ელექტროობის განვითარებამ კაცობრიობის ცხოვრებში რევოლუცია მოახდინა. ელექტროენერგია თანამედროვე სამყაროს საფუძველია და მის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. ელექტროინდუსტრიამ განათებაში, გათბობაში, კონდიცირებაში და სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში, რადიკალურად შეცვალა და კომფორტული გახადა ცხოვრების ხარისხი. განაპირობა უდიდესი მიღწევები მედიცინაში, განსაკუთრებით დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატებში. გაიოლდა ადამიანთა შორის კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება. ტელეფონები, ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები სწორედ ელექტროობის განვითარების შედეგია. კომპიუტერები, ტაბლეტები და სხვა მოწყობილობები ინფორმაციის მოძიებას და გაზიარებას აადვილებს.