თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა, სასწავლო პროცესი უფრო მეტად დემოკრატიული გახადოს, მას განსაკუთრებული მიზანი დაუსახავს. სტატიაში შემოთავაზებული მასალა ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
გაეცანით ინფორმაციას, შეაფასეთ საკუთარი თავი და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
- რა ეტაპზე ვარ თითოეულ ასპექტთან მიმართებით?
- რომელ ასპექტს ვირჩევ ხვალისთვის? მომდევნო კვირისთვის? მომდევნო წლისთვის?
- რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა სკოლამ სარგებელი მიიღოს ჩემ მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესიდან?
მოკლევადიანი მიზნები | საშუალოვადიანი მიზნები | გრძელვადიანი მიზნები |
მასწავლებელი ერიდება ავტორიტარულ გამოთქმებს და ჟესტებს | მასწავლებელი ეჩვევა არაავტორიტარულ გამოთქმებს და ჟესტებს | მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მყარდება ურთიერთგაგება |
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ შეარჩია კონკრეტული საკითხი და სასწავლო მასალა | მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ალტერნატიულ საკითხებს და სასწავლო მასალას | მასწავლებელი და მოსწავლე გეგმავენ ერთობლივ გაკვეთილს |
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლის მიზნებსა და შედეგებს | მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ მიზნებს და შედეგებს | მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად არჩევენ სწავლის მიზნებსა და შედეგებს |
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რატომ შეარჩია სწავლისა და სწავლების კონკრეტული მეთოდოლოგია | მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლისა და სწავლების ალტერნატიულ მეთოდებს | მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას სწავლისა და სწავლების მეთოდების შერჩევის შესახებ
|
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ დაუწერა მას კონკრეტული ქულა/შეფასება | მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ არ შეეძლო უფრო მაღალი ნიშნის/ქულის დაწერა | ინერგება მოსწავლეების მიერ საკუთარი შრომის შეფასება (თვითშეფასება) |
მასწავლებელი წარმოაჩენს კონფლიქტისადმი გადაჭრის დემოკრატიულ მიდგომებს | მასწავლებელი უარს ამბობს კონფლიქტის გადაჭრის ავტორიტარულ მეთოდებზე, არ იყენებს თავის ძალაუფლებას ავტორიტარულად | კონფლიქტის გადაჭრა ხდება თანამშრომლობით და კომუნიკაციით |
მასწავლებელი განმარტავს, როგორ არის ორგანიზებული სასწავლო პროცესი აუდიტორიაში | მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეთა რჩევებს სასწავლო პროცესისა და სამუშაოს ორგანიზების შესახებ | მოსწავლეები მონაწილეობენ სასწავლო პროცესისა და სამუშაოს ორგანიზებაში |