ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026
2 ნოემბერი, ორშაბათი, 2026

გააციფრულე სწავლის პროცესი – როგორ შევქმნათ გადაცემის ქუდი

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ვებგვერდი: „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – https://school.emis.ge/ – I-VI კლასების სასკოლო პროგრამის შესაბამისად შეიქმნა (იდეის ავტორი – სანდრო ასათიანი).

საგნობრივი მიმართულების მიხედვით ყოველი თემა მოიცავს სხვადასხვა თამაშსა და სახალისო აქტივობას. სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და შექმნას საბოლოო პროდუქტი.

ვებგვერდზე სამუშაოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ვიდეოინსტრუქცია:

გთავაზობთ მუსიკის საგნობრივი მიმართულებისთვის შექმნილი სახალისო რესურსის – როგორ შევქმნათ გადაცემის ქუდი – დეტალურ აღწერას.

დავალება: პროგრამაში „ვსწავლობთ მუსიკით“ ააწყვე მუსიკალური ფრაზა და შექმენი მუსიკალური ქუდი საბავშვო გადაცემისთვის.

 

  • როგორ შეიძლება, მუსიკით ამოვიცნოთ ტელეგადაცემა?
  • შეგიძლია, მუსიკით მიხვდე, რა შინაარსის გადაცემაა?
  • იცი, რა არის ტელეგადაცემის ქუდი?
  • გინდა, სცადო ტელეგადაცემის ქუდის შექმნა?

სავარჯიშო: შენ წინაშეა სხვადასხვა ტელეგადაცემის ლოგო. როგორ ფიქრობ, რა მუსიკალური თანხლება მოუხდება თითოეულ მათგანს?

  • მოუსმინეპირველ აუდიო ჩანაწერს და ჩასვი ნომერი 1 შესაბამის სურათში.
  • მოუსმინეშემდეგ აუდიოჩანაწერს და ჩასვი ნომერი ორ შესაბამის ადგილას.
  • მოუსმინეკიდევ ერთს. რომელი ლოგოა?
  • მოუსმინებოლო აუდიოჩანაწერს. რომელ ლოგოს მიუსადაგებდი?

გადაცემის ქუდს ხმის ეფექტებს ამატებენ და ამით შთაბეჭდილებას აძლიერებენ. მოუსმინე თითოეულ ხმას და დააკავშირე შესაბამის ლოგოებთან. მოსასმენად დააწკაპე ნოტს.

სავარჯიშო: გადაცემის ქუდის მუსიკალური გაფორმება ერთი მუსიკალური ფრაზისგან შედგება.

შეგიძლია, ამ ქუდების მუსიკალური ფრაზის ნაწილები დაუკავშირო ერთმანეთს?

დააწკაპე ზედიზედ ორ-ორ ღილაკს და იპოვე მუსიკალური ფრაზების გახლეჩილი
ნაწილები.

 

შეგიძლია, ცალკეული მოტივებისგან შეადგინო მუსიკალური ფრაზა?

 

სავარჯიშო: ჩასვი ცალკეული მოტივების ღილაკები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს დასრულებული მუსიკალური ფრაზა.

 

სავარჯიშო: ავაწყოთ მუსიკალური ფრაზა. უჯრედში მოტივი ნოტებითაა ჩაწერილი.

მოისმინე, შეადარე ნოტებით მოცემულ ჩანაწერს და ჩასვი სათანადო ღილაკი, გაითვალისწინე, ერთი ღილაკი ზედმეტია.

 

 

სავარჯიშო: მგონი, სრულებით უცნობი მუსიკალური ფრაზის აწყობასაც შეძლებ.

ჩასვი მოტივებიანი ღილაკები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს მუსიკალური ფრაზა.

 

შევქმნათ გადაცემის ქუდი:

ააწყვე მუსიკალური ფრაზა პროგრამაში „ვსწავლობთ მუსიკით“ და შექმენი მუსიკალური ქუდი საბავშვო გადაცემისთვის.

 

დავალების შესასრულებლად გჭირდება აუდიოფაილების საქაღალდის გადმოწერა და შემდეგ ხმების დამატება პროგრამაში.

 

  • მოგეწონა ტელეგადაცემის ქუდზე მუშაობა?
  • რით იხალისე ყველაზე მეტად?
  • რაზე ივარჯიშებდი კიდევ?
  • რამეს ხომ არ შეცვლიდი ტელეგადაცემის ქუდში?

გამოყენებული რესურსები:

 

https://school.emis.ge/

https://www.youtube.com/watch?v=7P4U16oh07Y

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“