სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პროექტული სწავლება ფორმალურ განათლებაში

პროექტული სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფორმალურ განათლებაში, მასზე ორიენტირება ნიშნავს, სტანდარტული საკლასო წესების ინტერპრეტაციას და შემოქმედებითი გარემოს შექმნას.

მსგავსი გაკვეთილების ჩატარების დროს მასწავლებლებს უწევთ ფასილიტაციის გაწევა, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. პროექტული სწავლების მთავარი უპირატესობა არის მოსწავლეების მაღალი მოტივაცია, აღნიშნული პროცესი გამოირჩევა მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც ზრდის მოსწავლეთა ინტერესს.

კლასი – მეექვსე

პროექტი – „წიგნი გუშინ და დღეს“

აღნიშნული  პროექტი განხორციელდა მეექვსე კლასში, ის თემატურად უკავშირდებოდა შესასწავლ მასალას, კონკრეტულად კი, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაამუშავეს ოთხი  ტექსტი – „ქვის დედა ენა“, „ბიჭი და ძაღლი“, „ჩემი სოფლის სამკითხველო“, „სურათებიანი წიგნი“.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა დაამუშავეს ინფორმაცია წიგნების შესახებ, როგორი იყო ის თავდაპირველად და როგორი სახე მიიღო თანამედროვე წიგნმა. დანარჩენ ტექსტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებში და პროექტის ნაბიჯების შესაბამისად შეუდგნენ მუშაობას.

პირველი ნაბიჯი –   მთავარი  მიზანი იყო, შეექმნათ წიგნები, რომლებსაც ექნებოდა ძველი იერსახე. სამმა ჯგუფმა თემატურად შექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული წიგნები განსხვავებული შინაარსებით.

მეორე ნაბიჯი –    მთავარი  მიზანი იყო  თანამედროვე ელექტრონული წიგნების შექმნა, ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ  StoryJumper, რომელიც აღმოჩნდა ძალიან სახალისო რესურსი მოსწავლეებისათვის. მათ შექმნეს უკვე ნასწავლი ტექსტების მეორე ნაწილი, რომლებიც გადმოიტანეს თანამედროვე ცხოვრებაში.

მესამე ნაბიჯი –    მესამე ეტაპზე მოვაწყვეთ ღია გაკვეთილი, მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები.

პროექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ტექსტები,რაც ხელს უწყობს  ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა მედიაწიგნიერება და ციფრულიწიგნიერება, შემოქმედებითი აზროვნება, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“