ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

მსოფლიო რეალობა ბევრი მიზეზითაა დღეს იმაზე განსაკუთრებული, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ იყო. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც კაცობრიობის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის, ქვეყნების, საზოგადოებების, ადამიანების მჭიდრო

ურთიერთკავშირია, უფრო სწორად კი – გაადვილებული კავშირები.

ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულ საზოგადოებებს ხშირად გამოწვევებიც ერთი

აქვთ და, ჰარმონიული თანამშრომლობის შემთხვევაში, რისკების პრევენციასაც ეფექტიანად ახერხებენ. ამ თანამშრომლობაში, ჰარმონიული მსოფლიოს ფორმირების თვალსაზრისით, განათლებას ყოველთვის განსაკუთრებული სიტყვა ეთქმოდა და ეთქმის.

სწორედ მსოფლიო ჰარმონიის უზრუნველსაყოფად, განათლების გზით დღევანდელი

და ხვალინდელი საზოგადოებების დემოკრატიის მხარდასაჭერად, ევროპის საბჭოს

მიერ განათლების ახალი სტრატეგია შემუშავდა, რომელიც წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ 2023 წლის სტრასბურგის მინისტერიალზე დამტკიცდა და 2030 წლამდე

განათლების ევროპული ორიენტირებიც განისაზღვრა.

წინამდებარე ნომერი სწორედ ახალ სტრატეგიას წარმოგიდგენთ, სადაც მსწავლელი

კიდევ უფრო პრიორიტეტულ ადგილს იკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო

ნარატივში.

გარდა ამისა, მოცემული ნომერი გაცნობთ ესტონეთის გამოცდილებას. ესტონეთის

განათლების სისტემის სასწაული ბევრი ქვეყანის ყურადღებას იპყრობს ბოლო წლებია.

როგორ მოახერხა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ საერთაშორისო თვალსაზრისით თვალსაჩინო საგანმანათლებლო წარმატების შექმნა და შენარჩუნება, რას ეყრდნობა ეს გამოცდილება და რა ინვესტიციები იდება ესტონურ განათლებაში, ვფიქრობთ, ქართული

სკოლებისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, დღიდან ჩვენ შევეცდებით, ყველა ნომერში მოვიტოვოთ სივრცე

ე.წ. ესტონური გაკვეთილებისთვის. ესტონურ გამოცდილებას საქართველოში ესტონეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გაგაცნობთ და შევეცდებით, სკოლებს შორის

თანამშრომლობასაც აქტიურად შევუწყოთ ხელი.

დიდი იმედი გვაქვს, ევროპის საბჭოს განათლების ახალი სტრატეგია დაეხმარება ჩვენს

მკითხველს, საერთაშორისო პრიორიტეტებში გამოარჩიოს საკუთარი საქმიანობის

მიზნები, მით უფრო, რომ ჩვენი ეროვნული გზა უფრო და უფრო მკაფიოდ ევროპული

ხდება; ხოლო ესტონური წარმატებით შთაგონებულმა კი ყველა ძალისხმევას მიმართოს

უფრო მეტი საგანმანათლებლო პროგრესის მისაღწევად.

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი