პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 სასწავლო გარემო და   თვითრეგულირებადი ქცევის წესების ჩამოყალიბება

მასწავლებელი ხელს უწყობს უსაფრთხო, ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი, კეთილგანწყობილი, სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.

სასწავლო გარემო ფართო ცნებაა, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს:

  • მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობები;
  • დამკვიდრებული ღირებულებები და წესები;
  • ფიზიკური გარემო.

მასწავლებლის მოვალეობაა, ისეთი საკლასო გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება მათ ქცევის თვითრეგულაციაში. კლასში წამყვანი მასწავლებელია, მაგრამ კლასის მართვაში გასათვალისწინებელია მოსწავლის პასუხისმგებლობაც. მოსწავლეთა პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევაზე სხვადასხვა ტერმინი უკავშირდება. ამ ტერმინებს შორისაა თვითდისციპლინა, თვითმენეჯმენტი, თვითრეგულაცია, თვითკონტროლი და სხვა. რა სახელითაც არ უნდა მოვიხსენიებდეთ ამ ცნებას, საკითხის არსი არ იცვლება: მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ქცევაზე, რომ მათ სჭირდებათ დახმარება, რათა შეძლონ საკუთარი ქცევის  თვითრეგულაცია და კონტროლი.

იმისათვის რომ მოსწავლეებმა ქცევის წესები სისტემატურად დაიცვან და შეასრულონ , მასწავლებელმა სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას უნდა მიმართოს.  წაახალისოს დადებითი ქცევა შექებით. მასწავლებლის მხრიდან ქცევაზე პოზიტიური კომენტარი სხვა მოსწავლეებსაც უბიძგებს მსგავსი ქცევის განხორციელებისაკენ შექების მოლოდინით. ასევე აუცილებელია, მასწავლებელმა განსაზღვროს ქცევის დარღვევაზე რეაგირების ფორმები. წესების დარღვევის გამო, მოსწავლეთა დასჯისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლები. წესების დარღვევაზე მასწავლებლის რეაგირება მოსწავლეების მიერ უნდა აღიქმებოდეს როგორც დამსჯელი მექანიზმი , მაგრამ სამართლიანი და ადეკვატური.

დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა;  ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა ;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება;

დ) თანამშრომლობის პრინციპი .

V კლასში  დამრიგებლობის  ერთწლიან მუშაობაზე დაკვირვებამ საშუალება მომცა,  მეფიქრა მეექვსე კლასიდან კლასის მართვის ახლებური მენეჯმენტის შესახებ, რომლის მიზანიც იქნებოდა თვითრეგულირებადი ქცევების ჩამოყალიბება. ეს საქმიანობა საერთო ძალისხმევას საჭიროებდა და ყველა მოსწავლეს ჩააყენებდა სიტუაციაში,  ემართათ საკუთარი ქცევა.  წლის დასაწყისში  გავაცანი მოსწავლეებს მოსწავლეთა ქცევის კოდექსით და სკოლის შინაგანაწესით  განსაზღვრული მათი უფლებები და მოვალეობები. კლასი იყო მრავალრიცხოვანი, რის გამოც ხდებოდა ქცევის წესების დარღვევა საგაკვეთილო პროცესში. კლასის კრებაზე    განვახორციელე შემდეგი აქტივობა:   მოსწავლეებს ვთხოვე, თაბახის ფურცელზე მიეწერათ    თითო მავნე ჩვევა, რომელიც ხელს უშლიდა საგაკვეთილო პროცესს.  შედეგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. წავიკითხეთ ფურცლებზე ჩამოწერილი მავნე ჩვევები. ერთნაირი შინაარსის  გავაერთიანეთ, მივუსადაგეთ თითოეულ მავნე ჩვევას მოსწავლეთა ეთიკის კოდექსიდან შესაბამისი მუხლები ( ცხრილი #1).   გავაკეთეთ, ცხრილი  გამოვაკარით საკლასო ოთახში.  დავიწყეთ მავნე ჩვევებზე დაკვირვება და ყოველდღიურად ვინიშნავდით, მეორდებოდა თუ არა იგივე მავნე ჩვევა.   ამ დაკვირვებამ შედეგი გამოიღო. მივაღწიეთ მიზანს და მავნე ჩვევების გამეორების სიხშირე თანდათანობით საგრძნობლად შემცირდა.

მავნე ჩვევები   ( ცხრილი#1)

# მავნე ჩვევები მეორდება არ მეორდება მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
1 გაკვეთილზე:  ა) საუბარი                მუხლი 7.

5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

  ა) თამაში    
  ბ) საღეჭი რეზინის გამოყენება    
  გ) ქაღალდების სროლა    
  დ) ჭამა    
  ე) გადაძახილი    
  ვ) ჭიკარტების სკამზე დადება    
2 გაკვეთილების დატოვება                   მუხლი 7.

8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

3 გაკვეთილზე : ა)მობილურის გამოყენება:               მუხლი 7.

4.მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს არასასწავლო მიზნით.

  ბ) მესიჯების წერა;    
  გ) მუსიკის მოსმენა    
4 ერთმანეთის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.                მუხლი 5.

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს. თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისაგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

5 მასწავლებლის შეურაცხყოფა და დაცინვა                მუხლი 4.

მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

6 საკლასო ოთახის დანაგვიანება და საკლასო ინვენტარის მოუფრთხილებლობა.               მუხლი7.

9.მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

7 გაკვეთილების მომზადების  ან სასწავლო ნივთების გარეშე სკოლაში გამოცხადება               მუხლი 7.

2.გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

 

იმისათვის რომ  თავად ეზრუნათ საკლასო გარემოზე, დაეცვათ მოსწავლის ქცევის წესები,  შედგა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის სოციალური თანხმობა , თავად განეხორციელებინათ ყოველდღიური მონიტორინგი.  მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ნდობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩამოყალიბდა მათი ინიციატივების მხარდამჭერი გარემო.

თავდაპირველად მოსწავლეთა კონტინგენტი დავყავით ხუთ ჯგუფად. ჯგუფებში გაერთიანება მოხდა მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მაქსიმალურად დავიცავი გენდერული თანასწორობაც. მონიტორინგის თითოეულმა ჯგუფმა აირჩია პასუხისმგებელი მონიტორი.  ჯგუფებს დაევალათ კვირის დღეების მიხედვით, კვირაში ერთხელ ეზრუნათ საკლასო გარემოზე, რათა საგაკვეთილო პროცესი წარმართულიყო  კეთილმოწყობილ და თბილ გარემოში.

ერთობლივად  შევიმუშავეთ  მონიტორინგის ( მორიგეობის) ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები:

მონიტორინგის ჯგუფის  ფუნქციები და  მოვალეობები

 

  1. ჯგუფის წევრები ცხადდებიან სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და აწესრიგებენ საკლასო გარემოს;
  2. აღრიცხავენ პირველ გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრებასა და  დაგვიანებას. მომდევნო გაკვეთილებზე დაგვიანებულ მოსწავლეებს.  ჯანმრთელობის გაუარესების გამო ან ოჯახური პირობების გამო განთავისუფლებულ მოსწავლეებს;
  3. ზრუნავენ საგაკვეთილო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე საკლასო გარემოს სისუფთავეზე და ჰიგიენური-სანიტარული ნორმების დაცვაზე;
  4. აკვირდებიან სასწავლო პროცესის დასრულებამდე მოსწავლეთა ქცევის წესების დაცვას;
  5. პასუხისმგებელი მონიტორი დღის ბოლოს შეაფასებს მონიტორინგის ხარისხს და აკეთებს ჩანაწერს ცხრილში #2 .

                        

 ორშაბათი  ( ცხრილი #2)

  1. კლასი ჩავიბარეთ დალაგებული და მოწესრიგებული: დიახ          არა
  2. პირველ გაკვეთილზე გამოცხადდა———– მოსწავლე

3.

არ გამოცხადდა  სკოლაში დააგვიანა პირველ გაკვეთილზე
1    
2    
სულ    
  1. მოსწავლეთა ქცევა დასვენებებზე და გაკვეთილებზე იყო: ა) სანიმუშო           ბ) კარგი         გ) დამაკმაყოფილებელი      დ) არადამაკმაყოფილებელი

დაწერეთ  კომენტარი ( საჭიროების შემთხვევაში):  ——————————————–                  ———————————————————————————————————

  1. სასწავლო დღის განმავლობაში:

 დააგვიანეს:

II –გაკვ. ———————————————————————————————–

III-გაკვ. ———————————————————————————————–

IV- გაკვ. ———————————————————————————————-

V- გაკვ. ———————————————————————————————–

VI- გაკვ. ———————————————————————————————-

VII -გაკვ ———————————————————————————————-

გაკვეთილიდან გაიპარნენ:

  1. —————————————————————————————————–
  2. ——————————————————————————————————

გაკვეთილიდან საპატიო მიზეზით ( ავადმყოფობა, ოჯახური პირობები)  განთავისუფლდნენ  1.—————————————————————————————————-

2.—————————————————————————————————-

თვითშეფასება: კომენტარი  ————————————————————————

———————————————————————————————————-

პასუხისმგებელი პირი :

——–      ———————–   2019 წელი

 

 კვირის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ცხრილს  მთელი კვირის შედეგების მიხედვით  ცხრილში #3

მოსწავლეთა ქცევა და  დისციპლინა

ანალიზის  შედეგები (ცხრილი #3)

თარიღი ——- დან  ——-მდე

კვირის დღეები თარიღი გაკვეთილებზე დასწრება
სკოლაში გამოცხადდა არ გამოცხადდა დააგვიანა
ორშაბათი            
სამშაბათი            
ოთხშაბათი            
ხუთშაბათი            
პარასკევი            
სულ            

დააგვიანება

კვირის დღეები თარიღი  II  გაკვ. III გაკვ. IV გაკვ. V გაკვ. VI გაკვ.
ორშაბათი            
სამშაბათი            
ოთხშაბათი            
ხუთშაბათი            
პარასკევი            
სულ            

გაკვეთილიდან საპატიო მიზეზით ( ავადმყოფობა, ოჯახური პირობები) განთავისუფლდნენ

კვირის დღე თარიღი II გაკვ. III გაკვ. IV გაკვ. V გაკვ. VI გაკვ.
ორშაბათი            
სამშაბათი            
ოთხშაბათი            
ხუთშაბათი            
პარასკევი            
სულ            

მოსწავლეთა დისციპლინა საგაკვეთილო პროცესში

# ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი
1          
2          

მორიგეობის შეფასების სქემა

კვირის დღეები სანიმუშო კარგი დამაკმაყოფილებელი არადამაკმაყოფილი
ორშაბათი        
სამშაბათი        
ოთხშაბათი        
ხუთშაბათი        
პარასკევი        

თავდაპირველად, მოსწავლეები საჭიროებდნენ ჩემს სისტემატურ დახმარებას პროექტის დანერგვაში.  შედეგების განხილვა და შეჯამება ხდებოდა ყოველკვირეულად კლასის კრებაზე. დაკვირვება და კვლევა გვიჩვენებდა, როგორ მცირდებოდა მოსწავლეთა უმიზეზოდ გაცდენები და დაგვიანებები. მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში მოსწავლეების მონიტორინგი მიმდინარეობდა ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ.  ყოველი კვირის ბოლოს შექებით ვახალისებდით იმ მოსწავლეს, ჯგუფს , რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.   წლის ბოლოს კი სიგელს აქტიურობისათვის.  მე-9 კლასიდან, მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, თითოეული ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებს მონიტორინგს. ამჟამად ეს მოსწავლეები მე-10 კლასში არიან და ისევ ისე ზრუნავენ  თავიანთ საკლასო გარემოზე. გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლობით, შემოქმედებითობით,  განუვითარდათ მასწავლებლებთან  და ერთმანეთთან ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის უნარი. განუვითარდათ ცხრილების შევსებისა და ციფრული წიგნიერების კომპეტენციები.  ვთვლი,  მიზანს მივაღწიე.  კლასში ტარდება შიდადაკვირვებისა და სამოდელო გაკვეთილები. ჩატარდა გარედაკვირვების გაკვეთილიც. გამოირჩევიან  თანამშრომლობის მაღალი კულტურით და კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებიც.

მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი გარემო  ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს, დამოუკიდებლობას ანიჭებს  მათ გადაწყვეტილებების მიღებაში,  მათი მოტივაციაც და პასუხისმგებლობაც ერთდროულად ქმნის წინაპირობებს ლაღი, გაბედული, შემოქმედებითი პიროვნებების ჩამოყალიბებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა: ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი“ თბილისი, 2014, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-24;

მოსწავლის ქცევის კოდექსი;

ქ. რუსთავის  სსიპ # 5 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი სოფიო ფოჩხიძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი