შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დეფექტური და არასრულფასოვანი ცოდნა და გონებრივი აქტივობის სქემები

პირველი ნაწილი

ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ფილოლოგების მთავარ ყურადღებას იდეალური ტექსტი იპყრობდა. ცხადია, მოთხოვნა ნათელ, კომუნიკაციურ და ეფექტურ ტექსტზე მაშინაც დიდი იყო. ასეთი ტექსტები მხოლოდ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებისთვის, ანდა რომელიმე სხვა საგნის შესასწავლად არც მაშინ ყოფილა განკუთვნილი და არც ახლაა ასე. ისინი ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვისას გვახსენებენ თავს და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ამ ინფორმაციის გააზრების პროცესში იძენენ.

ინფორმაციის გადაცემისას უმეტესად გვხვდება ტექსტები, რომლებსაც არ აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ხასიათი და განისაზღვრება როგორც დეფექტიანი, ანორმატიული, დევიანტური, ანომალიური. მათ აღსანიშნავად ყველაზე ფართოდ გამოიყენება შესიტყვება „დეფექტური ტექსტი” (აქედან: ტექსტის დეფექტაცია). ასეთ ტექსტებს აქვს ლოგიკურ-სტრუქტურული, ემოციურ-შეფასებითი სტრუქტურის და სხვ. ფორმის დეფექტები (ასეთებია, მაგალითად, სარეკლამო ტექსტები, სადაც უმთავრესად გვხვდება ტექსტის შეუსაბამობა კანონდებლობასა და მორალურ-ეთიკურ კანონებთან, მარკეტინგულ მოთხოვნებსა და კულტურის ნორმებთან; მხატვრულ და საქმიან ტექსტებთან ვაწყდებით თარგმანის, იურიდიულ-ლინგვისტური ენის (კონფლიქტოგენურ), კომუნიკაციურ (მაგ., ჰარმონია-დისჰარმონიის ტიპის), სიტყვის კულტურისა და ფსიქოლინგვისტურ დეფექტურ ტექსტებს, რომლებიც აქცენტს სვამენ პიროვნულ თვისებებზე, შემეცნებაზე; მეთოდიკისა და პედაგოგიკის დარგში გვხვდება ისეთი დეფექტური ტექსტები, რომლებიც ტექსტებს იყენებს როგორც დიდაქტიკურ მასალას, როგორც მოსწავლის დეფექტური ცოდნის გამოვლენის საშუალებას და ა.შ.). 

ვრცლად 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი