მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ ფარგლებში – ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ.
კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდიანრეობისას, საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატიული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი:
I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო მოთხრობის მოცულობა 5-15 გვერდამდე.
საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემებრი!
საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.
კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი,“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!