2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.
პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების გაცნობასა და გააზრებაში.
მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება – კრიტიკული აზროვნებისთვის.
როცა სწავლება კრიტიკული აზროვნების პრინციპებზე დგას, თითოეული ადამიანი თავად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალურია. ჩვენ საკმარისი თავისუფლება უნდა გვქონდეს, რომ ვიფიქროთ და დამოუკიდებლად გადაჭრათ სხვადასხვა სირთულის საკითხები.