შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ლექციური სწავლების მიზანი, ფუნქცია და მეთოდოლოგია

ამ ბოლო პერიოდში პედაგოგიურ
ტექნოლოგიებში ბევრი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით ეს ეხება საინფორმაციო
ტექნოლოგიებს, რომლებმაც არათუ  „შეაღწიეს”
მართვის პროცესებში, არამედ მნიშვნელოვ
ნად შეცვალეს სასწავლო პროცესიც. ეს
განსაკუთრებით შესა
ჩნევია სწავლის ზედა, მესამე საფეხურზე, რომელიც გულისხმობს ინფორმირების ისეთ მაღალ
დონეს, უმაღლეს სასწავლებელთან მიახლოებ
ულ სწავლების ისეთ
მეთოდიკას,
ოგორიც შესაძლებელია სასკოლო სივრცეში (ამ საფეხურის მოსწავლეებისათვის არანაირ
სირთულეს აღარ წარმოადგენს ცოდნის შეძენა და  გამდიდრება მრავალფეროვანი წყაროებით და
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით). ამ ახალ   ტექნოლოგიებს
  შორის   გამორჩეული
 ადგილი   უჭირავს
 ლექციურ
სწავლას, რომელიც  სწავლის  ვერბალური 
მეთოდების მნიშვნელოვანი  ნაწილია
(სქემა1).

              




















 

სქემა 1.

 XXI საუკუნეში ლექცია აღარაა ის, რაც თუნდაც 10-15 წლის
წინ
იყო: ლექტორების „შეიარაღებამ” დია – და გრაფოპროექტორებით, ვიდეოტექნიკით და
კომპიუტერული ტექნოლოგიებით არსებითად გააფართოეს მასალის გადაცემის შესაძლებლობა
და მოცულობა, ვიზუალ
ურობა და სანდოობა. მაგრამ რა გინდა ახალი ტექნოლოგიები გმოვიყენოთ, წარმატების  განმსაზღვრელ  ძირითად  ფაქტორად მაინც  რჩება  მასწავლებლის
 პიროვნული  მომენტი,
 მისი  პროფესიონალიზმი,
 თავისი საგნის  ერთგულება და რიტორიკული ხელოვნების უნარი – ისე
ააგოს ლექცია, რომ მან გამოძახილი პოვოს შემეცნების ყველა დონეზე. 

ზოგადად  ლექცია  ჯგუფური  მუშაობის 
ტრადიციული  ფორმაა,
რომლითაც იწყება ყოველი ახალი თემა. შემდეგ მას მოსდევს პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობა, სემინარები, ჩათვლები და ა.შ. ამიტომ ლექციის ხარისხზე, დამოკიდებულია შემდეგი ეტაპის შედეგებიც.

ლექციის  მეთოდური  მნიშვნელობა 
დიდია,
მასში ერთდროულად გვხვდება
საგნობრივი დისციპლინისთვის დამახასიათე
ბელი ფუნდამენტური თეორიული  საფუძვლებიც და  მეცნიერული მეთოდებიც, რომელთა
დახმარებითაც  ხდება მოვლენების ანალიზი. ლექცია
შეიცავს სამეცნიერო დასკვნებს და მისი მიტანა მსმენელამდე ცოცხალი სამეტყველო ენის
მეშვეობით ხდება, ამიტომ მის აღქმა და შემეცნება  მსმენელისთვის
მკვეთრ ემოციურ ფონ
ზე უნდა მოხდეს.

ლექციის  ძირითადი დიდაქტიკური მიზნებია:


Ø 

მისცეს
მოსწავლეს თანამედროვე, მთლიანი, სისტემატიზირებული ცოდნა კონკრეტული თემის
შესახებ; 


Ø 

გააღვივოს ინტერესი შესასწავლი საგნის მიმართ,
განუვითაროს
მოსწავლეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნება;

 

ლექციას, როგორც სწავლის ფორმასა და მეთოდ აქვს ოთხი ძირითადი
პედაგოგიური ფუნქცია, რომელიც სასწავლო პროცესში მის   შესაძლებლობებსა  და უპირატესობას განსაზღვრავს
(სქემა 2):


 

          




სქემა 2.

  

სასწავლო ფუნქცია მოსწავლ ასწავლისკონკრეტული თემის მიმართ მეცნიერული მიდგომებს, სთავაზობს პრობლემის
გადაწყვეტის სამეცნიერო-პრაქტიკულ გზებს. ასეთი ლექცია იძლევა მთლიან,
სისტემატიზირებულ, მტკიცებულებით წარმოდგენას ამა თუ იმ პრობლემაზე, რაც გახლავთ
კიდეც მისი მთავარი სასწავლო (შემეცნებითი) დანიშნულება. მისი ეს მნიშვნელობა
გაცილებით იზრდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები პირველად ეცნობიან თემას, რომელიც ნაკლებადაა
მოცემული სახელმძღვანელოში ან თითქმის არაა.

 

განმავითარებელი  ფუნქცია 
შესრულდება  მაშინ, როდესაც  ლექცია მოსწავლეს სინთეზურ  აზროვნებამდე
მიიყვანს;  როდესაც იგი ორიენტირებულია არა  ფაქტების დამახსოვრებაზე, არამედ ფიქრზე, გააზრებაზე, განხილვაზე, შედარებაზე (თუმცა ასეთი
ლექცია უფრო ლექტორის არტისტიზმზეა დამოკიდებელი, ვიდრე მეთოდურ მხარეზე).

ლექციის
აღმზრდელობითი ფუნქცია
მდგომარეობს მის შინაარსში, მსოფლმხედველობის მეცნიერულ
საფუძველზე ფორმირებაში, საკუთარი ქმედებების თვითანალიზში;  დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტს, ლექტორის  მანერებს, ურთიერთობას მსმენელთან, განსხვავებულ
ი აზრის მიმართ დამოკიდებულებას. ეს ხელს უწყობს დიალოგის კულტურსა და  თანამშრომლობასაც.

მაორგანიზებელი
ფუნქცი
ა გამოიხატება
მოსწავლეთა მიერ  დამოუკიდებელი სამუშაოს
ორგანიზებაში როგორც ლექციის დროს, ისე მის შემდეგ. იგი განსაკუთრებით ძლიერდება
შესავალი ლექციის დროს, ანდა  სემინარების
და პრაქტიკული მეცადინეობების დაგეგმვისას. ლექციის დროს აუცილებელი
ლიტერატურის მითითება, ყურადღება
ექცევა იმას, თუ
რას სწავლობენ და რასთან
ავლებენ პარალელებს (რითაც  ხდება
მოსწავლეთა შემდგომი დამოუკიდებელი სამუშაოს   –  ლიტერატურის  და ცოდნის 
სხვა წყაროების  გამოყენების –  ორგანიზება). 

ძირითადად    ლექცია ორი ტიპისაა –  სამეცნიერო და საზოგადოებრივი. სკოლაში  ორივე ტიპის ლექცია  გვხვდება 
– სამეცნიეროც  (ლექციური  გაკვეთილი)  და საზოგადოებრივიც (კლასგარეშე)  ლექციები.   

გვხვდება შემდეგი სახის ლექციებიც: საინფორმაციო (გამოიყენება ახსნა-ილუსტრირების მეთოდი) და ლექცია-საუბარი (აგებული მონაწილეთა
შეკითხვებზე).  პოპულარულია ასევე  ე.წ. ჰიბრიდული
ლექციებიც,
როგორიცაა:

  1. პრობლემაზე ორიენტირებული – ასეთ ლექციაზე მსმენელი აქტიურ პოზიციაშია,
    რადგან
    მიმდინარეობს ცოცხალი დიალოგი: გამოიხატება პოზიცია, ისმის შეკითხვები, ხდება პასუხები
    გაცემა
    და ა.შ. და
    პროცესი თანდათან   შემოქმედებითი
    ხდება;
  2.  ლექცია
     წინასწარ  დაგეგმილი  შეცდომებით  (პროვოკაცია)
    –  მისი საფუძველი პრობლემის აღმოჩენაა. აქ
    მთავარი ინფორმაციის ოპერატიულად გააზრების, ანალიზის, ორიენტაციის  და შეფასების  უნარია  
    (ლექციის თემის დასახელების  შემდეგ
     მსმენელს შეახსენებენ, რომ ლექციის
    დროს დაშვებული იქნება გარკვეული რაოდენობის სხვადასხვა ტიპის შეცდომები:
    შინაარსობრივი, მეთოდური და ა.შ.).  

ლექციის დასრულების შემდეგ მსმენელებმა უნდა დაასახელონ შეცდომები, ანდა  დამოუკიდებლად უნდა წამოაყენონ პრობლემის
გადაჭრის სწორი ვერსია. ამისთვის  მასწავლებელი გამოყოფს დაახლოებით 10-15 წუთს
(დრო დამოკიდებულია ლექციის საერთო ხანგრძლივობაზე და
თემის
სირთულეზე). ამ
ტიპის ლექცია
საინტერესოა, რადგან მრავალფეროვან აქტივობებზეა გათვლილი: ინფორმაციის გაანალიზებაზე,
დამახსოვრ
ბაზე, შეფასებაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა მომენტიც: პედაგოგს უპოვო
შეცდომა და ამავდროულად შეამოწმო შენი თავი: შეგიძლია კი ამის გაკეთება? ეს
ყველაფერი იწვევს  თავისებურ აზარტს.

ასეთი ლექციის წაკითხვა
წამყვანისგან
განსაკუთრებულ ხელოვნებას
და პასუხისმგებლობას  ითხოვს
მასალის შერჩევას და გადაცემის ხელოვნებას,
რადგან  ამ დროს მას არამარტო მასტიმულირებელი,
არამედ ამავდროულად მაკონტროლებელი ფუნქციაც
აქვს. უმჯობესია, თუ ასეთ ლექციას ექნება შემაჯამებელი
თემის ხასიათი, ან თუ იგი შეეხება მსმენელის ბაზისური ცოდნის და უნარების ფორმულირებას.
თუ მსმენელი ვერ იპოვის დაგეგმილ შეცდომებს და 
მათ სწორ ვარიანტებს, ეს პედაგოგისთვის
ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება. შეცდომა კი
შეიძლება ნებისმიერი იყოს, მთ
ვარია, რომ მან
გამოიწვიოს აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, ალტერნატიული აზრი, ანუ მიაღწიოს მიზანს
– წინასწარდაგეგმილი  ლექციის  ძირითად დანიშნულებას და აზრს. 
       

     

  1. ორი პედაგოგის   ერთდროული ლექცია: ამ დროს ლექცია დიალოგის ფორმით მიმდინარეობს,
    რაც ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს. მსმენელი ეცნობა არამარტო დიალოგის წარმოების
    ხერხებს, არამედ  უშუალოდ მონაწილეობს
    მასში.  ასეთი ტიპის ლექ
    იის  წაკითხვა უპირველესად  გულისხმობს: შესაბამისი თემის არჩევას, სხვადასხვა თვალსაზრისის
     არსებობას,  სირთულის გარკვეულ დონეს; ორი ისეთი პედაგოგის  შერჩევას, რომელთაც ექნებათ დი
    ლოგის წარმოების მაღალი კულტურა; შეეძლებათ ლექციის
    თემატიკის შერჩევა  და დროის  განაწილება.

ასეთი ლექცია მინი-თამაშს
 
ჰგავს,
იგი, ასე ვთქვათ, „ორი მსახიობის თეატრია”. მისი  უპირატესობაა აზროვნებისა  და აქტიურობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხი,   დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. ის არის
ასევე ალტერნატი
ლი აზროვნების, სხვისი აზრის პატივისცემის საშუალება; ასევე ამაღლებს დისკუსიის კულტურას
და აქვს უტილიტარული მნიშვნელობაც (თუ ისინი არ არიან პედაგოგები), რადგან მოხსენება
ან
ორი
პედაგოგის მონაწილეობა
შესაძლებელია
კონფერენციებზე და სხვა მსგავსი ტიპის  ღონისძიებებზე.

 

  1. ლექცია – ვიზუალიზაცია  –  ესაა აუდიოინფორმაციის  გადაცემა, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა სურათები,
    სტრუქტურულ-ლოგიკური სქემები, კონსპექტები, დიაგრამები, ე.წ. „პედაგოგიური გროტესკი”
    (სლაიდები, ვიდეოჩანაწერები, კინოფილმები, დიაფილმები და ა.შ.).

 

ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით
შეიძლება ამაღლდეს  აზროვნების ეფექტურობა,
აღქმა, გაგება, ინფორმაციის ათვისება და მოხერხდეს მისი ცოდნად
გადაქცევა. ლექცია-ვიზუალიზაციის დროს ანალიზის გამოყენებით
ვითარდება მოდელირება და ზოგადი ინტელექტიც. 

 

  1. ლექცია 
    „პრესკონფერენცია” –
    ასეთი ლექცია   მთლიანად   აუდიტორიის   კითხვა-პასუხზეა აგებული: მასწავლებელს მსმენელები 2-3 წუთის განმავლობაში
    წერილობით აწვდიან შეკითხვებს დასახელებული თემის
    ირგვლივ, 3-5 წუთის განმავლობაში მასწავლებელს სისტემაში
    მოჰყავს ეს შეკითხვები და შემდეგ იწყებს ლექციას. მსმენელებს შ
    უძლიათ პროვოკაციული შეკითხვების დასმაც. ამგვარი ლექცია ატარებს „ბლიც-თამაშის” ხასიათს,
    რომელშიც მსმენელები პრესკონფერენციის მონაწილეების როლს
    თამაშობენ. მასწავლებლის მთავარი
    ამოცანა ნებისმიერ შეკითხვაზე
    პასუხის გაცემა.   

ლექცია-პრესკონფერენციის  სტრუქტურა შესაძლოა იყოს ორი ტიპის (სქემა 3):


სქემა 
3.


     

         

  1. ლექცია-კონსულტაცია ახლოსაა წინა ლექციის ტიპთან, განსხვავება მხოლოდ
    ისაა, რომ მოწვეული სპეციალისტი სუსტად ფლობს პედაგოგიურ მეთოდებს. იგი საშუალებას
    იძლევა
    , გავააქტიუროთ
    მსმენელის ყურადღება და გამოვიყენოთ მისი პროფესიონალიზმი. 
  2. ლექცია – დიალოგი: იგი შეიცავს შეკითხვების მთელ წყებას, რომელსაც
    ლექციის მსვლელობისას პასუხი
    უნდა გაეცეს. მისი წარმატებით წარმართვისთვის სასაგებლოა უკუკავშირის ტექნიკის გამოყენება, ასევე
    პროგრამირებული ლექცია-კონსულტაცია.

  3. ლექციასათამაშო სიტუაცია (მეთოდი „გონებრივი
    იერიში”, კონკრეტული სიტუაციების მეთოდი და ა.შ.), როდესაც მსმენელები თავად ახერხებენ
    პრობლემის ფორმირებას და თავად ცდილობენ მის გადაწყვეტას.

ტრადიციული
და არატრადიციული ლექციის განმასხვავებელი 
თავისებურებები წარმოდგენილია ცხრილში
(სქემა 4):

ტრადიციული ლექცია

არატრადიციული ლექცია

საინფორმაციო ფუნქცია

  1. დიდი რაოდენობის მასალის გადაცემა, მისი სისტემატიზაცია
    მასწავლებლის მიერ
  1. დიდი რაოდენობის მასალის გადაცემა, მისი სისტემატიზაცია
    მსმენელის მიერ
  1. სისტემაში  
    „სწავლა-სწავლება” უპირატესობა აქვს სწავლებას 
  1. სისტემაში  
    „სწავლა-სწავლება” უპირატესობა აქვს სწავლას 
  1. ცხადყოფს 
    იმ ცოდნის აუცილებლობას, რომელიც
    მოსწავლემ მომავალში  აუცილებლად უნდა
    აითვისოს
  1. ავითარებს გონებას და  უნარებს პრაქტიკული საქმიანობისთვის, ანუ
    ამზადებს მოსწავლეს პროფესიული  მოღვაწეობისთვის 
  1. არ არსებობს უკუკავშირი მსმენელთან

4. მუდმივი
უკუკავშირი, რაც საშუალებას იძლევა  ეტაპობრივად  შეფასდეს და გაკონტროლდეს  სასწავლო მასალის ათვისება 

  1. ფორმალური  ვითარება

5. არაფორმალური,
არაძალადობრივი ვითარება

  1. მსმენელთან ურთიერთობა – ფორმალური

6.  ღია, 
კეთილგანწყობილი  ურთიერთობა  მსმენელთან,   აზრთა გაცვლა-გამოცვლის  აქტიურობა

აღმზრდელობითი ფუნქცია

  1. იწვევს საგნის მიმართ ინტერესს

1.
ხელს  უწყობს ახალი მოტივაციის წარმოქმნას  (საინტერესოა, სურს მოისმინოს პასუხი „თავის”
შეკითხვაზე;  სურს, იპოვოს თავისი „თვითონ”;  შეამოწმოს „თავისი” შესაძლებლობები და ა.შ.)

  1. ამაღლებს ემოციებს

2. ამაღლებს
მსმენელის ემოციას

 

სქემა4.

 


ლექციას დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასწავლო პროცესში, რადგან იგი  უზრუნველყოფს არაფორმალური ურთიერთობების
შექმნას,
სხვადასხვა  პოზიციის გაზიარებას, თანამშრომლობისა და სხვისი
აზრის პატივისცემისთვის
მზადყოფნას,    ნდობის და ღიაობის ჩამოყალიბებას. კარგი ლექცია იწვევს ფიქრს,
ახსნის მცდელობას, გააზრების სურვილს; იგი
ორატორული ხელოვნების,
მეცნიერული  აზრის  და ესთეტიკის  ნაზავია და წარმატებით გამოიყენება სასწავლო პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი