პარასკევი, ივლისი 3, 2026
3 ივლისი, პარასკევი, 2026

რეკომენდაციები შედეგიანი საშინაო დავალების შესასრულებლად

საშინაო დავალება ხალისიანი და საინტერესო თუ მძიმე და დამღლელი?
დავალების სწორად შერჩევა (შინაარსის, ფორმის, შესასრულებელი დროის, შეფასების რუბრიკის, ინტენსივობის თვალსაზრისით) ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სწავლა-სწავლების პროცესში. სწორად ამაზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესი იქნება ხალასი და საინტერესო, თუ იქნება მძიმე და დამღლელი.
რისთვის გვჭირდება საშინაო დავალება?
საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლემ სიღრმისეულად უნდა გაიაზროს, საკლასო სივრცეში ახსნილი საკითხი, განხილული თემა, განხორციელებული აქტივობა, გამოტანილი დასკვნები. უნდა გამოვყოთ დავალებების არაკეთილსინდისიერად შესრულების, განსაკუთრებით AI-ის გამოყენებით გენერირებული პასუხები. დავალების შეუსრულებლობის თავიდან ასაცილებლად, თავად მოსწავლე უნდა მივიყვანოთ იმ აზრამდე, რომ ეს მას სჭირდება. ამასთან უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო და შესაძლებლობები, რომლებიც დავალების შესრულებას დაძლევად, საინტერესო, შემოქმედებით პროცესად გადააქცევს.
როგორ მოვიქცეთ, რომ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულების სურვილი გავუჩინოთ?
იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულების სურვილი გაუჩნდეს, საჭიროა ავუხსნათ, რატომ არის ეს მისთვის სასარგებლო.
სიღრმისეული ცოდნის მიღებისა და სააზროვნო უნარების განსავითარებელი დავალებები ორიენტირებული უნდა იყოს:
  • შესწავლილი ინფორმაციის გააზრებასა და ორგანიზებაზე;
  • ალტერნატივების განხილვაზე;
  • პრობლემის გადაჭრის გზების დასახვაზე.
  • ამავდროულად, უნდა ვერიდოთ დავალებებს, რომლებიც მოსწავლისთვის:
  • ზედმეტად რთულად ან პირიქით, ზედმეტად მარტივად შესასრულებელია;
  • არაადეკვატურად დიდია ან მცირე ვადა აქვთ მიცემული მათ შესასრულებლად;
  • შესრულების ინსტრუქცია ბუნდოვანია ან მეტისმეტად რთული ტერმინოლოგიითაა დახუნძლული;
  • დავალების პირობა, მიზნები, ინსტრუქციები იცვლება;
  • დავალების მიზნები ბუნდოვანი და ზოგადია;
  • დავალება მოიცავს ისეთ საკითხებსა და თემებს, რომლებიც ჯერ არცერთი კუთხით არ გვაქვს დამუშავებული;
  • შეუსაბამოა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებთან, შესაძლებლობებთან და ინტერესებთან;
  • ერთფეროვანი დავალებები;
  • დავალებები, რომლებიც არ არის კავშირში სხვა საგნებთან და რეალურ ცხოვრებასთან;
  • დავალება, სადაც მოსწავლეს არ ეძლევა საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლინების საშუალება, მოსწავლე ვერ აკეთებს ვერანაირ არჩევანს და წართმეული აქვს თავისუფლება.
საბოლოო ჯამში, საშინაო დავალების ეფექტიანობის საზომი არა მისი მოცულობა, არამედ ის სააზროვნო პროცესები, რომლებსაც იგი მოსწავლეში ააქტიურებს. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მძიმე ტვირთიდან ხალისიან შემეცნებად იქცეს, აუცილებელია საშინაო დავალების შინაარსი ითვალისწინებდეს მოსწავლის საჭიროებებს, მკაფიო, უცვლელ კრიტერიუმებს და შემოქმედებით თავისუფლებას. ეს არის ერთადერთი გზა, რათა მოსწავლემ მექანიკურ შემსრულებლად კი არა, სწავლაზე პასუხისმგებელ, ავტონომიურ მკვლევრად იგრძნოს თავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“