შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნათია ნაფეტვარიძე – სასწავლო-სოციალური ქსელი

გადმოცემის თანახმად, დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს _ ტოტს შეუქმნია და ფარაონისთვის უთქვამს: ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას, რაც შეიძლება დაავიწყდესო. ფარაონი შეშფოთებულა, ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ _ ადამიანის თავზე და უთქვამს: “ეს (დამწერლობა) მოკლავს ამას (მეხსიერებას)”.

 როდესაც წიგნის ბეჭდვა გამოიგონეს, ბევრს ეგონა, რომ წიგნი რწმენას “მოკლავდა”. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და უამრავი ისეთი რამ გაჩნდა, რაც თავად წიგნს უწევს კონკურენციას. ბევრი კომპიუტერზე მიუთითებს და ამბობს: “ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს)” (უმბერტო ეკო). შესაძლოა ისეთი დროც დადგეს, როცა კომპიუტერსაც გამოუჩნდება კონკურენტი, თუმცა ეს მომავლის საქმეა…

დღეს ძნელი წამოსადგენია ცხოვრება კომპიუტერის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გარეშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსად და არაფერზე იმდენს არ ლაპარაკობენ, რამდენსაც სოციალური ქსელების ავკარგიანობაზე. ეს არის კიდეც ოცდამეერთე საუკუნის მთავარი სოციალური თემა, ამიტომაც მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია.

რა ღირსება თუ ნაკლი აქვს სოციალურ ქსელს? როგორ შეიძლება მისი ისე გამოყენება, რომ მისგან მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ? ამ საკითხებს არაერთხელ შეხებიან და ალბათ კიდევ კარგა ხანს მოუწევთ მათ შესახებ საუბარი.

როდესაც სოციალური ქსელის პოზიტიურ მხარეებზე მსჯელობენ, აუცილებლად გამოკვეთენ ხოლმე მის ერთ ძალზე ფასეულ თვისებას: ინტერნეტის მეშვეობით ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს უამრავ ნაცნობს დედამიწის ნებისმიერ წერტილში; ამასთან, ის არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი, სწრაფი, იაფი და მოხერხებული გზა. გარდა ამისა, სოციალური ქსელი შესაძლებლობას გაძლევს, გაიცნო და დაუკავშირდე შენთვის საინტერესო უამრავ ადამიანს, რომლებთან ურთიერთობაც ასეთი საშუალების არარსებობის შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომუნიკაცია, სხვებთან კავშირის დამყარება ადამიანისთვის როგორც საზოგადოებრივი არსებისთვის უმთავრესია, ადვილი წარმოსადგენია, რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს სოციალურ ქსელს.

რაც შეეხება მის ნაკლოვანებებს, ამაზე კიდევ უფრო მეტს ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ კომპიუტერი ადამიანებს, რომლებიც მას გასართობად იყენებენ, მეტისმეტად ბევრ დროს ართმევს. იმასაც ამბობენ, რაც ინტერნეტი გაჩნდა, ერთმანეთის ნახვის სურვილს ონლაინურთიერთობით ვიკმაყოფილებთ და პირადად შეხვედრის სურვილი აღარ გვაქვსო.

ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანი ყოველთვის უფრთხის შეუცნობელს, ახალს. ალბათ ამის ბრალია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი სოციალური ქსელების მიმართ.

სასწავლო პროცესი საზოგადოებრივი განვითარების პროცესისგან მოწყვეტით არ განიხილება. აქედან გამომდინარეობს, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, დღის წესრიგში დგას განათლების სისტემაშიც, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვიტყვით, რომ ეს თემა აქაც აქტუალურია.

რა ღირსება ან ნაკლი შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ქსელს სასწავლო გარემოსთვის?

ჩვენ შევეცადეთ, ამის თაობაზე განათლების სისტემის რამდენიმე წარმომადგენლის აზრი გაგვეგო.

აი, რას ამბობს სოციალური ქსელების შესახებ სსიპ თბილისის #161-ე საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი ხუსკივაძე:

“დღევანდელი მოქალაქე მზად არის, ჰქონდეს ურთიერთობა მრავალ ადამიანთან. ხშირად დროის სიმცირე ამის საშუალებას არ აძლევს, სოციალური ქსელების მეშვეობით კი ეს შესაძლებელი ხდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ქრისტეშობიდან დღემდე ინფორმაცია ორჯერ გაიზარდა, თანამედროვე პირობებში კი ინფორმაციის მოცულობა ყოველდღიურად იზრდება. საზოგადოებას აქვს ინფორმაციის მოპოვების მოთხოვნილება, მას არ აკმაყოფილებს ის, რაც იცის. სოციალური ქსელები კი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”.

“ფაქტია, რომ მოსწავლეები ბევრ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში, უმრავლესობა, უბრალოდ, ერთობა. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ ამ მისწრაფების მიზნობრივად გამოყენებაში. მაგალითად, პროექტზე მუშაობის დროს გამუდმებით პრობლემას ქმნიდა გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეების შეკრება; ყველა სხვადასხვა წრეზე მიიჩქაროდა, გვიან საღამოს კი შინიდან აღარ გამოდიოდნენ. სოციალურმა ქსელებმა შესაძლებელი გახადა ჯგუფური მუშაობა შინიდან გაუსვლელად _ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, მოძიებულ მასალებს, ჩვენ კი მოგვეცა საშუალება, ჩავერთოთ მათი მუშაობის პროცესში, მივცეთ მიმართულება, მივაწოდოთ მასალები”, _ ეს სსიპ თბილისის # 151-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეა გაბისონიას მოსაზრებაა.

უკანასკნელხანსცხოვრების ყველა სფეროში რადიკალური ცვლილებებიმოხდა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მათ შორის. მასწავლებელთამხარდაჭერისა და აქტიურიმონაწილეობის გარეშე ვერც ერთისაგანმანათლებლო რეფორმა ვერ ჩატარდება.

ცხადია,მსოფლიოს განვითარების ახალიტენდენციები განათლებს ახალმოთხოვნებსყენებს.საჭიროა ისეთი კადრების არსებობა,რომლებსაც უნარი ექნებათ, აღიქვადასწორად განსაზღვროკონკრეტული ამოცანა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლადმოიძიორაციონალური გზა. ახლებურად მოაზროვნე ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ცოდნის ეფექტურად წარმოჩენა და ჰქონდესსხვებთან კავშირის დამყარებისა და თანამშრომლობის უნარი. ყველაზე მნიშვნელოვანიამასწავლებლის ურთიერთკავშირი მოსწავლეებთან, რამდენადაც ის არის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედის,ვინცრჩევას აძლევს მოსწავლეებს, მიუძღვის მათ ცოდნის დაუფლებისკენ, ასწავლის საკუთარი ცოდნის ორგანიზაციასა და მართვას.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, აგრეთვე მასწავლებლებს შორის კომუნიკაციისდამაყარების უნივერსალურისაშუალება კი სწორედ სოციალური ქსელებია, მით უმეტეს, თუ ისინი გაჯერებული იქნება მხოლოდ შინაარსობრივად დაზუსტებული, ეთიკურად თუ მორალურად გამართლებული ინფორმაციით(ნინო მოდებაძე ქ. ბათუმის #მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი).

“თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს სწავლის პროცესში ინტერნეტრესურსების ხშირ გამოყენებას, მათ სწრაფად, ხარისხიანად და დისტანციურად გადაცემას. ინტერნეტსივრცეში არსებულ უამრავ მასალას, თვალსაჩინოებები იქნება ეს, დიაგრამები, ცხრილები თუ კოლაჟები, ხშირად მასწავლებლები უზიარებენ მოსწავლეებს, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ ინფორმაციის სწრაფად ათვისებას. ყოვლივე ამის გაკეთება უფრო ხელსაყრელია სოციალური ქსელების საშუალებით, რომლებიც თავად გვევლინებიან ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ, თუმცა უნდა აღინიშნოს ინტერნეტკომუნიკაციის ნაკლოვანებებიც, მაგალითად, ის, რომ მოსწავლის წერისა და მეტყველების კულტურის დონე შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.

ამრიგად, სოციალურ ქსელებს, უამრავ ღირსებასთან ერთად ნაკლოვანებებიც აქვთ, თუმცა მათი გონივრულად გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ წარმატების საწინდარია” (დავით წამალაშვილი, სსიპ თბილისის #85-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტი, ლექტორი).

“თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვანწილად ინტერნეტზე გახდა დამოკიდებული. მის გარეშე უკვე ყოველგვარი საქმიანობა წარმოუდგენელია.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ და ინფორმაციას იღებენ. სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანია გაწევრიანებული.

ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაცია, საინტერესო სტატიები, ანალიტიკური მსჯელობა, ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან _ ეს ყველაფერი შენს „კედელზე” ყოველდღიურად იტვირთება და განურჩევლად იმისა, გსურს თუ არა, ინფორმაციის ზღვა შენ თვალწინაა.

ახალმა ეპოქამ ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალი მიდგომები მოითხოვა. “წითელმა ყინულმა” საქართველოში, როგორც იქნა, დნობა დაიწყო, ნელა-ნელა ინგრევა სტერეოტიპები და კლიშეები, რომლებიც კომუნისტურმა ეპოქამ ჩამოაყალიბა. ეს ყველაფერი დადებითად აისახა განათლების სისტემაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის წარმატებულ მომავალს ჯანსაღი თაობა ქმნის, ხოლო თაობის სიჯანსაღე უწინარესად სკოლიდან იღებს სათავეს, სკოლაში უამრავი სიახლე ინერგება. იცვლება მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის ფორმა. ადრე თუ მასწავლებელი შეუვალ და “ზემდგომ” ფიგურას წარმოადგენდა, დღეს ის მოსწავლესთან თანამშრომლობს.

ცხოვრების თანამედროვე რიტმი თავად მოითხოვს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის გაკვეთილების გარეთ ურთიერთობას, ამის საუკეთესო საშუალებას კი სოციალური ქსელი აძლევთ, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა, თემასთან დაკავშირებული ფოტოების, მასალების გამოქვეყნება, სტატიების მოძიება, უბრალოდ, კონტაქტი და გაურკვეველი საკითხების დაზუსტება. თუმცა ჩნდება საფრთხე, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა მეტად ფამილარული გახდეს, გაქრეს ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოსწავლეებისთვის მისაწვდომი გახდეს მასწავლებლის პირადი ცხოვრების დეტალები, რომელთა მოსწავლეებთან გამჟღავნებაც მასწავლებელს არ სურს.

ამიტომ, ვფიქრობ, სასურველია არსებობდეს სპეციალური სასწავლო-სოციალური ქსელი, რომელსაც პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებთან საურთიერთობოდ გამოიყენებს” (ინა იმედაშვილი, მაძიებელი).

ჩემთვის, მასწავლებლისთვის, სოციალურ ქსელს ბევრი ღირსება აქვს. პირველ რიგში, მისი მეშვეობით შესაძლებელია კლასგარეშე კონტაქტი მოსწავლეებთან, მათთან ერთად იმაზე მუშაობა, რაზეც კლასში, დროის სიმცირის გამო, შეჩერება შეუძლებელია; ამასთან, მოხერხებულია იგი მაშინაც, როცა ზოგადი ინფორმაციის გადაცემაა საჭირო და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, სავსებით შესაძლებელია სოციალური ქსელის სასწავლო პროცესის სასარგებლოდ გამოყენება. მეტიც _ მისი გამოყენება დღევანდელ პირობებში კომფორტულიც კია.

როგორ შეიძლება, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენო სოციალური ქსელი და ამავე დროს ამის თანმხლები უარყოფითი მოვლენები თავიდან აიცილო?

ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უნდა იყოს სოციალური ქსელი “ედმოდო”, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართავად. “ედმოდო” ქსელში ჩართულ “სამკუთხედს” აერთიანებს: მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს (უნდა აღინიშნოს, რომ პროცესს პედაგოგი წარმართავს; მის გარეშე ჯგუფში გაერთიანებული სხვა პირებისთვის ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი; ამით შეგვეძლება, თავიდან ავიცილოთ სოციალური ქსელებისთვის ჩვეული უარყოფითი მახასიათებლები).

რა არის “ედმოდო”? ეს არის სოციალური ქსელი მხოლოდ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისთვის; შექმნილი იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი გახდეს. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც საკლასო მუშაობის მარტივად წარმართვა, ისე საშინაო დავალებებისა და სასკოლო შეტყობინებების გაგზავნა სოციალურ ქსელში ჩართული კონკრეტული ჯგუფისთვის.

საგანმანათლებლო საიტი “ედმოდო” აშშ-ში შეიქმნა და რამდენიმე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. ის მასწავლებლების მოსწავლეებთან ურთიერთობის აქტიური საშუალებაა. “ედმოდოში” არსებობს სტანდარტული ინტერფეისი შენიშვნების შესატანად, გამოკითხვისა და ტესტირების ჩასატარებლად, ასევე, შესაძლებელია ჯგუფების შექმნა (მაგალითად, საგნობრივის), ბიბლიოთეკაში ფაილების ჩატვირთვა… გარდა ამისა, სხვა ონლაინდღიურებისგან განსხვავებით, “ედმოდო” უფასოა (იხ.https://Edmodo.com).

ჩვენი აზრით, “ედმოდოს” ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ, თუმცაღა ენის არჩევა შესაძლებელია, თავად ინტერფეისი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურადაა და ენის მცირეოდენ ცოდნას მოითხოვს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვერდზე სულ 20-30 სიტყვაა, ალბათ, ეს გადამწყვეტ ფაქტორად ვერ ჩაითვლება.

