კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის მეოთხე ნომერი გამოიცა!

ვწერ და ვშლი. სათქმელი ბევრია, მაგრამ სიტყვებში მისი მოქცევა – ძნელი, ამიტომ რედაქტორის წერილი მოკლე იქნება.

აღარ მიყვარს ზაფხული.

წინათ ის არდადეგებთან, სოფელში გატარებულ მშვიდ და ბედნიერ დღეებთან ასოცირდებოდა, ამიტომ ყოველთვის ვჩქარობდი და ვაჩქარებდი დროს.

ახლა აღარ მიყვარს. ზაფხულს მოჰყვება მოზარდების მდინარესა თუ ზღვაში დახრჩობის შემზარავი ამბები.

წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით სასტიკი აღმოჩნდა და შოვის ტრაგედიამ პირგამეხებული დაგვტოვა.

სინამდვილის გააზრება წარმოუდგენელია. ვერაფერი გადაფარავს იმ კადრებს, რომლებსაც ტრაგედიის დღეებში თვალს ვერ  ვუსწორებდით. ვერც გარდაცვლილთა ფოტოებს და ვერც გადარჩენილთა სახეებს.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ღირებულებებზე განათლებაში.

ეს ღირებულებები განყენებული ცნებები არ არის. ისინი უკავშირდება ადამიანს და საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ.

ტრაგედიის შემდეგ გადარჩენილები გაცილებით რთულ გარემოებებს უმკლავდებიან და მათ, გარდა სამძიმრისა და გლოვის დღეების გამოცხადებისა, სხვაგვარი მხარდაჭერაც სჭირდებათ.

არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს, როგორ გავამხნეოთ ისინი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა კლავს. სტიქია დაუნდობელი და გაუთვალისწინებელია, მაგრამ ღირსება და თანაგრძნობა მან არ უნდა ჩაიტანოს.

გადარჩენის გზებიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ არა სტიქიურად – თანმიმდევრულად და სიყვარულით.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნან მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მაია ჯალიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე,  ირმა ტაველიძე, ირმა კახურაშვილი, მაია მენაბდე, გიტა თვალაბეიშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, ინა იმედაშვილი, ნათია უჩავა, მარიამ გოდუაძე, ნათელა ბაღათრიშვილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #4

ჟურნალი “მასწავლებელი” #4 -2023

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი