათლების გზით საზოგადოებას შეუძლია
საკუთარი მიზნების ფორმულირება, სხვადასხვა საშუალებებისა და რესურსების თავმოყრა და
ამგვარად საკუთარი თავის ზუსტად და გონივრულად იმ მიმართულებით გამოკვეთა, რა მიმართულებითაც
სურს მოძრაობა.
მე მჯერა, რომ როგორც კი საზოგადოება ამ მიმართულების
განვითარების შესაძლებლობებს გააცნობიერებს და მის ვალდებულებებს აღიარებს, განათლების
სპეციალისტის განკარგულებაში უამრავი დრო, ყურადღება და ფინანსური რესურსები აღმოჩნდება.
მე მჯერა, რომ განათლებით დაინტერესებული ყველა პირის
საქმე სკოლის, როგორც სოციალური პროგრესისა და რეფორმატორის, უმთავრეს და ყველაზე ეფექტურ
საშუალებად აღიარების დაჟინებული მოთხოვნაა. მისი მიზანია, საზოგადოებამ გამოიღვიძოს და გაიაზროს, თუ რისთვის
არსებობს სკოლა და გააცნობიეროს, რომ მასწავლებელი თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებისთვის საკმარისი რესურსებით უნდა აღჭურვოს.
მე მჯერა, რომ ამგვარად გაგებული განათლება მეცნიერებისა
და ხელოვნების ყველაზე სრულყოფილ და უშუალო ერთობას ქმნის, რომლის წარმოსახვაც შესაძლებელია მხოლოდ საკაცობრიო გამოცდილებით.
მე მჯერა, რომ ამგვარად, ადამიანის შესაძლებლობათა გამოკვეთა
და მათი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება უზენაესი ხელოვნებაა; იგი თავის სამსახურში
საუკეთესო ხელოვანებს უხმობს; ამგვარ საქმეში არანაირი ალღო, სიმპათია, ტაქტი,
შესრულების უნარი არ არის გადაჭარბებული.
მე მჯერა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერებისსაშუალებით, რომელიც ინდივიდის სტრუქტურისა და განვითარების კანონების
წვდომის საშუალებას იძლევა, სოციალური
მეცნიერების განვითარებას ითვალისწინებს, ინდივიდთა სწორი ორგანიზების შესახებ ჩვენს ცოდნას
ამდიდრებს, შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნების ყველა სახის სამეცნიერო რესურსის ამუშავება.
მე მჯერა, რომ როდესაც მეცნიერება და ხელოვნება საერთო
ძალით ერთიანდება,
მიიღწევა წარმმართველი ადამიანური ქცევა, მოქმედების ნამდვილი სათავეების გაცოცხლება და უდიდესი
ძალისხმევა, რაც ადამიანურ ბუნებას ძალუძს გაწიოს.
მე მჯერა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ინდივიდთა წვრთნითაა
დაკავებული, არამედ ის მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში.
მე მჯერა, რომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს
საკუთარი მოწოდების კეთილშობილება; რომ ის საზოგადოების მსახურია, რომელიცსათანადო წესრიგის შენარჩუნებისა
და საზოგადოების ჭეშმარიტი გზით განვითარების უზრუნველსაყოფად განაწესეს.
მე მჯერა, რომ ამ გაგებით, მასწავლებელი მუდამ ჭეშმარიტი
ღმერთის წინასწარმეტყველი და წინამძღოლია ღვთის ჭეშმარიტი სასუფეველისკენ.