პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რემედიაციის საჭიროება სკოლაში

პოსტპანდემიური პერიოდისთვის საგანმანათლებლო დაწასებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ მოსწავლეებისათვის ხელშეწყობაა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეული პრობლემები და ჩამორჩენა აქვთ სწავლაში.  ამ პრობლემის მოგვარებაში კი აუცილებელია მივმართოთ  რემედიაციიას.

რემედიაცია -არის სწავლაში ხარვეზების აღმოფხრაზე ორიენტირებული სწავლება. რემედიაცია ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ ცოდნის და უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი ხარვეზები განმავითარებელი შეფასების მონაცემების მიხედვით. რემედიაცია არის შესაძლებლობა იმისა, რომ დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება შევთავაზოთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სტანდარტული საკლასო რეჟიმით სწავლების პირობებში ვერ შეძლეს ძირითადი ცნებების ათვისება და უნარჩვევების განვითარება დამაკმაყოფილებელ დონეზე.

სტატია სარემედიაციო პროგრამის მნიშვნელობაზეა.

მაგალითად, კითხვის სარემედიაციო პროგრამის მიზანია, რომ პრობლემურმა მკითხველებმა შეძლონ სიტყვის დეკოდირება, სწრაფად ცნობა და გაწაფული კითხვა.

ზემოაღნიშნულ პრობლემის დასაძლევად ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდები/აქტივობები:

  • ფონოლოგიური სავარჯიშოები
  • „სიტყვაზე შეტევა“
  • მართული კითხვის აქტივობა
  • მკითხველთა თეატრი
  • ნაცნობი ტექსტის განმეორებით კითხვა

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ხდება მოსწავლეთა იდენტიფიცირება და რემედიაციის პროგრამაში ჩართვა?

პირველ რიგში  უნდა დავადგინოთ, რა ტიპის პრობლემა აქვს მოსწავლეს კითხვაში და ამის შემდეგ დავგეგმოთ შესაბამისი ინტერვენცია. არ სჭირდებათ მოსწავლეებს, რომლებთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით

იდენტიფიცირება ხდება შემდეგი ჩამოთვლილი საფეხურების დახმარებით:

  • კითხვის უნარების სკრინინგი და შესაბამისად შედეგების ანალიზი.
  • პირველადი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან.
  • მოსწავლის მოსწრების ანალიზი სხვადასხვა საგანში.
  • მშობელთან გასაუბრება, თანხმობა პროგრამაში ჩართვაზე

რა ძირითადი საფეხურების გავლა ხდება სარემედიაციო ჯგუფის შექმნის შემდეგ?

  1. სარემედიაციო პროგრამის და გაკვეთილების გეგმების შედგენა;
  2. სარემედიაციო გაკვეთილების წარმართვა;
  3. პროგრესის მონიტორინგი, შუალედური შეფასება;
  4. ბოლო ეტეაპიშემაჯამებელი შეფასებაა.

რემედიაცია შეიძლება მიმდინარეობდეს სამი ძირითადი ფორმატით:

  1. გაკვეთილში ჩაშენებით

მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს მიზნობრივად უტარებს კონკრეტული უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებულ აქტივობებს

  1. გაკვეთილისგან მოწყვეტით

გაკვეთილის მსვლელობისას ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს მცირე ხნით, კლასში ან კლასის გარეთ, სხვა/დამხმარე მასწავლებელი უტარებს კონკრეტული უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებულ აქტივობებს.

3.დამატებითი გაკვეთილის სახით

არასაგაკვეთილო დროს (ძირითად გაკვეთილებამდე/შემდეგ) ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს მიზნობრივად უტარდება კონკრეტული უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებული აქტივობები თავისივე ან სხვა მასწავლებლის მიერ

პრიორიტეტულია, გავითვალისწინოთ ის აქტივობებიც, რომლებიც  გვეხმარება მოვახდინოთ მოსწავეთა რემედიაციული  საჭიროებების იდენტიფიცირება.

  • სკრინინგი (საბაზისო უნარების პირველადი მოკვლევა სასწავლო წლის დასაწყისში) და მისი შედეგების ანალიზი;
  • მოსწავლეებზე საკლასო დაკვირვებისა და განმავითარებელი შეფასების ანალიზი;
  • საბაზისო უნარებში ინდივიდუალური მოსწრების ანალიზი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან (სწავლის მოტივაცია, საგნისადმი დამოკიდებულება, თვითაღქმა და სხვ.) და შედეგების ანალიზი;
  • მოსწავლის მოსწრების ანალიზი სხვადასხვა საგანში;
  • გასაუბრება მშობელთან (მოსწრებასთან დაკავშირებული საკითხები, ნებართვა რემედიაციის პროგრამაში მოსწავლის ჩასართავად);
  • ჩატარებული კვლევის შედეგად მოსწავლის სარემედიაციო პროფილისა და საჭიროებების განსაზღვრა)

 

რემედიაციის მიზნების დასახვისთვის დიდად სასარრგებლო და გამოსადეგი  SMART -სტრატეგია

S – კონკრეტული

(specific)

სარემედიაციო პროცესის/მეცადინეობების მიზანი ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული და ერთ კონკრეტულ კომპეტენციაზე ორიენტირებული.
A – მიღწევადი

(achievable)

სარემედიაციო მეცადინეობების შედეგად მოსწავლემ უნდა შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა /  კომპეტენციის გამომუშავება განვითარების აქტუალურ ზონაზე დაყრდნობით.
M – გაზომვადი

(measurable)

სარემედიაციო მეცადინეობების შედეგი უნდა იზომებოდეს კონკრეტული ინდიკატორების გამოყენებით.
R – რელევანტური

(relevant)

სარემედიაციო აქტივობები ლოგიკურად უნდა ებმოდეს ერთმანეთს  და შეესაბამებოდეს მოსწავლის საჭიროებებსა და დასახულ მიზნებს.
T – დროში განსაზღვრული

(timely)

უნდა განისაზღვროს სარემედიაციო პროცესის ხანგრძლივობა და ძირითადი ფაზები.

 

რემედიატორი მასწავლებლის როლი სკოლაში  დიდია. მას უწევს იმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, რომლებსაც გარკვეული  პრობლემები გააჩნიათ სწავლაში. რემედიაციულ მიდგომებში ყველაზე მეტად გამოსაკვეთი  გახლავთ,ის რომ მედიატორმა მასწავლებელმა რემედიაციული პროგრამის ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს:  სწავლა-სწავლების ძირითად პრინციპები, ასაკობრივი, თუ ინდივიდუალურ მიდგომები. რათა   საკლასო სივრცეში პოზიტიური სასწავლო პროცესი დანერგოს. მისი მთავარი მოვალეობაა  დაარწმუნოს მოსწავლე, რომ გადაულახავი არაფერია. როგორც  რ.ემერსონი აღნიშნავს – მასწავლებელი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რთული საქმეები გააადვილოს სწორედ, რემედიაციის პროგრამა ნებისმიერ მასწავლებელს აძლევს საშუალებას გაუადვილოს მოსწავლეს ყველა სირთულე და გაიყვანოს შედეგზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კითხვის სარემედიაციო პროგრამის განხორციელება სკოლაში (გზამკვლევი). საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd), თბილისი, 2017.

2.კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. 2015. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd). მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

3.გზამკვლევი მასწავლებლებისთვის 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენა და ლიტერატურა, I-VI კლასები.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, თბილისი, 2011.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი