პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„საგანმანათლებლო პროექტი წიგნიერების უნარების განვითარებისთვის

 

სასწავლო პროექტის
გეგმა

„წიგნიერების განვითარება მოზარდებში”

 

ნინო სურმავა

 

 

 

1. პროექტის სახელწოდება

 

 

“ვწეროთ ერთად”

 

 

2. პროექტის მთავარი იდეა

 

 

მოსწავლეები საბავშვო
მწერალთან ერთად წერენ და გამოსცემენ
წიგნად საბავშვო ნაწარმოებს (დეტექტივს, რომანს, მოთხრობას…)

 

 

 

3. პროექტის აქტუალობა

თანამედროვე ქართულ
სკოლებში, სამწუხაროდ, წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია.
ქართველი ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულია წიგნთან.
წარმოდგენილი
პროექტის (რომლის დევიზიცაა
„გავაკეთოთ, ვისწავლოთ და შევიყვაროთ“)
ფარგლებში ბავშვი აღმოაჩენს და გაიგებს
თითქმის ყველაფერს წიგნის შესახებ
და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება მის მიმართ.

 

 

 

 

4. პროექტის მიზნები

პროექტის
საშუალებით
1. მოსწავლეებს
ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულება,
წიგნი ბევრად
ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის;
2. მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა, კომუნიკაციური,
ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;

3.
მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას: პროექტში მონაწილეობისას ისინი
საფუძვლიანად
გაეცნობიან წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპს
, გაიხსენებენ,
ისწავლიან და გაიაზრებენ ლიტმცოდნეობის ძირითად ცნებებს (ლიტერატურის ჟანრები,
პერსონაჟები, ნაწარმოების სტრუქტურა, ეპითეტი, შედარება და ა.შ.)
.

*(იხ. პუნქტი 10.
საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი)

 

 

5. მონაწილეთა ასაკი

 

13–14 წელი (საბაზო საფეხური)

 

6. პროექტის ხანგრძლივობა

 

ერთი ტრიმესტრი

 

7. მოსალოდნელი პროდუქტი

 

ბავშვების მიერ დაწერილი და  ბეჭდური და ელექტრონული სახით* გამოცემული წიგნი.


*ელექტრონული სახით
წიგნი აიტვირთება პროექტის ბლოგზე.

 

 

 

8. პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსი

ა) მატერიალური
რესურსი:
საკანცელარიო ნივთები
(თაბახის ფურცლები და კალმები, ფერადი ფანქრები, წებო, მუყაო
) კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი,
ინტერნეტი, ქალაქში გადასაადგილებლად საჭირო ტრანსპორტი.




ბ) ადამიანური
რესურსი
: პროექტში მონაწილე
ადამიანები – ბავშვები, მასწავლებელი, საბავშვო მწერალი, საბავშვო წიგნების
ილუსტრატორი, რომელიმე გამომცემლობის თანამშრომლები.


გ) დროითი
რესურსი
: ქართულის დამატებითი გაკვეთილები

 

 

 

 

9. პროექტის მსვლელობა

I

  • მასწავლებელი
    მისთვის სასურველ თემას (წიგნი)
    გონებრივი იერიშის მეთოდით აცნობს მოსწავლეებს;
  • მასწავლებლი ბავშვებს წაუკითხავს მინილექცია და წარუდგენს სახალისო პრეზენტაციას წიგნის
    შესახებ სახელწოდებით
    იცით, თუ არა, რომ…”  (ნაწილი I: უძველესი წიგნები,
    საწერი მასალა ძველად, წიგნის გავრცელების გზები ადრე (გადამწერთა
    სკოლები), პირველი ბეჭდური წიგნები, მსოფლიოს უდიდესი წიგნები; ნაწილი
    II
    : როგორ მზადდება წიგნები დღეს: მწერალი, გამომცემელი, ილუსტრატორი,
    რედაქტორი, დამკაბადონებელი, დიზაინერი, სტამბა)
    .
  • პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი
    მოსწავლეებს სთავაზობს, მწერალთან
    , ილუსტრატორთან და გამომცემლობასთან თანამშრომლობით შექმნან კლასის საერთო
    წიგნი.


II

  • მოსწავლეები სურვილის მიხედვით
    გადანაწილდებიან შემდეგ ჯგუფებად:

ა) თანაავტორები;

ბ) ილუსტრატორები;

გ) კორექტორები, რედაქტორები;

დ) დამკაბადონებლები;

ე) წიგნის ამწყობები.

 

*ყოველ მონაწილეს აქვს
უფლება:

მონაწილეობეს რამდენიმე ან ყველა
ჯგუფში;

შეიცვალოს ჯგუფი.


  • ბავშვები მასწავლებლის დახმარებით ასახელებენ
    თანამედროვე საბავშვო მწერლებსა თუ ილუსტრატორებს, ასევე გამომცემლობას,
    რომლებთანაც სურთ თანამშრომლობა.
  • მასწავლებელი უკავშირდება თითოეულ
    მათგანს და აცნობს ბავშვების სურვილს
    .*
    *შესაძლებელია, თავად ბავშვებმა აწარმოონ
    მოლაპარაკება მასწავლებლის დახმარებით
    .




  • მოსწავლეები ქმნიან პროექტის ბლოგს, სადაც აიტვირთება
    ყოველი სიახლე და საბოლოო პროდუქტის ელექტრონული ვერსია.

