ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

საკლასო ოთახში მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობების შეფასება

განათლების მაღალი
ხარისხის მისაღწევად ტარდება რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს მასწავლებლების გადამზადებას,
სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შეცვალს, საკლასო გარემოს გაუმჯობესებას,
გაკვეთილის ჩატარების ინოვაციურ გზებს. ინოვაციურ გაკვეთილში იგულისხმება გონიერი დაფის,
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, ინტეგრირებული გაკვეთილები და პროექტი-გაკვეთილები.

           სწავლების
მაღალი ხარისხის მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების
ცოდნის შეძენის პროცესს და მის დინამიკას. ამიტომაც, დღეს მასწავლებლებს გვირჩევენ,
ჩავერთოთ კვლევის პროცესში. ყოველ სკოლას და თითოეულ კლასს აქვს მისთვის დამახასიათებელი
სოციალური გარემო. კლასში არსებული ურთიერთობების შესწავლა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების
წინაპირობაა.

დღევანდელი საჯარო
სკოლის კლასებში ოცდაათი-ორმოცი მოსწავლის ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა კერძო
სკოლებში კლასში თექვსმეტ მოსწავლეზე მეტს არ რიცხავენ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა
უწევთ საჯარო სკოლის მასწავლებლებს, თუ სურთ, რომ კლასში არც ერთი მოსწავლე არ დარჩეთ
უყურადღებოდ. 45-წუთიან გაკვეთილზე თითოეული მოსწავლისთვის თითო წუთია გამოყოფილი.
ერთწუთიანი აქტიურობის შემდეგ დარჩენილი დროის განმავლობაში მოსწავლე მოთმინებით უნდა
ელოდოს და უნდა ისმინოს სხვების საუბარი, ისიც ნაჩქარევი და ხანმოკლე. ამ სირთულის
დასაძლევად ექსპერტები გუნდურ მუშაობას გვირჩევენ. ინოვაციური გაკვეთილის ერთ-ერთ ფორმად
სწორედ კლასის პატარა ჯგუფებად დაყოფა და გუნდური მუშაობა ითვლება.

            სასწავლო
მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, განათლების სპეციალისტებმა დავიდ ვრეიმ და კრისტინა
კუმპულაინენმა შეისწავლეს საკლასო ოთახში მიმდინარე ურთიერთობები. მათ ანალიზის ერთეულად
აიღეს მოსწავლეთა ჯგუფი და იქ გაჩენილი ურთიერთობები სამ განზომილებაში განიხილეს.
ეს განზომილებებია: მოსწავლეთა შორის ვერბალური ურთიერთობების ფუნქცია, კოგნიტური პროცესები
და სოციალური მდგომარეობა. მოცემული ფუნქციური ანალიზი ეყრდნობა მოსწავლეთა ვერბალურ
უნარს, კოგნიტური და სოციალური პროცესები კი ყურადღებას ამახვილებს მონაწილეთა შორის
ურთიერთობის დინამიკაზე. სამივე კომპონენტი შეისწავლება ჯერ განცალკევებულად, შემდეგ
კი ერთობლივად, რამდენადაც თითოეული მათგანი ავსებს დანარჩენ ორს და მხოლოდ მათი ერთობლივად
შესწავლის საფუძველზე შეიძლება სრულყოფილი დასკვნის გამოტანა.

 

საფეხური 1: ვერბალური ურთიერთობის ფუნქციური ანალიზი

            მოსწავლეთა
შორის ვერბალური ურთიერთობის ფუნქციური ანალიზი ადგენს იმ მიზნებს, რასაც სასაუბრო
ენა ემსახურება მოცემულ მომენტში, და ასევე, იმ სტრატეგიებს, რასაც თითოეული მოსწავლე
იყენებს ურთიერთობისას. ყურადღება ექცევა მეტყველებაში გამოყენებულ სიტყვებს და მათ
დანიშნულებას. მოსწავლეთა სამეტყველო ენის ფუნქცია მჭიდრო კავშირშია როგორც სასაუბრო
თემატიკასთან, ასევე სიტუაციის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციასთან, რაც თითოეული მოსწავლის
სოციო-კულტურული მდგომარეობის ამსახველია.

            სასაუბრო
ენის ფუნქცია ასახავს როგორც პიროვნებათშორის, ასევე შიდაპიროვნულ მიზნებს. ეს მიზნები
და განზრახვები, ერთი მხრივ, გამოხატავს კოგნიტურ უნარებს, მეორეს მხრივ კი, პიროვნულ
და პიროვნებათშორის, ანუ სოციალურ ურთიერთობებს.

            ენის
ფუნქციის განსაზღვრა ეყრდნობა მოსაუბრეთა მიერ ნაგულისხმევის ამოცნობას. ამისთვის საჭიროა
პირდაპირი დაკვირვება, აუდიომასალის შეგროვება და მოსწავლეთა გამოკითხვა. საუბრის ერთი
ეპიზოდი შეიძლება რამდენიმე ფუნქციას ემსახურებოდეს.

            სასწავლო
პროცესის დროს მოსწავლეთა შორის საუბრი განსხვავებულ მიზნებს ემსახურება.
საუბრის
დანიშნულება შესაძლოა იყოს: ინფორმაციის მიწოდება, რაიმეს აღწერა (ექსპოზიცია), მსჯელობა,
შეფასება, კითხვის დასმა, პასუხის გაცემა, ორგანიზება, განსჯა (დათანხმება ან უარყოფა),
კამათი, კომპოზიცია, გამეორება, კარნახი, ხმამაღლა კითხვა, სწავლება, გამოცდილების
გაზიარება და ემოციების გამოხატვა. ჩამოთვლილი მიზნებიდან ზოგიერთი აქტივობის მახასიათებელია,
მაგ., კარნახი და ხმამაღლა კითხვა, ზოგი – კოგნიტური თვისებების (ინფორმაციის მიწოდება,
მსჯელობა, შეფასება), სხვები კი სოციალურ მდგომარეობას ავლენს (ემოციების გამოხატვა,
პასუხის გაცემა, განსჯა). თუმცა ამგვარი დაჯგუფება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ გარკვეული
მიზანი ზემოხსენებული სამი განზომილებიდან მხოლოდ ერთ-ერთში თავსდება. თითოეული მათგანი
სამივე მაჩვენებელს – სოციალურ დამოკიდებულებებს, კოგნიტურ თვისებებს და სასაუბრო აქტივობებს
ავლენს. სასაუბრო მიზნები არაა წინასწარ განსაზღვრული კატეგორიები.მხოლოდ  მოსწავლეთა შორის საუბრის დამთავრების შემდეგ ხდება
ამ ფუნქციების მისადაგება საუბრის გარკვეულ ნაწილთან.

            თუ
განვიხილავთ მაგალითს, უფრო ნათელი გახდება ვერბალური ურთიერთობის ფუნქციური ანალიზის
გამოყენების გზები. მაგალითად, ორი გოგონა, ელიზა და მერი იგონებენ და ერთად წერენ
მოთხრობას სასკოლო ჟურნალისთვის.

ელიზა: მოდი,
ასე დავიწყოთ, რომ ერთ დღეს ბიჭები წავიდნენ სასაფლაოზე.

მერი: ჰო, და
მათ თან წაიღეს ფანარი და საჭმელი.

            როგორც
ჩანს, ორივე გოგონა ასრულებს შემოქმედებით წერას, ე.ი ორივე მათგანი იყენებს ენის კომპოზიციურ
ფუნქციას. რადგან ამბავი გამოგონილია, ისინი იყენებენ ფანტაზიას, ანუ წარმოსახვით ფუნქციას.
ელიზას საუბარი ემსახურება საორგანიზაციო მიზნებსაც, როდესაც ის ამბობს: „მოდი, ასე
დავიწყოთ…”, მერი მას ეთანხმება, ე.ი. იყენებს განსჯით ფუნქციას. ასე რომ, ელიზას
საუბარი ემსახურებოდა კომპოზიციურ, წარმოსახვით და საორგანიზაციო, მერის კი – კომპოზიციურ,
წარმოსახვით და განსჯით მიზნებს.

            ვერბალური
ურთიერთობის ანალიზის სისტემა იძლევა არა მარტო თვისებრივი, არამედ რაოდენობრივი ანალიზის
შესაძლებლობასაც. მისი საშუალებით შეისწავლეს სასწავლო ორგანიზაციის ორი სტილი: მასწავლებლის
მიერ მართვადი,  ანუ მასწავლებელზე ორიენტირებული
და მოსწავლეთა ჯგუფზე ორიენტირებული სწავლება. ორივე შემთხვევაში საკლასო აქტივობები
ეფუძნებოდა ზეპირ დავალებებს. გამოკვლევა ჩატარდა საბერძნეთში 7-9 წლის ასაკობრივი
ჯგუფის მოსწავლეებთან. რვა გაკვეთილის ანალიზი მოიცავდა დაკვირვებას და ხმის ჩანაწერების
დამუშავებას. გამოკვლევამ მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა სამეტყველო ფუნქციების
გამოყენებებს შორის ამ ორი სტილის სწავლების დროს.

ცხრილი 1.მასწავლებელსა
და მოსწავლეთა ჯგუფზე ორიენტირებული სწავლების დროს ენობრივი ფუნქციის გამოყენების
სიხშირის სქემა

ენის ფუნქცია

მასწავლებელზე
ორიენტირებული

სწავლება
(%)

მოსწავლეთა
ჯგუფზე

ორიენტირებული

სწავლება
(%)

წინასწარ განზრახული

25,1

1,5

საპასუხო

28,6

2,3

რეპროდუქციული

7,6

2,8

კითხვითი

7,6

3,6

გამოცდილებითი

3

1,5

საინფორმაციო

10,5

19,3

განსჯითი

9,4

18,2

ჰიპოთეტური

1,1

3,1

საკამათო

2,4

7,0

აფექტური

1,3

4,5

საორგანიზაციო

2,5

16,2

კომპოზიციური

0,6

6,1

ევრიკაისტული (heuristic
ევრიკა )

0,3

4,2

წარმოსახვითი

0,2

4,0

აღწერილობითი (ექსპოზიციური)

0,0

1,1

ექსტრავერტული ფიქრი

0,0

4,5

 

             ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მიზნობრივი, საპასუხო,
წარმოებითი, კითხვითი და გამოცდილებისეული ხშირად იჩენს თავს მასწავლებლის მიერ მართვადი
გაკვეთილების დროს. ჯგუფზე ორიენტირებული სწავლებისას კი ენის ყველა ფუნქციის გამოვლენა
ხდება. მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისას საერთოდ არ აღინიშნება გარე ფიქრის,
ანუ ექსტრავერტული ფიქრის (
external
thinking) და ექსპოზიციური ფუნქციები; წარმოსახვითი, ევრიკაისტული
და კომპოზიციური ფუნქციები ვლინდება, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებლით. ამ გამოკვლევამ
მოსწავლეთა ვერბალური ურთიერთობის ფუნქციური ანალიზის საშუალებით აჩვენა, რომ ორი სხვადასხვა
სტილის სწავლების დროს მოსწავლეთა ენობრივი გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება
როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით.

 

საფეხური 2: კოგნიტური გადამუშავების ანალიზი

კოგნიტური გადამუშავების
ანალიზი ასახავს მოსწავლეთა მიერ გარკვეული დავალების შესასრულებლად არჩეულ გზებს და
წარმოაჩენს მათი მუშაობის სტრატეგიებს და არჩეულ პოზიციას ცოდნის, სწავლისა და პრობლემის
მიმართ. კოგნიტური გადამუშავება დინამიკური და სოციალური ბუნებისაა, რადგან მოსწავლეს
ეს უნარი უვითარდება სოციო-კულტურული ურთიერთობების დროს.

            მოსწავლეთა
კოგნიტური უნარის სამ ფორმას გამოყოფენ: პროცედურული, ინტერპრეტაციული და კვლევა-ძიებითი
და დავალებიდან აცდენილი.


·        

პროცედურული დამუშავების უნარი გულისხმობს დავალების
რუტინულ შესრულებას, რისთვისაც არაა საჭირო დაგეგმვა და ფიქრი. ამ დროს არ ხდება აზრების
ჩამოყალიბება და დავალება სრულდება თანმიმდევრულად კრიტიკისა და მსჯელობის გარეშე.
მოსწავლის საქმიანობა ორიენტირებულია შედეგზე და ინფორმაციის პროცედურულ დამუშავებას
ემსახურება.

 


·        

ინტერპრეტაციული და კვლევა-ძიებითი დამუშავება გულისხმობს
ისეთ სიტუაციას, როდესაც ყურადღება ეთმობა დავალების შესასრულებელი სტრატეგიების, გეგმების
და ჰიპოთეზების მოსინჯვას. მოსწავლეთა საქმიანობა ასახავს მათ ენთუზიაზმს და ჩართულობას
შესასრულებელ დავალებაში.

 


·        

დავალებიდან აცდენილი კოგნიტური მდგომარეობის დროს მოსწავლეები
არ ასრულებენ დავალებას, თამაშობენ, საუბრობენ სხვა თემაზე ან მოქმედებენ დაბნეულად.

 

 

საფეხური 3: სოციალური
გადამუშავების ანალიზი

სოციალური გადამუშავების
ანალიზის მიზანია ჯგუფის წევრების სოციალური სტატუსის და მათ შორის ურიერთობების სახელდება
და დახასიათება. სოციალური ურთიერთობის ფორმა შეიძლება იყოს თანამშრომლობა, მასწავლებლობა,
კამათი, ინდივიდუალური მუშაობა, დომინანტობა, კონფლიქტი და დაბნეულობა. ეს უკანასკნელი
ჩნდება მოსწავლეთა შორის გაუგებრობის დროს. კონფლიქტი ასახავს შეუთანხმებლობის არსებობას
სოციალურ დონეზე. დომინანტობა აჩვენებს ჯგუფში ძალების და სტატუსების უთანასწორო გადანაწილებას.
ინდივიდუალური და დომინანტური ფორმები თანამშრომლობის საპირისპირო ურთიერთობებია. ინდივიდუალური
მუშაობის დროს მოსწავლეებს შორის შეთანხმება არაა. კამათი და მასწავლებლობა თანამშრომლობითი
ურთიერთობის მაჩვენებელია. კამათის დროს ისინი საუბრობენ, განსჯიან და ერთად წყვეტენ
პრობლემას. მასწავლებლობის დროს კი მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს.

ჯგუფში ურთიერთობის
ფუნქციური ანალიზისგან განსხვავებით, რაც საუბრის მიმდინარეობით განისაზღვრება, კოგნიტური
და სოციალური გადამუშავების ზუსტი წესები არ არის შემუშავებული. ეს ორი პროცესი ეფუძნება
ურთიერთობის მსვლელობაზე დაკვირვებას.

აღნიშნული ანალიტიკური
მეთოდის შესაჯამებლად კარგი საშუალებაა მისი ცხრილის სახით წარმოდგენა.

 

ცხრილი 2. ჯგუფში
არსებული ურთიერთობის ანალიტიკური სქემა

განზომილება

ანალიტიკური

კატეგორიები

აღწერილობა

კოგნიტური გადამუშავება

ინტერპრეტაციული და კვლევა-ძიებითი

 

პროცედურული

დავალებიდან აცდენილი

კრიტიკული აქტივობა, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, ჰიპოთეზების შემოწმებას,
შეფასებას, ექპერიმენტს.

 

აქტივობა გულისხმობს ორგანიზებას და შესრულებას.

აქტივობა არ შეესაბამება დავალებას.

სოციალური გადამუშავება

თანამშრომლობა

მასწავლებლობა

კამათი

ინდივიდუალურობა

დომინანტობა

კონფლიქტი

დაბნეულობა

ერთობლივი შრომა თანაბარი წვლილის შეტანით

ურთიერთდახმარება

რაციონალური კოგნიტურ-სოციალური კონფლიქტი

არ ხდება სხვათა აზრის გათვალისწინება

უთანასწორო მონაწილეობა

შეუთანხმებლობა სოციალურ და აკადემიურ დონეზე

დავალების გაუგებრობა

საუბრის ფუნქციები

საინფორმაციო

მსჯელობა

შემაფასებელი

კითხვითი

საპასუხო

საორგანიზაციო

განსჯა

კამათი

კომპოზიციური

გახსენება-გადამეორება

კარნახი

ხმამაღლა კითხვა

გამეორება

გამოცდილება

აფექტური

ინფორმაციის მიწოდება

საკითხის გარჩევა

სამუშაოს ან მოქმედების შეფასება

კითხვების დასმა

პასუხების გაცემა

მოწესრიგება ან გაკონტროლება სიტუაციის

დათანხმება ან დაუთანხმებლობა

ინფორმაციის, აზრის, მოქმედების აწონ-დაწონა

ტექსტის შექმნა

ტექსტის გადამეორება

ტექსტის კარნახი

ტექსტის წაკითხვა

ნათქვამის გამეორება

გამოცდილების გახსენება და გამოხატვა

ემოციების გამოხატვა

 

 

კლასში მიმდინარე
ურიერთობების შესასწავლად გამოიყენება ანალიტიკური სქემები, რომლებშიც აღირიცხება დრო,
მოსაუბრეთა სახელები, წინადადებები, ენის ფუნქცია, კოგნიტური და სოციალური პროცესები
და კონტექსტუალური შენიშვნები. სქემა სტრუქტურული ფორმისაა და კლასში არსებული კომპლექსური
პროცესის გასამარტივებლად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. სტრუქტურული სქემა მკვლევარს
საშუალებას აძლევს, დაუბრუნდეს საუბრის ჩანაწერის წინა მონაკვეთს და გადახედოს მის
ინტერპრეტაციას. ამგვარი უკუკავშირი ზუსტი და სარწმუნო ანალიზის საფუძველია.

 

ცხრილი 3.ურთიერთობის
დინამიკა ჯონსა და გარის შორის

გაკვეთილი:
მათემატიკა

მოსწავლეები:
გარი და ჯონი

სამუშაო დრო: 11:05 – 11:30

დრო

მონაწილეობა

დიალოგის
ტექსტი

ენის
ფუნქცია

კოგნიტური

პროცესი

სოციალური

პროცესი

 

კონტექსტი

(შენიშვნა)

11:16

147

ჯონი

სად არის დიდი სამკუთხედი?

საინფორმაციო

ძებნა

ჯონი ოდნავ დომინირებს.

მოსწავლეები ეძებენ სწორ ფიგურებს

 

148

გარი

ააა, ჰოო…

 

ემოციების გამოხატვა

 

 

გეომეტრიული ფიგურის აგება

 

149

ჯონი

ესენი გადააწყვე.

საორგანიზაციო

 

ჯონი ოდნავ ავლენს დომინირებას.

 

 

150

გარი

ჰაჰა, რას ეძებ?

ემოციების გამოხატვა და საინფორმაციო

 

გარი იწყებს თანამშრომლობას.

 

 

151

ჯონი

ცენტრში დასადებ სამკუთხედს… ეს ცოტა რთული დავალებაა…

პასუხის გაცემა და შეფასება

ახსნა

 

 

 

152

გარი

ამაზე რას იტყვი?

მსჯელობა გამოხატული კითხვის ფორმით

ვარაუდი

 

 

 

153

ჯონი

ეს შეიძლება. 
მგონი, ორი ასეთი სჭირდება.

მსჯელობა

 

 

 

 

154

გარი

არა, ასე არაა.

მსჯელობა

 

 

 

 

155

ჯონი

მაჩვენე… მმ… მოდი, შემდეგ დავალებაზე გადავიდეთ.
ეს ამოვხსნათ, იმიტომ რომ უფრო ადვილია. ის უნდა გააკეთო, რასაც ხედავ. აი, ეს უნდა
იყოს.

ორგანიზება,

შეფასება,

მსჯელობა

საორგანიზაციო სამუშაოები, ვარაუდი

ჯონი ისევ ოდნავ ავლენს დომინირებას.

 

 

156

გარი

ამ პატარა ფიგურებს გულისხმობ?

მსჯელობა კითხვის სახით

 

გარი იწყებს თანამშრომლობას.

 

 

157

ჯონი

კი, ამათ.

პასუხის გაცემა

 

 

 

 

158

გარი

და ამ დიდებზე რას ფიქრობ? ისინი მასავით დიდია.

მსჯელობა

ვარაუდი

 

 

 

159

ჯონი

მე მგონი… (გაურკვეველი პასუხი)

 

 

 

 

 

160

გარი

არ ვიცი,

ინფორმირება

 

 

 

 

161

ჯონი

ეს ცოტა უფრო სქელია, ეს კიდევ – ძალიან პატარა.

მსჯელობა

ბარათების შედარება

 

 

 

162

გარი

არა, ეს არაა.

მსჯელობა

 

 

 

 

163

ჯონი

ისე, ყველა ერთი და იგივეა.

მსჯელობა

 

 

 

 

164

გარი

მოდი, ორივე ვსინჯოთ.

ორგანიზება

 

 

 

 

165

ჯონი

აი, ეს, ქვემოთ რომ დევს, ხო? უფრო დიდი რომაა. აი,
გამომართვი.

ორგანიზება, მსჯელობა, ორგანიზება

საორგანიზაციო სამუშაოები

 

 

 

166

გარი

არა, მე ეგ არ მინდა.

შეუთანხმებლობა

 

სოციალური კონფლიქტი

 

 

მოცემულ გამოკვლევაში
განხილულია საკლასო ურთიერთობების შესწავლის მეთოდოლოგია. აქ განხილული ანალიზის სისტემა
ერთ-ერთია იმ მრავალ შეფასების მეთოდს შორის, რომლებიც კლასში მიმდინარე რთული პროცესების
ასახსნელად შეიქმნა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით, მაგრამ განათლების სფეროს სპეციალისტებს კვლავაც მიაჩნიათ,
რომ ისინი კლასში არსებული „შავი ყუთის” გაშიფვრის საწყის ეტაპზე არიან.

                                                                   

 

გამოყენებული ლიტერატურა:

David Wray and Kristina Kumpulainen, Researching
classroom interaction and talk

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“