პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

,,მარტივი ლოგიკა’’ დისტანციურ სწავლებაში

როგორ შევქმნათ  სატელევიზიო თამაშ ,,მარტივი ლოგიკის’’  

ონლაინ-ვერსია დისტანციური სწავლებისთვის.

გარწმუნებთ,  არ არის რთული.

ყველასთვის ცნობილ პროგრამა Microsoft Powerpoint-ში ავირჩიოთ სლაიდების სასურველი რაოდენობა, დავაწკაპოთ ღილაკზე new slide.  შევარჩიოთ ახალი სლაიდის დიზაინი. შემდეგ თაგვის მარჯვენა ღილაკის დახმარებით ვაწკაპებთ format background-ს.

 

ჩამოიშლება ასეთი ველი:

 

 

 

 

ვაწკაპებთ Color-ს და ვირჩევთ ფერს. თუ გვინდა, რომ ყველა სლაიდზე ერთი და იგივე ფერი იყოს, ვირჩევთ ღილაკს Apply to All.

შემდეგ ვიწყებთ ფოტოების ჩასმას.

სამუშაო მაგიდაზე, საქაღალდეში წინასწარ გვაქვს მომზადებული ყველა საჭირო ფოტო. ვაწკაპებთ ისრით მინიშნებულ ფანჯარაზე და ვირჩევთ ფოტოებს.

პირველ გვერდზე  ჩავსვამთ თამაშის ,,ქუდს’’, ხოლო დანარჩენ გვერდებზე – 2 ფოტოს.

შემდეგი ეტაპია სიტყვების ბარათებში ასოების ჩასმა.

წავშალოთ სლაიდზე მოთავსებული წარწერის ველი  Click to add title.

File მენიუდან ვირჩევთ ღილაკს Insert, შემდეგ – Shapes, ვაწკაპებთ ისრით მინიშნებულ ოთხუთხედს და ვსვამთ სლაიდის ზედა ნაწილში.

 

როგორც აღვნიშნეთ, ისრით მინიშნებულ ოთხკუთხედზე დაწკაპების შემდეგ ჩნდება ფერადი ბარათი -კვადრატი, რომელიც  შეგვიძლია შევცვალოთ მენიუში განთავსებული სხვა ფერის ბარათით. მე ავირჩიე თეთრი ფერი. ამის შემდეგ კვადრატზე თაგვის მარჯვენა ღილაკით ვაწკაპებთ და ასოთა რაოდენობის მიხედვით copy-თ ვამრავლებთ ბარათებს.

ზომა და ფერი სურვილისამებრ შეგვიძლია შევარჩიოთ.

იმისათვის რომ ასოები იყოს დამალული, აუცილებელია გამოვიყენოთ ანიმაციის ეფექტი. მენიუში დავაწკაპოთ  ღილაკზე Animations, შემდეგ პირველ ასოზე  და ავირჩიოთ პიქტოგრამა Float in. თიოეულ ასოს მოვნიშნავთ და შემდეგ  ვაწკაპებთ პიქტოგრამაზე. უმჯობესია, გავხსნათ პირველი და ბოლო ასოები, ვიდრე თანმიმდევრობით, რადგან ასე უფრო მეტი ფიქრის საშუალებას ვუტოვებთ მოსწავლეებს.

შენიშვნა: რომელ ასო-ბგერასაც მოვნიშნავთ, იმ თანმიმდევრობით გაიხსნება თამაშის დროს.

 

 
საბოლოო სახე ამგვარი გახლავთ:

როდესაც ყველა სლაიდს შევავსებთ, თამაში უნდა განვახორციელოთ დათვალიერების რეჟიმში. (გამოიყენეთ ღილაკი F5)

გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილი თამაშის ორ ვერსიას.

შენიშვნა: აუცილებელია ჩამოტვირთვა

 

  1. ,,მარტივი ლოგიკა” დისტანციურ სწავლებაში (თამაშის ვერსია)

 

  1. ,,მარტივი ლოგიკა”დისტანციურ სწავლებაში (რედაქტირების ვერსია)

 

რედაქტირების ვერსიაში შეგიძლიათ შეცვალოთ ფოტოები ნებისმიერი საგნისა და სწავლების ნებისმიერი საფეხურისთვის და ბარათებში შესაბამისი ასოები ჩაწეროთ.

თამაშის გაზიარება ეკრანზე შესაძლებელია, როგორც Teams-ის, ასევე – Zoom-ის პროგრამაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი