შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბიჰევიორიზმის კონცეფცია და მისი გამოყენება სწავლებაში

ჯ. უოტსონის, ჯ. ლოკის, ა. თორნდაიკის, ა. სკინერის, ა. ბანდურას მოძღვრებათა მიხედვით

თემის მიზანი: შემუშავებულ იქნეს მკაფიო რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბიჰევიორიზმის თეორიის კლასიკოსების ნააზრევი კვლევითი, კვლევით-ექსპერიმენტული და ინოვაციური გაკვეთილების ჩატარების დროს; როგორ მოვახერხოთ მოსწავლეებთან თანამშრომლობითი მუშაობა ფიზიკაში პრაქტიკული და პრაქტიკულ-ექსპერიმენტული მუშაობისას ფიზიკის ერთი ამოცანის შედგენისა და განხილვის საფუძველზე.

 

ბიჰევიორიზმისთვის ცენტრალურია დასწავლის პრობლემა, რომელიც მოიცავს ქცევის ფორმათა ფართო სპექტრს: ცოდნა, უნარ-ჩვევები, მორალური პრინციპები, მანერები და ა. შ. დასწავლის ბიჰევიორული თეორიის ფილოსოფიური საფუძველია. ჯ. ლოკის კონცეფციის მიხედვით, ადამიანის ქცევა, აზროვნება, გრძნობები გარემოს გავლენით ყალიბდება. იგივე შეხედულებები აქვს ჯ. უოტსონს, რომლის თანახმად, „ადამიანები იბადებიან შეზღუდული რაოდენობის რეფლექსებით“. უოტსონი განმარტავს რომ „ქცევა არის ორგანიზმის რეაქცია გარეგან ზემოქმედებაზე – სტიმულზე“. ამიტომ ამ მოძღვრებას „სტიმულ-რეაქციის თეორიასაც“ (S-R) უწოდებენ.

ადამიანის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასწავლას.

ადამიანის თავისებურებანი მთლიანად ცხოვრებისეული გამოცდილებით განისაზღვრება და შეიძლება ითქვას რომ მემკვიდრეობითი ფაქტორი დასწავლისას არაფერ შუაშია. ამის გამო უოტსონის თეორიას უწოდებენ ინვაირომენტალიზმს.

 

თორნდაიკის ეფექტისა და მზაობის კანონი

ეფექტის კანონი: სტიმულზე რეაქციის შედეგებს მივყავართ დასწავლამდე ან არდასწავლამდე. დასწავლა ხორციელდება მაშინ, როდესაც ქცევა დადებითი შედეგით მთავრდება. მაგალითად, აკმაყოფილებს მოსწავლის რომელიმე მოთხოვნილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დასწავლა არ ხდება.

მზაობის კანონი არკვევს, რატომ არის დასწავლა ზოგ შემთხვევაში ადვილი და ზოგ შემთხვევაში ძნელი. მოსწავლის მზაობა განსაზღვრავს დასწავლის ხარისხს.

სკინერის თანახმად, ქცევა კონტროლდება და განმტკიცდება მისი შედეგებით, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევს:

* ახალი ქცევის ფორმირებას;

* უკვე არსებული სასურველი ქცევდდის განმტკიცებას;

* უარყოფითი ქცევის შესუსტებას;

* სასურველი ქცევის ბუნებრივ პირობებში გამოვლენის ხელშეწყობას (მაგალითად, ფიზიკის გამოცდისათვის მოსწავლე ბეჯითად ემზადება და იღებს შეფასებას „10 ქულა“. დიდი ალბათობით, ის გააგრძელებს ბეჯითად სწავლას).

ქცევა შეიძლება გაკონტროლდეს დასჯით ან განმტკიცებით. დასჯის მიზანია, ვაიძულოთ ადამიანი არ მოიქცეს ამგვარად.

 

სოციალური დასწავლის თეორია. (ალბერტ ბანდურა)

ბანდურამ გააფართოვა დასწავლის თეორიის დიაპაზონი და შექმნა სოციალური დასწავლის თეორია. ეს თეორია ცდილობს სოციალური დასწავლა ახსნას მიბაძვით და ქცევის მართვაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს აზროვნებას.

ადამიანები სწავლობენ არა მარტო საკუთარი ქმედების შედეგებზე დაყრდნობით (სკინერის ოპერანტული განპირობების თეორია), არამედ აკვირდებიან სხვათა ქცევას და ბაძავენ მათ. სკინერის აზრით, დასწავლა ხორციელდება მიბაძვის გზით. მასში ჩართულია ოთხი განსხვავებული პროცესი: 1. ყურადღების, 2. დამახსოვრების, 3. აღდგენის და 4. მოტივაციური.

ტერმინი „მოდული“აღნიშნავს როგორც რეალურ ადამიანს (პირს), რომლის ქცევასაც ვაკვირდებით დასწავლის მიზნით, ასევე სიმბოლოს (ფილმის, ლიტერატურული ნაწარმოების გმირები და ა. შ.).

სიმბოლური მოდელები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რეალური.

სოციალურ-კოგნიტიური თეორიის ცოდნა დიდ დახმარებას უწევს პედაგოგებს. თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში შეისწავლოს მოსწავლის ქცევა, აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტური ხერხები საჭირო ქცევის დაუფლებისთვის.

სწავლა ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ურთულეს ფორმას წარმოადგენს. მეცნიერები მას საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ და იკვლევენ დღესაც. არსებობს მრავალი ალტერნატიული თეორია, რომლებიც ამ პროცესის ახსნას ცდილობს.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება დასწავლის ბიჰევიორისტული თეორია. სწავლებისადმი კოგნიტიური და ჰუმანისტური მიდგომები. ამჟამად ამ სამ თეორიას განიხილავენ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა განათლებაზე.

მიბაძვით კეთების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია მოცემული წინაღობების საშუალებით სასურველი წინაღობის სქემის აწყობა. მის თითოეულ უბანზე ფიქსირებული ძაბვის პირობებისთვის დენის ძალისა და ძაბვის განაწილების დადგენა თეორიული გათვლებით, შემდგომ – მიღებული შედეგების შემოწმება პრაქტიკულად. ანალოგიური შინაარსის ამოცანები განვიხილეთ მოსწავლეებთან (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბღის საჯარო სკოლის X კლასში), რამაც მათი მაღალი ინტერესი გამოიწვია.

ელექტრობაში მუდმივი დენის კანონების თეორიული დასკვნების შესამოწმებლად, პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად გვაქვს თვითნაკეთი სტენდი, რომლის სქემაც მოცემულია 1-ელ ნახატზე. წრედის A და B წერტილებზე შეიძლება ჩავრთოთ წინასწარ აწყობილი სქემა და შევამოწმოთ თეორიული გათვლები.

განვიხილოთ ამოცანა:

ნახ. 1

 

გვაქვს 5 ომი და 3 ომი წინაღობის გამტარები. მოიფიქრეთ მათი შეერთების სქემები ისე, რომ მიიღოთ 12,5 ომი წინაღობა. როგორი იქნება დენის ძალებისა და ძაბვათა განაწილება თქვენ მიერ შედგენილი სქემის თითოეულ წინაღობაზე (უბანზე), თუ სქემის ბოლოებზე მოვდებთ 10 ვ ძაბვას? ჯერ იანგარიშეთ თეორიულად, შემდგომ თქვენი გამოთვლები შეამოწმეთ პრაქტიკულად.

შენიშვნა: ამჟამადაც და ადრინდელ სახელმძღვანელო წიგნებსა თუ დამხმარე ამოცანათა კრებულებშიც ამ თემის შესაბამისი ამოცანებისთვის წინასწარ იყო მოცემული სქემა და მოსწავლეს ევალებოდა, ეპოვა სქემის შესაბამისი წრედის საერთო წინაღობა, შემდგომ კი თითოეულ წინაღობაში დენის ძალისა და ძაბვის განაწილება. ამოცანა არ ითხოვდა შედეგების პრაქტიკულ შემოწმებას.

ამოხსნა: ამოცანას აქვს მოცემული წინაღობათა გამოყენებით სქემის აწყობის მრავალი ვარიანტი. რამდენიმე მათგანი შეიძლება აიწყოს ქვემოთ მოცემული ჯამების შესაბამისად.

  1. 12,5= 12+0,5=3*4 +
  2. 12,5= 5 + 6 +1,5=5+3*2 +
  3. 12,5=10+2,5=5*2 +
  4. 12,5=6+1+5,5=3*2 + + = 3*2 +  +  
  5. 12,5=8+4,5=5+3 +

კიდევ არსებობს გამტართა შეერთების საინტერესო ვარიანტები.

განმარტება: 12,5 ომი წინაღობა ისეა დაშლილი, რომ ის მიიღება 3 და 5 ომი წინაღობების კომბინაციით ამასთან, მაგალითად, 3*4 – ნიშნავს, რომ 3-ომიანი წინაღობის ოთხი გამტარი შეერთებულია მიმდევრობით.  =  – უნდა გვესმოდეს, რომ 5 ომი, 3 ომი და 3 ომი წინაღობები შეერთებულია მიმდევრობით და ასეთივესთან პარალელურად.  ნიშნავს, რომ 3-ომიანი სამი წინაღობა შეერთებულია პარალელურად და ა. შ.

მოცემული შინაარსის ამოცანის ამოხსნისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი. მასწავლებელმა ნიმუშად თვალსაჩინოდ უნდა ააწყოს რომელიმე სქემა, აუხსნას მოსწავლეებს კვანძის წერტილები, შეერთების კანონები. მაგალითად, ავაწყოთ სქემა -2 ჯამის შესაბამისად

ნახ. 2                                                  

თუ ასეთი სქემის ბოლოებზე მოვდებდით 10 ვ ძაბვას, მაშინ წრედში დენის ძალა იქნებოდა

I=  =

ამიტომ R1 =5 ომი, R2=R3=3 ომი წინაღობებში დენის ძალა იქნება I1=I2=I3=I=0,8ა-ს. ძაბვა თითოეული წინაღობის ბოლოებზე V1=4ვ, V2=2,4ვ, V3=2,4ვ. R4=3ომი და R5=3ომი წინაღობებიდან თითოეულში დენის ძალა იქნება I4=I5= =0,4ა. ძაბვა ამ გამტართა ბოლოებზე V4= V5=1,2 ვ-ს. ასეთია თეორიული გათვლების შედეგი.

მიღებული შედეგების პრაქტიკული შემოწმებისათვის ნახ. 2-ის შესაბამის სქემას ვრთავთ სტენდის A და B წერტილებზე. მასწავლებელი ასწავლის მოსავლეებს სტენდის თითოეული ხელსაწყოს მნიშვნელობას, ძაბვის რეგულირების მექანიზმს R-პოტენციომეტრის საშუალებით. წრედის სასურველი ძაბვის პირობებში ჩართვის შემდგომ ამოწმებს მისი პრაქტიკული გათვლების სისწორეს.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: თქვენ მიერ მოფიქრებული ჯამის შესაბამისად შეადგინეთ წინაღობათა სქემა. შეასრულეთ საჭირო თეირიული გათვლები და შეამოწმეთ მათი სიზუსტე. ასეთ სამუშაოს ხალისით ასრულებენ მოსწავლეები, ასსრულებენ მასწავლებლის ანალოგიურ ქმედებებს და მიდიან სასურველ შედეგამდე. მასწავლებელი ამ დროს პასიურ როლშია, ის შემოიფარგლება დაკვირვებით და უზუსტობის შემთხვევაში აძლევს მითითებებს.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელს აქვს საშუალება. დაადგინოს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, შეაფასოს მისი ნააზრევი, სამუშაოს შესრულების ხარისხი, პრაქტიკული მუშაობის უნარი და დასვას შესაბამისი შეფასება.

 

ანოტაცია

თემის შესავალში განხილულია ბიჰევიორიზმის კლასიკოსთა კონცეფციები, მათი შეხედულებები დასწავლაზე. განხილულია: ა) თორნდაიკის ეფექტისა და მზაობის კანონი; ბ) სკინერის მიხედვით ქცევის კონტროლისა და განმტკიცების გზები; გ) აღწერილია ბანდურას სოციალური დასწავლის თეორია.

ნაშრომის არსი ისაა, თუ როგორ ვიყენებ ბიჰეივიორიზმის კლასიკოსთა ნააზრევს კვლევითი, კვლევით-ექსპერიმენტული და ინოვაციური გაკვეთილების დროს, როგორ ვახერხებ მოსწავლეებთან თანამშრომლობით მუშაობას.

თემაში განხილულია, როგორ უნდა შეძლოს მოსწავლემ მოცემული წინაღობების საშუალებით სასურველი წინაღობის მიღება (ასეთი შინაარსის ამოცანა არ არის ფიზიკის არცერთ სახელმძღვანელოში). თემაში მოყვანილია ასეთი ამოცანის შესრულების ნიმუში, სასურველი წინაღობის ცნობილი წინაღობების ჯამის სახით გამოსახვის შესახებ, შემდგომ კი – ამ ჯამის საშუალებით ელექტრული სქემის შედგენისა და წრედში (ფიქსირებული ძაბვის შემთხვევაში) მისი ჩართვის ტექნოლოგია. საწყის ეტაპზე ეს კეთდება მასწავლებლის მიბაძვით: წრედის შედგენის შემდეგ ჯერ თეორიული გათვლებით დგინდება წრედის თითოეულ წინააღმდეგობაზე დენის ძალისა და ძაბვების განაწილება, შემდეგ ეს დასკვნები მოწმდება პრაქტიკულად.

 

ლიტერატურა:

  1. მელიქიშვილი მ., „ბიჰეივიორიზმი“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012
  2. მელიქიშვილი მ., „დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012
  3. ბერძენიშვილი ც., „კონსტრუქტივიზმი“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2012
  4. Dewey J., „Experience and Education“. New York, Macmillan. 1938
  5. Bandura A., “Social foundation of thought and action. A Social – Gagnetivi view, Eneeipood ciift“. 1986

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი