მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება ასახავს მათ მიერ მიღწეულ პროგრესს სასწავლო წლის დაწყებიდან დასრულებამდე..
ამ ტიპის შეფასებას მასწავლებლები იყენებენ, როგორც სწავლების პროცესში, კონკრეტული დავალების/აქტივობის შესრულების შემდეგ, ასევე – სემესტრისა და წლის ბოლოს.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი – ქართული (I-IV) გზამკვლევში ჩაშენებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი (I-IV კლასები – გვ.4).
გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით.
თითოეული თემის ფარგლებში მუშავდება 6 შედეგი. მოცემულია შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით (გვ. 11). შედეგი მოიცავს, როგორც უნარებსა და ფაქტობრივ მასალას, ისე მიზანს/დანიშნულებას, რისთვისაც მოსწავლეს შეძენილი ცოდნა სჭირდება.
ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
- ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
- ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.
სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)
განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;
- მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
- სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.
გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I).5, 6)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
- გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;
- სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად გამოყენება;
- მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა;
როგორ ვაფასებთ კონკრეტულ დავალებას/აქტივობას?
ნებისმიერი წერითი/ზეპირი დავალების (შემოქმედებითი, შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო ტესტი, ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია, როლური თამაში და ა.შ.) განმავითარებელი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს თემის ფარგლებში სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევის ინდიკატორებს, სამიზნე ცნებების მიხედვით.
გთავაზობთ შეფასების სარეკომენდაციო ნიმუშს კონკრეტული დავალებისთვის.
გრძელვადიანი სამიზნე ცნებები: ტექსტი (ჟანრი); გრამატიკა (პრაქტიკული).
დავალების პირობა – გაიხსენე ლექსი – ,,მზე და მთვარე’’ და შექმენი კომიქსი.
შეფასების კრიტერიუმები:
ნამუშევარში, დიალოგურ ღრუბლებში ჩაწერე:
- რა ბრძანა თავმომწონე მთვარემ.
- რას ამბობს მზე, გამოკვეთე მისი ორი უპირატესობა.
- გადმოეცი სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი.
- მართებულად გამოიყენე სასვენი ნიშნები.
დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
|
|
სამიზნე ცნება | შეფასების კრიტერიუმებსა და სამიზნე ცნებებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა შეძლოს: |
ტექსტი (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5) |
დიალოგური ღრუბლების დახმარებით წარმოაჩინოს მზისა და მთვარის პოზიცია.
|
გადმოსცეს სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი. | |
გრამატიკა
(შედეგები: (I). 5, 6)
|
მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები. |
დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების საფუძველზე ვწერთ შესრულებული სამუშაოს ანალიზს, რა შეძლო/ვერ შეძლო მოსწავლემ.
დავალება N 1 – ანალიზი
მოსწავლის სახელი, გვარი | სამიზნე ცნება–ტექსტი | სამიზ.ცნება
გრამატიკა |
რეკომენდაცია | ||
დიალოგური ღრუბლებით წარმოაჩინა
მზისა და მთვარის პოზიცია. |
გადმოსცა სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი. | მართებულად
გამოიყენა სასვენი ნიშნები. |
|||
ü | ü | ü | |||
ü | ü | ü | |||
ü | ü | ნაწილობრივ | |||
ü | ü | ü | |||
ნაწილობრივ | ü | ü | |||
ნაწილობრივ | ნაწილობრივ | ü | |||
ü | ü | ü | |||
ü | ü | ü | |||
ü | ü | ü | |||
ü | ü | ნაწილობრივ |
ამგვარად ვწერთ ყველა დავალების განმავითარებელი შეფასების ანალიზს და საბოლოო შედეგებს ავსახავთ მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტში.
N | სახელი, გვარი | დავალება | მოსწავლის შედეგი | მასწავლებლის
რეკომენდაცია |
|||||
ტექსტი | სიტყვიდან ტექსტამდე | გრამატიკა |
1. წინადადების აგებისას ყურადღება გაამახვილოს გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვაზე. 2. მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები. |
||||||
1 | N 1
|
ü | ü | ||||||
N 2 | ü | ნაწილობრივ
|
|||||||
N 3 | ü |
|
ნაწილობრივ | ||||||
წლის ბოლოს, ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV) სტანდარტისა და მოსწავლის მიერ შესრულებული ყველა დავალების შედეგის გათვალისწინებით, ვწერთ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას.
გთავაზობთ სარეკომენდაციო ნიმუშს.
მოსწავლის სახელი, გვარი | მოსწავლეს შეუძლია
|
რეკომენდაცია | |
1 | სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
· კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა; · ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა (მეტ–ნაკლებად); · ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.
სამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6) · მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების) განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით; · მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა; · სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა (მეტ–ნაკლებად);
სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I).5, 6) · სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება; · გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას; · სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად გამოყენება (მეტ–ნაკლებად); · მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.
|
ივარჯიშოს კითხვის ტექნიკის გასაუჯობესებლად (ხმამაღლა იკითხოს ყოველდღე მცირე მოცულობის ტექსტი).
ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვასა და სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენებაზე.
|
გამოყენებული ლიტერატურა:
ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხურის (I-IV) გზამკვლევი (შედგენილია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).