შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის პირველი ნომერი გამოიცა

ჟურნალის თითოეული ნომრის მზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც ის  ახლა დგას.

ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა ასწავლოს და როგორ ასწავლოს ან  რატომ ასწავლოს ესა თუ ის საკითხი და როგორ  დაუკავშიროს ის მოსწავლის სამომავლო მოთხოვნებს.

სამომავლო მოთხოვნები კი  ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ეს სიტყვათშეთანხმება.

სწრაფად ცვალებად სამყაროში მომავლის მოთხოვნები გაუთვალისწინებელია და ამ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები თითქმის არ გვაქვს. მაგრამ არსებობს პარადიგმა, რომელიც გამძლეა  და  მასზე  მოთხოვნაც ჯერ-ჯერობით აქტუალურია.  ცოდნა და უნარები, ასეთია ეს პარადიგმა დღეს და მის მისაღწევად მასწავლებელი სხვადასხვა, უკვე ნაცად თუ ახალ მეთოდს  იყენებს.

ხშირად ამბობენ, რომ  „მასწავლებლისთვის გაკვეთილი ერთგვარი „სცენაა“, რომელსაც მოსწავლეთა სახით სხვადასხვა ტიპის მაყურებელი ჰყავს. არც სპექტაკლი იქნება ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხისა. მაყურებლის უმრავლესობა აქაც სანახაობას არის დახარბებული, ამიტომ რეჟისორმა, მასწავლებელმა ხშირად უნდა აღიაროს თვისთვის, რომ ვერც როლები გაანაწილა შესაფერისად და ვერც გაკვეთილის სტრუქტურა დაგეგმა. ხანდახან თვითირონია მოიშველიოს  და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

შეცდომების დაშვების ალბათობა  და მისი არეალი ფართოა. ეს  მნიშვნელოვანი თავისებურებებია და  მასწავლებლის პროფესიაში გულისხმობს: სამართლიანობას,  იუმორის გრძნობას, თავაზიანობას, ურთიერთპატივისცემას, ბუნებრიობას, ურთიერთობის აღდგენისა და აქტიური მოსმენის უნარს, რაც ზრდის მასწავლებლის ავტორიტეტს, და კარგი პიროვნული ურთიერთობის ჩამოყალიბების საფუძველია. ეს შესაძლებლობაა, მასწავლებლის ფორმალური ავტორიტეტი   მის პიროვნულ ავტორიტეტში გადაიზარდოს.

რა შეგვიძლია ჩვენ მასწავლებლისთვის?

ჟურნალის სტატიის ავტორები, პირადი  თუ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ცდილობენ.  მასწავლებლებს შეცდომების დანახვასა და აღიარებაში,  მის უმტკივნეულოდ გამოსწორებაში დაეხმარონ. უპირველესი, მაინც, ამ შეცდომების არიდებაში დახმარებაა.

და,  რაც მთავარია, მასწავლებელი მარტო არ უნდა იყოს ამ რთულ გზაზე, ყოველთვის უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას ყველა ინსტიტუციისგან თუ პიროვნებისგან, ვისაც ეს პირდაპირ თუ  ირიბად ეხება.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

დიანა ანფიმიადი, მაია ფირჩხაძე,  ლელა კოტორაშვილი,  ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე,  შორენა ტყეშელაშვილი, თინათინ ზარდიაშვილი,    მარიამ გოდუაძე, მაია მენაბდე, ქრისტინა სურგულაძე, მეგი კავთუაშვილი, მანანა სეხნიაშვილი, ნათელა ბარათრიშვილი, მაია სილაგაძე,   მალინა საჯაია, ინა იმედაშვილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი მასწავლებელი #1 2024

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი