გრავიტაცია ფიზიკის ერთ-ერთი საბაზისო ცნებაა. ის განსაზღვრავს სხეულების ვარდნას, პლანეტების მოძრაობას და, საზოგადოდ, სამყაროს სტრუქტურას. სკოლაში გრავიტაციას ვასწავლით როგორც მიზიდულობის ძალას, რომელიც სხეულებს შორის მოქმედებს. თანამედროვე ფიზიკამ აჩვენა, რომ გრავიტაციას შეიძლება ჰქონდეს ისეთი გამოვლინება, რომლის შემჩნევაც უშუალო დაკვირვებით შეუძლებელია. ამ მოვლენას გრავიტაციულ ტალღას უწოდებენ. მისი არსებობის ექსპერიმენტული დადასტურება მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. შესაძლებელი გახდა სამყაროზე ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც ადრე მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით იყო სავარაუდო.
იმის გასაგებად, რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღა, საჭიროა, გრავიტაციას სხვა კუთხით შევხედოთ, ვიდრე ამას კლასიკურ მექანიკაში ვაკეთებთ. თანამედროვე ფიზიკაში გრავიტაცია აღარ განიხილება მხოლოდ ძალად, რომელიც სხეულებს შორის მოქმედებს – ის დაკავშირებულია სივრცისა და დროის ერთიან სტრუქტურასთან, რომელსაც სივრცე–დრო ეწოდება. სწორედ ამ მიდგომამ გახადა შესაძლებელი გრავიტაციული ტალღების იდეის ჩამოყალიბება და მისი ფიზიკური მნიშვნელობის ახსნა.
ვრცლად