“ედმოდოს” ისტორია 2008 წელს დაიწყო. საიტის შემქმნელთა (ნიკ ბორი და ჯეფ ო’ჰარა) მიზანი იყო შეექმნათ ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ამოივსებოდა უფსკრული მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესს შორის (https://about.edmodo.com).

“ედმოდოს” მიზანია უზრუნველყოს ერთიანობა და თანამშრომლობა სასწავლო გარემოში. ის ნამდვილად ეხმარება პედაგოგებს, მოაწყონ საკლასოOოთახი თითოეული მოსწავლისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ვირტუალური საგაკვეთილო პროცესის წარსამართავი საშუალება და ის ნამდვილად გამოადგება იმ პედაგოგებს, რომლებიც ცდილობენ, ტექნიკური მიღწევები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

რას ფიქრობენ პედაგოგები სკოლებში მსგავსი სოციალური გარემოს შესახებ?

“სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად აქცია.

განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს უფასო სასწავლო-სოციალური ქსელები.

ამის საუკეთესო მაგალითია ვებგვერდი წწწ.ედმოდო.ცომ. იგი პედეგოგებს სწავლება-სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში ეხმარება. მისი ნაყოფიერად გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზე. “ედმოდო” არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოსწავლეებთან, მშობლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისათვის. იგი ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს კომუნიკაციის უნარი. სწორედ “ედმოდოა” სოციალური ქსელი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად, მოსაპოვებლად და გასაცვლელად” (ნინო სარაული, გორი, სსიპ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი).

სოციალური ქსელი Edmodo.com შექმნილიასაერთინტერესების მქონე ადამიანებისათვის, რაც ხელსაყრელია იდეების, მიღწევების გასაზიარებლად, თუნდაც არსებული პრობლემების გადასაჭრელი გზების საპოვნელად(ნინო მოდებაძე).

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ისინი, ვინც უშუალოდ მუშაობენ ამ სოციალური ქსელის ქართულ სასწავლო გარემოში დანერგვაზე:

ედმოდო” _ ეს არის უფასო საგანმანათლებლო,უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის.

“ედმოდოს” საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ბიბლიოთეკაში ფაილების ატვირთვა.მისისაშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.

მასწავლებელი ქმნის ჯგუფებს კლასებისმიხედვით და იწვევს მოსწავლეებს. იგიმთლიანად მართავს ჯგუფს. არასასწავლო მიზნებისთვის ქსელის გამოყენება გამორიცხულია.

ედმოდოსმთავარი უპირატესობა ისარის, რომ მასაქვს ტესტების შესაქმნელი მოქნილი სისტემა. მასწავლებელი ქმნის ტესტებსდა უგზავნის მოსწავლეებს. როგორც კი მოსწავლე შეასრულებს ტესტურ დავალებას,მასწავლებლის ნიშნების ჟურნალში მაშინვე აისახება მისი შედეგი.

მასწავლებელი ჯგუფში აერთიანებს მოსწავლისმშობელს, რომელიც მხოლოდ თავისი შვილისშედეგებს ხედავს და კომუნკაციას მხოლოდ მასწავლებელთან ამყარებს.

ედმოდოსმარტივი ინტერფეისი, ნაცნობიგარემო (სოციალური ქსელი) და სასწავლო მიზნებისთვის მისი გამოყენებახელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესსაღუძრავს მათ, გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, ტესტები, გაეცნონ პრეზენტაციებს, მიიღონ ჯილდოები(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენერები: ნინო მარღიშვილი, თამარ ლოსაბერიძე).

(სხვათა შორის, მასწავლებელის სახლში პერიოდულად იმართება ტრენინგებივირტულური საკლასო ოთახი Edmodo,რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაესწრონ დაინტერესებული მასწავლებლები).

ჩვენი სტატიის მიზანი რომელიმე ელექტრონული გვერდის პროპაგანდა ან რეკლამაარ ყოფილა.უბრალოდ, გვსურდა, პედაგოგებისთვის კიდევ ერთი საშუალება შეგვეთავაზებინა, რომელსაც ისინი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვისგამოიყენებდნენ. ვიმედოვნებთ, თანამედროვე საზოგადოების შიში უსაფუძვლოა და ეს (ვირტუალური სასწავლო გარემო) კი არ მოკლავს მას (არავირტუალურ სასწავლო გარემოს), არამედ განვითარებაშიდაეხმარება.და ამაში, რა თქმა უნდა, უდიდეს წვლილს ჩვენპედაგოგები შეიტანენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი