შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სამეცნიერო კონფერენცია- “სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის”

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების ჟურნალ „მასწავლებლის“, ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.geს და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში,  2018 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორი სასტუმრო თბილისში“,  მეორე სამეცნიერო კონფერენცია – „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის“, გამართა.

კონფერენციისთვის შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც მომხსენებლად, ასევე მსმენელებად.

კონფერენციის გამოცხადების შემდეგ, როგორც მომხსენებელი, 94 მსურველი დარეგისტრირდა. სამეცნიერო კომიტეტმა მათ შორის 30 მომხსენებელი შეარჩია.

კონფერენციის  მიზანი გახლდათ   ერთ სივრცეში თავი მოეყარა სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, საშუალება მიეცა  მეცნიერ–მკვლევარებისთვის  შეძლებოდათ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას.  კონფერენციაზე მეცნიერ–მკვლევარებისათვის სპეციალურ მოხსენებები  გააკეთეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეულმა მეცნიერებმა.  კონფერენციაში ასევე  მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, მაგისტრები, რომლების სწავლობენ განათლების მიმართულებით.

გამოცა კონფერენციის მოხსენებების თეზისების კრებული.

კონფერენციის მომხსენებლთა  სტატიები  გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო – რეფერირებად ჟურნალში – „განათლების მეცნიერება.“ jes.org.ge.

კონფერენცია, ტრადიციულად, ყოველ წელს გაიმართება და მსურველებს, კონფერენციის გამართვამდე ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ შემდგომი კონფერენციის თემას და  მონაწილეობის მიღების  წესებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი