პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე მუშაობა.

 ვარსკვლავები და გალაქტიკები

 

ყველასთვის ცნობილ საგანმანათლებლო პორტალზე https://www.kargiskola.ge/

უამრავ საინტერესო რესურსთან ერთად  განთავსებულია  სამუშაო ფურცლები, რომლებიც ტექსტებთან მუშაობის უნარის განვითარებისთვისაა შექმნილი. https://kargiskola.ge/teacherintro/workbooks.php

საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტებს დართული აქვს ოთხი ძირითადი ტიპის სავარჯიშო:  შინაარსის გაგება-გააზრება, ლექსიკა, გრამატიკა და წერა.

განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ამ ტიპის ბარათების გამოყენება დისტანციური სწავლების პროცესში, რადგან შესაძლებელია, მზა მასალა მოსწავლეებს გადავუგზავნოთ ეტაპობრივად, ამავდროულად, შეგვიძლია, გავამდიდროთ ვიდეობმულებით, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მასალის სწავლების პროცესს.

 

ვარსკვლავები და გალაქტიკები

ცაზე უამრავი ვარსკვლავია. ისინი ჩვენგან ძალიან შორს არიან. სწორედ ამიტომ ჩანან ასეთ პატარა მანათობელ წერტილებად.

როგორ გაჩნდა ვარსკვლავი? თურმე ყოველი მათგანი მტვერმა და აირის დიდმა ღრუბელმა შექმნა. ღრუბელი რომ შეიკუმშა, აირი და მტვერი ერთმანეთს მიეკრო.

ასე გაჩნდა სფერო, რომელმაც ბრუნვა დაიწყო. ამ დროს იგი ისე გაცხელდა, რომ სინათლე და სითბო გამოყო. ასე დაიბადა ვარსკვლავი. მაგრამ იგი არა მარტო იბადება, არამედ კვდება კიდეც, ესე იგი, წყვეტს ნათებას. ეს პროცესი რამდენიმე მილიარდი წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.

ვარსკვლავები სხვადასხვა ფერისა და ზომისაა. ყველაზე დიდები უფრო ცხელია. ისინი თეთრად ანათებენ, უფრო პატარები კი – ყვითლად. ჯუჯა ვარსკვლავი ცივია და წითელ შუქს გამოსცემს.

ალბათ იცი, რომ ჩვენი მზეც ვარსკვლავია. ის საშუალო ზომისაა და ამიტომ ანათებს ყვითლად.

მანათობელი ციური სხეულები კოსმოსში ჯგუფებს ქმნიან. ზოგ ჯგუფში რამდენიმე ასეთი სხეულია, ზოგში კი – ასობით. ისინი შორიდან სინათლის გიგანტურ რგოლს ჰგვანან. დიდ ჯგუფებს გალაქტიკას ეძახიან. ჩვენს გალაქტიკას ირმის ნახტომი ჰქვია. ყველა ვარსკვლავი, რომელსაც შენ ღამით ხედავ, ირმის ნახტომში შედის.

ხილულ სამყაროში 170 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა. ზოგი ირმის ნახტომზე დიდია, ზოგიც – პატარა. ზოგი გალაქტიკა ფორმით ელიფსს ჰგავს, ზოგი – სპირალს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://kargiskola.ge/teacherintro/teacher-samushao-baratebi.php

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი