ბლუმის საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომია, არის იერარქიული კლასიფიკაციის სისტემა კოგნიტური უნარებისთვის, რომელიც შეიქმნა ბენჯამინ ბლუმისა და მისი კოლეგების მიერ 1956 წელს. ეს არის მოდელი, რომელიც ხელს უწყობს გონებრივი აქტივობის დონის ორგანიზებას და სტრუქტურას, დაწყებული მარტივი, დაბალი დონიდან უფრო რთულ და უმაღლეს დონემდე.
ბლუმის ტაქსონომიის იერარქიაში განასხვავებენ შემდეგ დონეებს:
აზროვნების ქვედა დონე–ცოდნა, გაგება, გამოყენება
ცოდნა–ფაქტების, ტერმინების, ცნებების ან იდეების გაგება მათი ინტერპრეტაციისა და გამოყენების გარეშე. მაგალითები: ფაქტების ჩამოთვლა, ტერმინების განმარტება.
ზმნები:
ჩამოთვალეთ
|
მოახდინეთ კატეგორიზაცია
|
შეადგინეთ ნუსხა
|
აღადგინეთ ინფორმაცია
|
|
განსაზღვრეთ
|
მიუსადაგეთ
|
გაიხსენეთ
|
გამოთქვით მოსაზრება | მოიყვანეთ ციტატა |
გაიმეორეთ | დაასახელეთ | დაადგინეთ | მოახდინეთ იდენტიფიცირება
|
კითხვები: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რამდენი?
აქტივობა: განსაზღვრე პირის ნაცვალსახელების პირი და რიცხვი. დავალების სანახავად გადადით ბმულზე – https://learningapps.org/display?v=ppkr3kwmt22
- გაგება (გააზრება):–მასალის არსში წვდომის, ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარის სიტყვებით ახსნის, ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარი
ზმნები:
შეიტანეთ ცვლილებები
|
გადმოეცით მთავარი აზრი
|
დაახასიათეთ | წარმოსახეთ
|
დააკავშირეთ
|
ახსენით
|
წარმოთქვით
ხელახლა |
მოახდინეთ ინტერპრეტაცია
|
გაიმეორეთ | სცადეთ პერიფრაზირება
|
დაასახელეთ მაგალითები | გარდაქმენით
|
ჩაანაცვლეთ
|
წარმოაჩინეთ სიმბოლოებით | განასხვავეთ |
მიაკვლიეთ
|
აღწერეთ
|
გადაანაცვლეთ
|
განმარტეთ | სცადეთ ილუსტრირება
|
ამოირჩიეთ | შეცვალეთ ფრაზა
|
ივარაუდეთ |
|
აქტივობა: მიუსადაგე უკუქცევითი ზმნა შესაბამის უკუქცევით ნაცვალსახელს. დავალების სანახავად გადადით ბმულზე – https://learningapps.org/display?v=pgn4c9e5t23
- გამოყენება–ცოდნის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად და ამოცანების შესასრულებლად. ნასწავლის ახალ და კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების უნარი
ზმნები:
მიუსადაგეთ | მოახდინეთ ორგანიზება | მოახდინეთ დემონსტრირება | სცადეთ | გადაწყვიტეთ
|
მოახდინეთ კლასიფიცირება | გამოთვალეთ | დაამტკიცეთ | მოამზადეთ | |
აჩვენეთ | წარმოადგინეთ | შექმენით რუკა | შექმენით სქემა | |
აღმოაჩინეთ | დააკავშირეთ | გამოიყენეთ | განჭვრიტეთ |
კითხვები: რამდენი? რომელი? რა არის?
აქტივობა: დააკავშირე ზედსართავი სახელი არსებითთან. დავალების სანახავად გადადით ბმულზე – https://learningapps.org/display?v=pif1c0k7222
აზროვნების ზედა დონე–ანალიზი, სინთეზი, შეფასება
- ანალიზი–მთლიანობის დაშლა მის შემადგენელ ნაწილებად და მათი ერთმანეთთან ურთიერთობის გაგება. მაგალითები: მონაცემთა ანალიზი, ურთიერთობების იდენტიფიკაცია.
ზმნები:
დაარწმუნეთ | მოახდინეთ დიაგნოსტირება | გამოყავით ძირითადი | მოახდინეთ დიფერენცირება | შეადგინეთ დიაგრამა |
გაანალიზეთ | შეამოწმეთ | მიუთითეთ | გამოყავით | განასხვავეთ |
შეაერთეთ | დაყავით | შეამცირეთ | დაანაწევრეთ | იპოვეთ |
გამოიტანეთ დასკვნა | დაახარისხეთ | განაცალკევეთ | განსაზღვრეთ |
კითხვა: რატომ?
აქტივობა: იპოვე არსებითი საელები, რომლებიც პასუხობენ კითხვაზე „ვინ?“ და „რა?“ დავალების სანახავად გადადით ბმულზე –
https://learningapps.org/display?v=pfaou4x4j23
- სინთეზი–ელემენტების ან იდეების შერწყმა ახალი მთლიანობის შესაქმნელად. მაგალითები: ჰიპოთეზის შექმნა, პროექტის განვითარება.
ზმნები:
მოახდინეთ კომბინირება | მოიფიქრეთ | დაგეგმეთ | შექმენით პროექტი | გადაწერეთ |
დააგროვეთ | გაამრავალფეროვნეთ | მოახდინეთ მოდიფიცირება | დაწერეთ | მოახდინეთ სინთეზირება |
შეადგინეთ | განავრცეთ | მახდინეთ ფორმულირება | ჩამოაყალიბეთ | |
დააფიქსირეთ თქვენი აზრი | განაზოგადეთ | განავითარეთ | შეამოწმეთ | |
შექმენით | მიეცით დასრულებული სახე | გადმოეცით აზრი | შეასწორეთ | |
მოახდინეთ კონსტრუირება | გამოიგონეთ | გადაახარისხეთ | გადმოეცით თეორიულად |
კითხვები: კიდევ როგორ შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტა? მდგომარეობის გაუმჯობესება? რა მოხდება, თუ?
- შეფასება–მსჯელობა, განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე განსჯის შეფასება და ფორმირება. მაგალითები: შესრულებულის შეფასება, გადაწყვეტილების მიღება.
ზმნები:
შეაფასეთ | შეაპირისპირეთ | დაწერეთ რეცენზია | აწონ-დაწონეთ | დაასაბუთეთ |
გამოიტანეთ დასკვნა | გამოიტანეთ აზრი | იმსჯელეთ | გააკრიტიკეთ |
კითხვები: ეთანხმები თუ არა? რომელია უფრო მნიშვნელოვანი? ღირებული?
ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების ზედა დონის სამივე საფეხურის წარმატებით გავლის შედეგია კომპლექსური დავალების შესრულების შედეგად მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც კომპლექსური დავალების აუცილებელი ელემენტია და მოსწავლის მხრიდან მოითხოვს შემეცნებითობასა და შემოქმედებითობას. აღნიშნული კი მოსწავლეს ეხმარება გადავიდეს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების მესამე-უმაღლეს კატეგორიაზე, რომელიც მოიცავს მოსწავლის:
- კრიტიკულ აზროვნებას
- შემოქმედებით აზროვნებას
- თვითშემეცნებას
მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტი კი შეიძლება იყოს:
- წერილობითი
- ზეპირი
- ვიზუალური
- დამზადებული
- კომბინირებული, კერძოდ:
წერილობითი | ზეპირი | ვიზუალური | დამზადებული | კომბინირებული |
ესე | დისკუსია | სქემა | ბუკლეტი | პროექტი |
სტატია | დებატი | დიაგრამა | მოდელი | კვლევა |
თხზულება | მოხსენება | ნახატი | ვიდეო | პრეზენტაცია |
წერილი | ინტერვიუ | ნახაზი | აუდიო | ექსპერიმენტი |
მოხსენება | პოსტერი | ცდის შედეგი | ||
ინსტრუქცია | გრაფიტი | კონსტრუქცია | ||
კითხვარი | ინფოგრაფიკა | გამოფენა | ||
პლაკატი | ||||
რუკა | ||||
სლოგანი |
ბლუმის ტაქსონომია ფართოდ გამოიყენება განათლებაში სასწავლო მიზნების განვითარებისთვის, დავალებების შესაქმნელად და მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად. ის ეხმარება მასწავლებლებსა და მასწავლებლებს მოსწავლეების აზროვნების პროცესების სტიმულირებაში და ხელს უწყობს მასალის უფრო ღრმა ათვისებას.
გამოყენებული ლიტერატურა
- Aandrew churches – Bloom’s Digital Taxonomy
- Мурзагалиева А.Е., Утегенова Б.М. Сборник заданий и упражнений. Учебные цели согласно таксономии Блума / А.Е. Мурзагалиева, Б.М. Утегенова. – Астана: АОО «Назарбаев Интеллектуальные школы» Центр педагогического мастерства, 2015.