გრძელვადიან სამიზნე ცნება „ტექსტზე“ მუშაობის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ხდება, როცა კომპლექსური დავალება თემაში მოცემულ რამდენიმე ტექსტზე დაყრდნობით სრულდება.
გთავაზობთ დაწყებითი განათლების ექსპერტის, ქ-ნი ნინო ვაშალომიძის მიერ შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს მეორე კლასისთვის.
თემა: ბუნება და ადამიანი (ქართული ენა – ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე).
ტექსტები: ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“,
ანა ხახუტაშვილის მოთხრობა „უჩინარი მთესველები“.
გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები
- ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
- ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
- ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.
ქვეცნება – მხატვრული ჟანრი (მოთხრობა)
შუალედური სასწავლო მიზანი
საკითხი – ნიკო კეცხოველის მოთხრობიდან „ია და ჭიანჭველა“ საინტერესო დეტალის შერჩევა წიგნის სანიშნისთვის.
ქვესაკითხები – მოთხრობების – „ია და ჭიანჭველა“ და „უჩინარი მთესველები“ – თემა, დედააზრი, პერსონაჟები, დეტალები; სანიშნი, მისი მახასიათებლები;
საკვანძო შეკითხვა – როგორ, რა ხერხების გამოყენებით გავიგო ტექსტი?
როგორ შევარჩიო მოთხრობიდან საინტერესო დეტალი წიგნის სანიშნისთვის?
კომპლექსური დავალების პირობა – წიგნის სანიშნი
შექმენი წიგნის სანიშნი, რომელზეც წარმოაჩენ შენთვის საინტერესო, მოსაწონ დეტალს ან დეტალებს შესწავლილი ნაწარმოებებიდან. სანიშნის შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო ფერადი ქაღალდები და ქსოვილები, წარწერები, ნახატები ან სურათები.
შეფასების კრიტერიუმები –
ნაშრომში წარმოაჩინეთ:
- რით უკავშირდება შენი სანიშნი შესწავლილ ნაწარმოებებს (ტ. 1, 2, 3);
- რა საშუალებები გამოიყენე საინტერესო დეტალის/დეტალების გამოსაკვეთად (ტ.2, 3);
- რით არის შენ მიერ შერჩეული დეტალი/დეტალები საინტერესო და მოსაწონი (ტ.1)
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)
ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
წინარე ცოდნის გააქტიურება
- გინახავთ თუ არა უცნაურ ადგილზე ამოსული მცენარე? (კლდეზე, სახლის სახურავზე, კედელზე, ნანგრევებზე, ასფალტზე)?
- თუ გიფიქრიათ, საიდან მოხვდა ის ამ ადგილას?
აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება
- გინახავს თუ არა წიგნის სანიშნი?
- გარდა წიგნის გვერდის ჩანიშვნისა, კიდევ რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება?
- ადრეც ხომ არ შეგიქმნია წიგნის სანიშნი? რისთვის იყენებდი? რა ეწერა ან ეხატა ზედ?
- თქვენი სიტყვებით ახსენით, რას მოითხოვს დავალება?
- რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
- რის შესწავლა დაგჭირდებათ?
- თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
- რაში დაგჭირდებათ დახმარება?
ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
ნაბიჯი 1. როგორ, რა ხერხების გამოყენებით გავიგო ტექსტი? რით არის შენ მიერ შერჩეული დეტალი/დეტალები საინტერესო და მოსაწონი (ტ.1)
ქვესაკითხები: მოთხრობების თემა, პერსონაჟები, დეტალები;
რესურსები და აქტივობები:
რესურსი 1. ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“
რესურსი 2. გამოცანები იასა და ჭიანჭველაზე:
გაზაფხულზე გვესტუმრება,
ნაზი, მორცხვი, ლურჯთვალება,
გზას და შარას ერიდება,
ბუჩქის ძირას იმალება.
(ია)
პაწაწინა მწერია, დიდ ტვირთს ისე დაათრევს,
ღამით სულ არ იძინებს, გგონიათ ემძიმება?
მხოლოდ მაშინ ისვენებს, ისეთი შავტუხაა,
თუ ეზოში იწვიმებს. ყველას გაგეცინებათ.
(ჭიანჭველა)
აქტივობა 1. გამოცანების გამოცნობა
აქტივობა 2. გონებრივი იერიში
აქტივობა 3. ვარაუდების გამოთქმა ტექსტის სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით
აქტივობა 4. საჩვენებელი/სამოდელო კითხვა
აქტივობა 5. ტექსტის ირგვლივ კითხვებზე პასუხი
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
- როგორ გამოვიცნოთ გამოცანა, რას უნდა დავაკვირდეთ? ( აქტ.1)
- რა იცი იის შესახებ? (აქტ. 2)
- რა იცი ჭიანჭველას შესახებ?
- რომელ ნაწარმოებში გვხვდება ჭიანჭველა, ია?
- შენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? (აქტ. 3)
- რას გეუბნება სათაური, ილუსტრაცია შინაარსის შესახებ?
- რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
- გაზაფხულის მახარობელი რომელი ყვავილები აყვავდა? (აქტ. 5)
- კიდევ რომელი ყვავილები ამოდის ადრეულ გაზაფხულზე?
- რა შენიშნა გიამ ერთი ბუჩქის ძირას?
- რამ დააინტერესა გია?
- რის გაკეთება ურჩია მამამ გიას?
- რა დატოვა ხელისგულზე ჭიანჭველამ?
- როგორ აუხსნა მამამ გიას, რატომ/რისთვის დარბიან ჭიანჭველები ბილიკზე?
- რას მიხვდა გია მამასთან საუბრის შემდეგ?
- რას გადმოგვცემს მწერალი – შესაძლებელ თუ დაუჯერებელ ამბავს?
რესურსი 3. „სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა“
აქტივობა 6. ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის დადგენა.
აქტივობა 7. სქემის შევსება ახლად ნასწავლი სიტყვის (მახარობელი/ბუდე/ბილიკი) გამოყენებით.
აქტივობა 8. შერჩეული ეპიზოდის გამომსახველობითად წაკითხვა.
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
- რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოსაცნობად? (კონტექსტზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა? ლექსიკონში მოძებნა?) (აქტ. 6)
- რას ნიშნავს სიტყვა მახარობელი?
- საიდან მიხვდით უცნობი სიტყვის – „მახარობელი” მნიშვნელობას?
- რა არის ბუდე?
- რომელი ფრინველი იკეთებს ბუდეს დაბლა, მინდვრებში?
- რომელი ფრინველი იბუდებს ხის ფუღუროში?
- რომელი ფრინველი იბუდებს კლდის თავზე?
- ბუდეს მხოლოდ ფრინველთა სახლს ვუწოდებთ?
- სხვანაირად როგორ იტყოდით: „საზრდოდ ინახავენ“? მოიფიქრე ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
- როგორ გესმით „ხან აქეთ ეცა, ხან-იქით“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? საიდან მიხვდი ამას?
- როგორ შეძლებ „სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემის“ შევსებაზე მუშაობას? (აქტ. 7 )
- რა უნდა გაითვალისწინო სქემაზე მუშაობისას?
- როგორ განმარტავ სიტყვას?
- რა მაგალითს მოიყვან, რა გახსენდება ან წარმოგიდგება თვალწინ, როცა ეს სიტყვა გესმის?
- როგორ გამოვხატო მთხრობლის, პერსონაჟის გრძნობები, ემოციები? (აქტ. 8 )
- რა მეხმარება პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში? როგორ მეხმარება?
რესურსი 4 . ანა ხახუტაშვილის მოთხრობა „უჩინარი მთესველები“
რესურსი 5. სიტყვის/ცნების რუკა
რესურსი 6. გრაფიკული მაორგანიზებელი „დაამყარე კავშირი“
აქტივობა 9. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა
აქტივობა 10. მოთხრობის კითხვა პაუზებით
აქტივობა 11. ტექსტის ირგვლივ კითხვებზე პასუხი
აქტივობა 12. ლექსიკაზე მუშაობა, სქემის შევსება ახლადნასწავლ სიტყვაზე „ქონგური“
აქტივობა 13. პარალელების გავლება გარე სამყაროსთან (სქემის „დაამყარე კავშირი“ შევსება)
აქტივობა 14. მოთხრობების „ია და ჭიანჭველა“ და „უჩინარი მთესველები“ შედარება
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
- რას მეუბნება ტექსტის სათაური? (აქტ. 9)
- რას მეუბნება ილუსტრაცია?
- რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
- რა დასკვნების გამოტანა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შესახებ?
- ვინ ვის ესაუბრება ამ მოთხრობაში? (აქტ. 11)
- რა შეკითხვა დასვა გაკვირვებულმა ბავშვმა?
- წელიწადის რომელი დროა მოთხრობაში აღწერილი?
- რა შეადარა მწერალმა გვირგვინს?
- „ვის“ უწოდა დიდედამ „ორი“ მებაღე“?
- შენი აზრით, რატომ შეურჩია მწერალმა მოთხრობას სათაურად „უჩინარი მთესველები“?
- რას ნიშნავს სიტყვა „უჩინარი“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას? (აქტ. 12)
- რას ნიშნავს სიტყვა „შემკობა“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას?
- რას ნიშნავს სიტყვა „ქონგური“? სხვანაირად როგორ იტყვი ამას?
- რას ნიშნავს გამოთქმა „თესლი ხარობს“?
- როგორ შეავსებ „სიტყვის ცნების რუკას“ ?
- როგორ განმარტავ შენ მიერ შერჩეულ სიტყვას?
- რას გახსენებს ეს ტექსტი ბუნებასთან დაკავშირებით? შეგიმჩნევია, გინახავს ტექსტში აღწერილის მსგავსი რამ? (აქტ. 13 )
- რით ჰგავს და რით განსხვავდება მოთხრობები ,,ია და ჭიანჭველა“ და ,,უჩინარი მთესველები“ ერთმანეთისგან? (აქტ. 14 )
- რით/რა დეტალებით ჰგავს ეს ორი ტექსტი ერთმანეთს?
- გარდა დეტალებისა, კიდევ ერთი მთავარი რამით ჰგავს ეს ორი ტექსტი ერთმანეთს. შენი აზრით, რა არის ეს მთავარი რამ?
ნაბიჯი 2. ქვესაკითხები – სანიშნი, ტექსტის საგულისხმო დეტალი; რით უკავშირდება შენი სანიშნი შესწავლილ ნაწარმოებს? (ტ. 1, 2, 3); რა საშუალებები გამოიყენე საინტერესო დეტალის გამოსაკვეთად? (ტ. 3);
ქვესაკითხები: მოთხრობების თემა, დედააზრი, სანიშნი, მისი მახასიათებლები;
რესურსები და აქტივობები:
რესურსი 1. ნიკო კეცხოველის მოთხრობა „ია და ჭიანჭველა“
რესურსი 2. სქემა „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“
რესურსი 3. წიგნის სანიშნის ფოტოები
რესურსი 4. ვიდეო-რგოლი წიგნის სანიშნეების შექმნის შესახებ.
რესურსი 5. მოსწავლეთა ნამუშევრები
რესურსი 6. კრიტერიუმების ბადის ნიმუში
გ= გასაუმჯობესებელია
კ=კარგია |
||
|
მე | მასწავლებელი ან თანაკლასელი |
ნამდვილად უკავშირდება თუ არა შენი სანიშნი მოთხრობას? | ||
კარგად არის გამოკვეთილი შენ მიერ შერჩეული დეტალი? | ||
რა არის გასაუმჯობესებელი? ————————————————- |
აქტივობა 1. მოთხრობის დედააზრის გასააზრებლად, ტექსტთან მიბრუნება და მინიშნებაზე დაკვირვება.
აქტივობა 2. სქემის – „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“ შევსებაზე ინდივიდუალური მუშაობა.
აქტივობა 3. წიგნის სანიშნის ფოტოების შედარება და მახასიათებლების გამოკვეთა.
აქტივობა 4. ვიდეორგოლის ნახვა წიგნის სანიშნების შექმნის შესახებ.
აქტივობა 5. დეტალების შერჩევა სანიშნისთვის.
აქტივობა 6. წიგნის სანიშნეზე დამოუკიდებლად მუშაობა (შესაძლოა, საშინაო დავალება იყოს).
აქტივობა 7. თვითშეფასება კრიტერიუმების ბადის საფუძველზე.
აქტივობა 8. ნამუშევრის გაუმჯობესება, ბოლო ვარიანტის მომზადება და წარდგენა.
აქტივობა 9. ნამუშევრების წარდგენა.
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
- როგორ გესმით მოთხრობის ბოლოს გიას მიერ ნათქვამი ფრაზა – „ჭიანჭველები იის გავრცელებას ხელს უწყობენ!“ ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას? (აქტ. 1)
- უკავშირდება თუ არა გიას სიტყვები მოთხრობის დედააზრს? რით? რატომ ფიქრობთ ასე?
- ჭიანჭველები მხოლოდ იის გავრცელებას უწყობს ხელს თუ სხვა მცენარეებისაც? ახსენი, რატომ ფიქრობ ასე?
- კიდევ რომელ მწერს მოაქვს სარგებლობა?
- რა სარგებლობა მოაქვს? საიდან იცი?
- რის თქმა უნდოდა ამ მოთხრობით ავტორს – რა არის ამ მოთხრობის დედააზრი? რატომ ფიქრობ ასე?
- ვის აქვს განსხვავებული თვალსაზრისი?
- ამ ამბის დედააზრის გამომხატველი რაიმე ანდაზა ხომ არ გახსენდებათ?
- როგორ შეავსებ სქემას „მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი“? (აქტ.2)
- შენი აზრით, რომელია მოთხრობის ყველაზე ემოციური ეპიზოდი?
- როგორ დაასათაურებ ამ ეპიზოდს?
- რა გრძნობაა გადმოცემული ამ მონაკვეთში? (მიხვედრის, რაღაცის შეცნობის სიხარული);
- რა ფიქრი აღგიძრა?
- რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი ფოტოზე მოცემულ წიგნის სანიშნებს? (აქტ. 3)
- ვიდეო-რგოლში ნანახი სანიშნის მსგავსი სანიშნი თავადაც ხომ არ შეგიქმნია? გაიხსენე, როგორი იყო ( აქტ. 4);
- რა დაგჭირდება წიგნის სანიშნის დასამზადებლად? (აქტ. 5)
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წიგნის სანიშნეზე მუშაობისას?
- რით და როგორ გავაუმჯობესო ნამუშევარი?
კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი მოსწავლეთა რეფლექსიის უნარის განვითარებისა და წინსვლის ხელშესაწყობად:
ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით
- რატომ ფიქრობ, რომ შენი ნაშრომი წიგნის სანიშნია?
- უკავშირდება თუ არა შენი წიგნის სანიშნი ტექსტების შინაარსს/ მთავარ სათქმელს? რით?
- რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
- რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?
აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე
- რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
- როგორ შეარჩიე საინტერესო დეტალი? რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?;
- რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
- რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
- გასაგები იქნება თუ არა შენი წიგნის სანიშნი მკითხველისთვის?
აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;
- რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
- მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
- ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
- იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება?
- შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
- რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?