III

  • მონაწილეები
    ხვდებიან მწერალს. შეხვედრისას მწერალი ან მასწავლებელი (
    ან ორივე ერთად) წარუდგენენ
    მოსწავლეებს
    მინილექცია–პრეზენტაცია ლიტერატურის ჟანრების, პერსონაჟების,
    სიუჟეტისა და ნაწარმოების სტრუქტურის შესახებ.
  • პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები
    არჩევენ, რა ჟანრის ნაწარმოები დაწერონ, იგონებენ სიუჟეტს.
  • მწერალი აძლევს მათ რჩევებს, თუ როგორ
    უნდა წერონ. თანხმდებიან, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაუგზავნიან
    ერთმანეთს ნამუშევრებს. შეთანხმდებიან ასევე იმაზე
    , თუ როგორ გააგრძელებენ ხოლმე
    ნაწარმოებს (აბზაცების თუ თავების მიხედვით).

 

IV

  • თანაავტორთა ჯგუფი მასწავლებლის
    დახმარებით ანაწილებს სიუჟეტს თავების მიხედვით
    (ადგენს გეგმას), იწყებს წერას და ელექტრონული ფოსტის
    საშუალებით დათქმულ დროს უგზავნის ავტორს. ავტორი წერს გაგრძელებას და
    ნამუშევარს
    (თანდართული კომენტარებით) უბრუნებს ბავშვებს.

    * წერის
    პროცესი თანაავტორთა ჯგუფის მონაწილე მოსწავლეებთან:
    ბავშვები იკრიბებიან, სხდებიან წრიულად. პირველი მონაწილე ამბობს პირველ
    წინადადებას, დანარჩენები რიგრიგობით აგრძელებენ. მასწავლებელი (ან ჯგუფის
    რომელიმე წევრი) კრეფს ან იწერს ტექსტს.
    მასწავლებელი აუცილებლად უხსნის მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანია, დაიცვან
    საერთო სტილი
    , გზადაგზა
    აძლევს მითითებებს და ახსენებს ლიტერატურის თეორიის საკითხებს.
    წინადადებებით წერა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, მას შემდეგ, რაც
    ბავშვები საერთო სტილს დაახლოებით ალღოს აუღებენ, ისინი ინაწილებენ
    სამუშაოს და წერენ ტექსტის ნაწილებს დამოუკიდებლად (
    IV ეტაპზე შედგენილი გეგმის
    დახმარებით), შემდეგი შეხვედრისას კი აჯამებენ. 




V

  • ილუსტრატორთა
    ჯგუფის წევრი ბავშვები ხვდებიან რომელიმე საბავშვო წიგნის ილუსტრატორს.
    მხატვარი მოსწავლეებს აძლევს რჩევებს,
    თუ როგორ უნდა იმუშაონ ილუსტრაციებზე. ბავშვები ტექსტს წერის პროცესშივე
    ეცნობიან და იწყებენ ილუსტრაციებზე მუშაობას.


VI

  • მასწავლებელს რედაქტორთა,
    დამკაბადონებელთა და წიგნის ამწყობთა ჯგუფები მიჰყავს ექსკურსიაზე
    გამომცემლობასა და სტამბაში, სადაც ბავშვები იღებენ მათთვის საჭირო
    ინფორმაციას.

 

 

 

VII

  • როდესაც ტექსტი საბოლოო სახეს მიიღებს,
    ბავშვები მას ამობეჭდავენ, ხელით აკინძავენ, გაუკეთებენ მუყაოს ყდას.

VIII


·        


ბავშვები
აწყობენ თავიანთი წიგნისა და ბლოგის პრეზენტაციას
ფართო აუდიტორიის წინაშე.

 

*
შესაძლებელია რამდენიმე ეგზემპლარის დამზადებაც და წიგნებისა და ილუსტრაციების
სახალისო გამოფენა–გაყიდვის მოწყობა.


 

10. საგნობრივ ჯგუფებთან და
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

პროექტის კავშირი საგანთან – ქართული ენა და ლიტერატურა:
 პროქტი მჭიდრო კავშირშია ეროვნულ
სასწავლო გეგმაში წარმოდგენილ ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნებსა და ამოცანებთან
:


მიზნები


·        


მოზარდს განუვითარდეს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა,
მოსმენა, საუბარი);


·        


გამოუმუშავდეს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;


·        


განუვითარდეს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და
სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;


·        


ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური
აზროვნების უნარი;


·        


შეიყვაროს კითხვა, გამოუმუშავდეს ლიტერატურის, როგორც სიტყვის
ხელოვნებისა და კულტურული ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;




ამოცანები


·        


ლექსიკური მარაგის შევსება–გამდიდრება;


·        


აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის
ჩამოყალიბება;


·        


მსჯელობის უნარის განვითარება;


·        


სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება)
განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;


·        


ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების
გამომუშავება;


·        


დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების
უნარ–ჩვევათა ჩამოყალიბება;


·        


საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები,
ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;


·        


ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;


·        


მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;


·        


ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;


·        


სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და
შექმნის უნარის გამომუშავება;

(ესგ, გვ. 45–46)

 

 

 

გარდა
ამისა, პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პუნქტებს:

ქართ.
VIII. 6, ქართ. VIII. 8, ქართ. VIII. 11, ქართ. VIII. 12, ქართ. VIII. 13.

(ესგ, გვ. 109–110)

პროექტის კავშირი საგანთან – ისტ–ი:
მოსწავლეები
პრაქტიკაში გამოიყენებენ ისტ–ის გაკვეთილებზე შესწავლილ მასალას (საოფისე
პროგრამები, ინტერნეტი).

 

 

პროექტის ავტორი

 

 

ნინო სურმავა, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი
(„თბილისი
მწვანე სკოლ
“)

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი