სამშაბათი, ივლისი 28, 2026
28 ივლისი, სამშაბათი, 2026

მუსიკის სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები

XXI საუკუნის განათლების სისტემა მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. განათლების მთავარი მიზანი ისეთი პიროვნების ჩამოყალიბება გახდა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითი საქმიანობა, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნულმა ცვლილებებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ხელოვნების, განსაკუთრებით კი მუსიკის სწავლების პროცესზე.

ტრადიციულ მუსიკალურ განათლებაში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სიმღერის შესრულებაზე, მუსიკალური ტექსტის დაზეპირებასა და თეორიული ცოდნის მექანიკურ გადაცემაზე. მოსწავლე უმეტესად პასიური მსმენელის როლში იყო წარმოდგენილი, ხოლო მასწავლებელი — ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებმა აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად შეცვალა. დღევანდელი მუსიკის გაკვეთილი ორიენტირებულია მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე, შემოქმედებითობაზე, ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებასა და ინტეგრირებულ სწავლებაზე.

ვრცლად

დალი დოლიძე. მუსიკის სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომების ეფექტიანობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“