საგანთაშორის ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სწავლების დროს. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, დაინახოს როგორაა სხვადასხვა საგანი ეერთმანეთთან დაკავშირებული. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც აერთიანებს ინგლისური და ქართული ენის გაკვეთილებს. გაკვეთილის თემად შერჩეულია რომანტიზმის ეპოქა და მისი ასახვა ქართულ და ინგლისურ პოეზიაში. პოეზიის ნიმუშად მოყვანილია ნ. ბარათაშვილის „მერანი“ და ე.ა. პოს „ყორანი“.
გაკვეთილის გეგმა
კლასი/კლასები | მე-11 |
მასწავლებელი | |
ჩატარების დრო | |
საგანი | ქართული ენა ინგლისური ენა |
გაკვეთილის თემა | რომანტიზმის ეპოქის პოეზია ქართულ და ინგლისურ ლიტერატურაში |
გაკვეთილის ხანგრძლივობა | 45 წთ |
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისური და ქართული ენების გამომსახველობითი საშუალებების, მხატვრული ხერხებისა და სტილისტური საშუალებების მსგავსება-განსხვავებების დანახვა ქართული და ინგლისური რომანტიკული პოეზიის ნიმუშებზე |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | 1. საორგანიზაციო მომენტი; მისალმება, სიის ამოკითხვა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა 2 წთ
2. ვიდეორგოლის ჩვენება და რომატიზმის ეპოქის ზოგადი მიმოხილვა 10 წთ https://www.youtube.com/watch?v=aaHxtoHnHbM&t=10s 3. რომანტიკული პოეზიის მიმოხილვა და გავლენები ქართულ რომანტიზმზე – მცირე ლექცია; მასწავლებელი ატარებს მოკლე მიმოხილვას, განიხილება რომანტიზმის ეპოქა, მისი ასახვა ქართულ ლიტერატურაში, რომეტიზმის ეპოქის მნიშვნელოვანი პოეტური ნიმუშები, ედგარ პოს პოეზია და მისი გავლება ქართულ პოეზიაზე. 8 წთ 4. 2 ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს ურიგდებათ ჰენდაუთის სახით ჩამოთვლილი სტილისტური ხერხები და წინადადებები, რომლებშიც ეს ხერხებია გამოყენებული ინგლისურ ენაზე. მათ უნდა ამოიცნონ, რომელ წინადადებაში რომელი სტილისტური ხერხია გამოყენებული. 10 წთ 5. მოსწავლეებს ეძლევად ნიმუშად ედგარ ალან პოს „ყორანის“ და ფრაგმენტები (ინგლისურ ენაზე) და ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, სადაც მათ უნდა ამოიცნონ სტილისტური ხერხები და გააანალიზონ ნასწავლი ნიმუშების მიხედვით. 10 წთ ჯგუფური მუშაობა 6. დისკუსია – თავისუფლების იდეა „ყორანის“ და „მერანის“ მიხედვით. |
მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები | მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინგლისურ ენაზე ორიგინალი პოეზიის ნუმუშის გააზრება. ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა გაუჭირდეს ასეთ ტექსტტან მუშაობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ლექსიკონის გამოყენება. |
შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები) | შესაბამისობის დვალება ფასდება სწორად ამოცნობილი სტილისტური ხერხების რაოდენობის მიხედვით
|
რესურსები
შესაბამისობის დავალება
Hiperbole | I am so hungry, I could eat a horse |
Irony | The thieves robbed the police station |
Aliteration | Sweet smell of success |
Methaphore | My mom has a heart of gold |
Simile | He fights like a lion |
Metonymy | Crown (for the power of king) |