პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კრეატიულობის ინვესტიციის თეორია: იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად

მანანა ბოჭორიშვილი

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ფსიქოლოგებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება კრეატიულობის ცნების განსაზღვრისას,თუმცა არსებობს გარკვეული დებულებები, რომლებიც ყველა მათგანისთვის საერთოა. კრეატიულობა მიიჩნევა შაბლონური აზროვნების საწინააღმდეგო მიმართულებად. ეს არის ინდივიდისა და კულტურისთვის რაიმე ახლის შექმნის უნარი. იგი თავიდან გვაცილებს ბანალურ, მარტივ იდეებს და ხელს უწყობს ორიგინალური გადაწყვეტილებების ძიებასა და დაბადებას.

 

 

 

ამ საკითხის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვისას აღმოაჩენთ, რომ:

. ფსიქოლოგიაში კრეატიულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად იხმარება;

 

. ეს ცნება გულისხმობს აზროვნების პროცესის შედეგად მიღებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც სრულიად ახალია პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისთვის ან საზოგადო ცოდნის დონისთვის;

 

. ტერმინი “კრეატიულობა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creation, რაც “რაიმეს შექმნას”ნიშნავს;

 

. კრეატიულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში;

 

. ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია, თითქოსდა ჩვეულებრივსა და გასაგებ მოვლენებში რაღაც უჩვეულო დაინახოს.

 

საყოველთაოდ აღიარებულია: კრეატიულობა რომ არა, არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, მენდელეევის, არქიმედეს და სხვათა გენიალური აღმოჩენები. მათ შეძლეს, არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია დაენახათ და, აქედან გამომდინარე, დასვეს უმნიშვნელოვანესი კითხვა:

 

– რატომ?

 

კრეატიულობა შემდგომ განვითარებას სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას პოვებს. შემოქმედებითი აზროვნების საშუალებით პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და სხვადასხვა მკვლევარი(უოლს, გორდონ, ენგელფეიმერ)მისი ფაზების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს. ზოგადად, ამ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ შემოქმედებითი აზროვნების პროცესის შემდეგი ეტაპები:

  1. მომზადების ეტაპი – განსაკუთრებით გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის წარმოშობის წინა პირობას წარმოადგენს;

 

  1. მომწიფების ეტაპი – პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია;

 

 

  1. შთაგონების ეტაპი – ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა (ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);

 

 

  1. იდეის განვითარება – იდეის საბოლოო ფორმულირება და შემოწმება.

 

რა განსაზღვრავს ადამიანის კრეატიულობას? რატომ არის,რომ ზოგი მეტად კრეატიულია, ზოგი კი ნაკლებად?ჩვენ ხშირად გვგონია,რომ კრეატიული ადამიანები რაღაც იშვიათი და სხვებისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი,მაგრამ ასე არ არის.კრეატიულია პიროვნება,რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. იდეების სამყაროში ასეთი ადამიანები “პროდუქტს იაფად ყიდულობენ და მოგვიანებით ძვირად ყიდიან”.

ქვემოთ ჯერ კრეატიულობის იდეას აღვწერთ,რომელიც ინვესტიციის თეორიის სახითაა ჩამოყალიბებული, მერე კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც სწავლების დროს მოსწავლეებისა და საკუთრივ თქვენი კრეატიულობის განვითარების ხელშეწყობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

კრეატიულობის ინვესტიციის თეორია – იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად (Sternberg & Lubart,1995) – ამტკიცებს, რომ კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები კარგ ინვესტორებს ჰგვანან: ისინი პროდუქტს იაფად ყიდულობენ, მერე კი ძვირად ყიდიან.

 

პედაგოგიკასთან, სწავლების მეთოდიკასთან მიმართებით კრეატიულობაზე საუბრისას საინტერესოა იმ კორელაციის განხილვა, რაც არსებობს მასწავლებლის კრეატიულობასა და სწავლების მეთოდიკას შორის. მაშ,მოდი, განვიხილოთ კრეატიულობის ინვესტიციის თეორია – იყიდე იაფად, გაყიდე ძვირად – ჩვეულებრივ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

 

მახსოვს, 2001 წელი იდგა. საქართველოს სკოლებში სკოლის ბაზაზე პედაგოგების პროფესიული განვითარების სემინარები ტარდებოდა. სკოლები სკოლის განვითარების პროექტებზე მუშაობდნენ. მთელ რიგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს განვიხილავდით… ერთ-ერთმა სოფლის მასწავლებელმა (სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მახსოვს) მოკრძალებით გაგვიზიარა თავისი გამოცდილება. მან აღნიშნა:

 

“მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ ბუნებისმცოდნეობის სწავლებას, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, რა რთულია ამ საგნის სახელმძღვანელოები- ტექსტები დიდია, ილუსტრაცია – ცოტა, კითხვები – რთული…მოსწავლეები ითრგუნებიან,მე კი ეს ძალიან მადარდებს. ამაზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი. ბოლოს მე თვითონ მოვიფიქრე სავარჯიშოები და გაკვეთილების გახალისება ვცადე. ერთ მაგალითს მოიყვან:მე-4 კლასის ბუნების წიგნში არის გაკვეთილი “ტყე”. ამ პარაგრაფში განმარტებულია ტყის ცნება, აღწერილია ტყის ტიპები, მისი იარუსები და ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული კვებითი კავშირები. ტექსტი დიდია, რთული და ილუსტრაციებით ღარიბი. ერთ საღამოს სახლს ვალაგებდი, ჩემი შვილიშვილის ალბომი მაგიდიდან ავიღე და თაროზე დავდე.უცებ იდეა დამებადა:ავიღე ჩვეულებრივი თაბახის ფურცლები,თითოეულ მათგანზე ჩვეულებრივი ფანქრით დავხატე ნაძვის ან მუხის კონტური,ავიღე ჩემი შვილიშვილების ალბომი “გავაფერადოთ”,რომელშიც ასევე კონტურული ნახატები იყო – ფრინველებისა, ცხოველებისა, ყვავილებისა, ბუჩქებისა – და სკოლაში წავიღე. ხატვის გაკვეთილზე მოსწავლეებს გავაფერადებინე, შრომის გაკვეთილზე გამოვაჭრევინე და მეორე დღისთვის შევინახე.

მეორე დღეს ბუნების გაკვეთილზე ერთმანეთს მივადგი ორი მერხი, ჩემი შვიდივე მოსწავლე ერთად დავსვი და “ტყის გაშენება”დავავალე. მივეცი წინა დღეს გაფერადებული და გამოჭრილი მასალები, კედლის გაზეთისთვის შეძენილი დიდი ფორმატის ქაღალდი, ფქვილისა და წყლისგან ჩემივე ხელით მომზადებული წებო და მოსწავლეები “ტყის გაშენებას” შეუდგნენ: ჯერ ხეები”დარგეს” (დააწებეს), მერე ბუჩქები, ყვავილები და სოკოები მოისაკლისეს და ხელით მიახატეს აქა-იქ. ბოლოს ჯერი ფრინველებსა და ცხოველებზე მიდგა. ხეზე დაასკუპეს კოდალა, შაშვი,ბულბული… ერთ ყველაზე დიდ ხეს მიაწებეს ფუღურო, საიდანაც ციყვი იყურებოდა. არც ჩიტის ბუდე დავიწყებიათ… ძლივს შეურჩიეს ადგილი ირემს, კურდღელი ბუჩქთან დაასკუპეს, მელია კი ხეს ოსტატურად ამოაფარეს… ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სერიოზული დისკუსია გამართეს: უნდა ყოფილიყო თუ არა”მათ” ტყეში მგელი.ბოლოს ერთი გოგონას იდეამ გაიმარჯვა და მგელს ტყის განაპირას მხოლოდ თავი შემოაყოფინეს… ცა ცისფრად გააფერადეს,მზე მიახატესმაკეტი კედელზე გავაკარით და იმ დამოკიდებულებაზე ვიმსჯელეთ, რაც ამ მაკეტიდან ჩანდა. არავის გასჭირვებია იმის გაგება, როგორია ციყვის, კოდალას, მელიას საბინადრო გარემო.ისიც კარგად გაიგეს, რომ პეპელას ყვავილი კვებავს, ფრინველი პეპლებით იკვებება, მელია კი ფრინველებით და ა.შ.

 

ბოლოს ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი და ვიმსჯელეთ, რა მსგავსება და რა განსხვავება იყო წიგნში აღწერილ და ჩვენ მიერ გაკეთებულ ტყის მაკეტებს შორის”.

მონათხრობმა სემინარის ყველა მონაწილე აღგვაფრთოვანა, მაგრამ პედაგოგმა დასძინა,ეს ყველაფერი არ არისო.სიჩუმე ჩამოვარდა. მან განაგრძო: “მალე მთელმა სკოლამ შეიტყო მეოთხეკლასელების თვალსაჩინოების შესახებ და შესვენებებზე მაკეტს ბევრი დამთვალიერებელი გამოუჩნდა… 4-5 გაკვეთილის შემდეგ წიგნში მოდის თავი “ტყის დაცვის წესები”,სადაც ერთაბზაციანი ზოგადი ტექსტის შემდეგ ტყის დაცვის 12 წესია მოცემული. მათი დასწავლა მოსწავლეებს ძალიან უჭირთ…როდესაც ამ გაკვეთილამდე მივედით, დილით მოსწავლეებზე ადრე შევედი საკლასო ოთახში, ტყის მაკეტიდან ფრთხილად ავიღე ერთი ხე თავისჩიტებიან-ციყვებიანად, დავდე იატაკზე და ოთახიდან გავედი… ზარი დაირეკა. საკლასო ოთახში შესულს დიდი ჩოჩქოლი დამხვდა – მომახსენეს, ტყე გაგვიფუჭესო.ძალიან წუხდნენ… ვინმესთვის ბრალი რომ არ დაედოთ,ვაღიარე, მე გავაკეთე-მეთქი, მათი ემოციური მუხტი კი დისკუსიაში გადავზარდე – დავსვი კითხვა:

 

– როგორც თქვენ აღელდით, ასე ხომ არ ღელვს ბუნება, როცა ტყე იჩეხება?

 

ვიმსჯელეთ, რომელი ცოცხალი ორგანიზმი დააზარალა ხის მოჭრამ და ერთად შევიმუშავეთ ტყის დაცვის წესები.ეს წესები ფორმატზე ფლომასტერით ჩამოვწერე და მაკეტის გვერდით გავაკარი. “მოჭრილი ხე” თავის ადგილზე დავაბრუნეთ, მერე კი ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი და ვიმსჯელეთ, რა მსგავსება და რა განსხვავება იყო წიგნში აღწერილ და ჩვენ მიერ შექმნილ ტყის დაცვის წესებს შორის”.

თვალი მივადევნოთ ამ ნარატივში პედაგოგის აზროვნების პროცესს.

როგორც ვხედავთ, აქ ძალიან საინტერესოა პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პროცესი. მასწავლებელმა, რომელსაც დიდი ხნის (წლების)განმავლობაში აწუხებდა პრობლემა, არაცნობიერად იმუშავა მის გადასაჭრელად,გარკვეული ხნის შემდეგ კი მოულოდნელ ვითარებაში დაებადა აზრი სწავლების იმგვარი მეთოდიკის თაობაზე, რომლის შესახებაც ზემოთ გიამბეთ.

 

მაინც, რა მოხდა?

 

დავიწყოთ თავიდან:

1. ყველაფერი პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობით დაიწყო (მომზადების ეტაპი – განსაკუთრებით გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის წარმოშობის წინა პირობას წარმოადგენს);

2. შემდეგ დაიწყო პრობლემის გარშემო უზარმაზარი ძიებითი მუშაობა; შედეგად პიროვნებაში განწყობის სახით ჩამოყალიბდა ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ყველა გარეგანი შთაბეჭდილება პრობლემის გადაჭრის გარშემო შემოიკრიბა (მომწიფების ეტაპი – პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია);

3. შემდეგ პედაგოგმა შეიცვალა ამოცანის ხედვა და პრობლემური სიტუაცია გადაასტრუქტურა, რადგან პრობლემის გადასაწყვეტად მთავარი ფუნქციური ნიშანი იპოვა (შთაგონების ეტაპი – ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა – ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);

4. ბოლოს პედაგოგმა იდეა განახორციელა ანუ მოხდა იდეის განვითარება – მისი საბოლოო ფორმულირება, ხორცშესხმა, განხორციელება და შემოწმება.

ახლა კი თვალი მივადევნოთ პროცესს: რამ განაპირობა პედაგოგის კრეატიული მუშაობა?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ პედაგოგმა შეძლო ანალიტიკური, სინთეზური და პრაქტიკული უნარების გამოყენება და წონასწორობის დაცვა. კრეატიული მუშაობა კი ანალიტიკური, სინთეზური და პრაქტიკული უნარების გამოყენებასა და მათ შორის წონასწორობის დაცვით მიიღწევა (შტერნბერგი, 1985; შტერნბერგი და ლუბარტი, 1995; შტერნბერგი და ვილიამსი, 1996).

 

ვცადოთ, თანამიმდევრულად განვმარტოთ თითოეული მათგანი: სინთეზური, ანალიტიკური და პრაქტიკული აზროვნება.

 

სინთეზური აზროვნების უნარი ისაა, რასაც ჩვენ,ჩვეულებრივ, კრეატიულობას ვუწოდებთ. ეს ახალი და საინტერესო იდეების წარმოშობის უნარია. ხშირად ადამიანი, რომელსაც კრეატიულს ვუწოდებთ, განსაკუთრებით კარგი სინთეზური აზროვნების უნარის მქონე პიროვნებაა, რომელიც საგნებს შორის ისეთ კავშირებს ამჩნევს,რომლებსაც სხვები სპონტანურად ვერ ხედავენ.

 

ანალიტიკური აზროვნების უნარს, ჩვეულებრივ, კრიტიკული აზროვნების უნარად მიიჩნევენ. ადამიანი, რომელსაც ეს შეუძლია, იდეებს ანალიზებს და ფასებს. ყველას, თვით ყველაზე კრეატიულ პიროვნებასაც კი, აქვს უკეთესი და უარესი იდეები. კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნების გარეშე კრეატიულ ადამიანს ცუდი და კარგი იდეების დამუშავების თანაბარი შანსი ექნებოდა. ის ანალიტიკური აზროვნების უნარს იმისთვის იყენებს, რომ კრეატიული იდეის მნიშვნელობა შეაფასოს.

 

პრაქტიკული აზროვნების უნარი ადამიანს აძლევს საშუალებას, თეორია – პრაქტიკად, აბსტრაქტული იდეები კი პრაქტიკულ მიღწევებად გარდაქმნას. ინვესტიციის თეორიის მნიშვნელობა ის არის,რომ კარგი იდეები თავიანთთავს ვერ ყიდიან,კრეატიული ადამიანი კი პრაქტიკულ უნარებს იმისთვის იყენებს, რომ სხვები იდეის ღირებულებაში დაარწმუნოს. მაგალითად, ყველა ორგანიზაციას აქვს იდეები იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს ზოგიერთი პროცესის ან პროდუქტის დუბლირება. იმისთვის, რომ ასეთ ორგანიზაციებს ახალი პროცედურა შესთავაზოთ, თქვენ მას იდეა უნდა მიჰყიდოთ და დაარწმუნოთ, რომ ის ძველს სჯობია. პრაქტიკული უნარი პოტენციური აუდიტორიის მქონე იდეების ამოსაცნობადაც გამოიყენება.

 

მოცემული განმარტებების ინტერპრეტაციის შედეგად შესაძლოა შემდეგი რეალობა მივიღოთ: პიროვნებამ, რომელსაც მხოლოდ სინთეზური აზროვნება შეუძლია, შეიძლება ინოვაციური იდეები გამოიმუშაოს, მაგრამ ისინი ვერ იცნოს, ან ვერ “გაყიდოს”;ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ანალიტიკური უნარები აქვს, შეიძლება სხვისი იდეების ძალიან კარგი კრიტიკოსი იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ,თავად ვერ წარმოშობს კრეატიულ იდეებს;მხოლოდ პრაქტიკული უნარის მქონე ადამიანი, შესაძლოა, არაჩვეულებრივი “გამყიდველი” იყოს – დიდიაალბათობ, მან ისევე კარგად “გაყიდს” მცირე ან ნულოვანი ღირებულების მქონე იდეებან პროდუქტებ, როგორც ნამდვილად კრეატიულებ.

აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, მივიღოთ პასუხი კითხვაზე: როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარებას?

 

მასწავლებელთა უმრავლესობას სურს, თავის მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარებას შეუწყოს ხელი, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის დარწმუნებული,რომ მათ მიერ რჩეული სტრატეგია სწორია.

რჩევა მასწავლებლის პოზიციის თაობაზე

რჩევა მასწავლებლის ქმედების თაობაზე

რჩევა მასწავლებლის შეფასების თაობაზე

რჩევა იმის თაობაზე, რისი დაშვებაა აუცილებელი

შესთავაზეთ

მოსწავლეებს

მისაბაძი

მაგალითი    

             

           

ეჭვით

შეხედეთ

ვარაუდებს  

ასწავლეთ

და შეაფასეთ

კრეატიულად          

დაუშვით

ორაზროვნება

განავითარეთ

თქვენი

ეფექტურობა

ჩამოაყალიბეთ

პრობლემები

და ხელახლა

განსაზღვრეთ

ისინი

დააჯილდოეთ

კრეატიული

იდეები

და
პროდუქტები

დაუშვით შეცდომები

გაითვალისწინეთ

სხვა შეხედულებებიც

ხელი

შეუწყვეთ

იდეების

წარმოშობას

წაახალისეთ

გონივრული

რისკი

ხელი
შეუწყვეთ

თვითმოწესრიგებას

ხელი

შეუწყვეთ

კრეატიულ

თანამშრომლობას

დააკავშირეთ

ერთმანეთთან

და უფრო
ნაყოფიერი გახადეთ იდეები           

გადაავადეთ

დაჯილდოება         

           

აღიარეთ

ადამიანისა

და გარემოს

ურთიერთკავშირი

გაიზარდეთ

კრეატიულად           

დაუთმეთ

დრო კრეატიულ

აზროვნებას 

გამოუმუშავეთ

მოსწავლეებს

პასუხისმგებლობის

გრძნობა        

დაუშვით

აზარტი

კრეატიულობის

ქადაგება

დაადგინეთ

და გადალახეთ

წინააღმდეგობები           

აქცენტი

სიძლიერეზე

გააკეთეთ     

დაუშვით

სტიმულის

გამომწვევი

გარემო



“კრეატიულობის ინვესტიციის თეორიის” ავტორი გვირჩევს: მას შემდეგ, რაც კრეატიულობის განვითარების ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკებს დახვეწთ და ყოველდღიური სწავლების ნაწილად აქცევთ, დაიწყეთ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება. გახდით ცვლილებების ინიციატორი, მოუყევით ამის შესახებ კოლეგებს, მეგობრებს, ადმინისტრატორებს, სკოლის დირექტორს და უთხარით, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრეატიულობის განვითარება. გამოიყენეთ კრეატიული მოსწავლეების ნამუშევრები (განსაკუთრებით – იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ტრადიციული აკადემიური უნარების ნიჭით არ არიან დაჯილდოებულნი) და კრეატიული სწავლებით გამოწვეული ცვლილებების დემონსტრირება მოახდინეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი