სამოდელო გაკვეთილებიდან პრობლემაზე ორიენტირებული, ინტეგრირებული და ინოვაციური გაკვეთილების დაგეგმვის გამოცდილება კოლეგებს სხვადასხვა სტატიაში უკვე გავუზიარე. ამჯერად ვისაუბრებ გაკვეთილის დაგეგმვაზე, რომელიც ორიენტირებულია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმასა და დამხმარე რესურსებს, რომელთა ნიმუშის სახით გამოყენება შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა გათვლილია კლასკომპლექტისთვის, სადაც გათვალისწინებულია დიფერენცირებული სწავლებაც, მისი მცირე მოდიფიცირებით გამოყენება კოლეგებს ცალკეულ დაწყებით კლასებშიც შეეძლებათ.
- როგორ დავგეგმოთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ასეთი ტიპის სწავლების დანერგვას სკოლებში გარკვეული სირთულეები ახლავს. კერძოდ, ერთ-ერთი მიზეზი სათანადო დამხმარე რესურსების სიმწირეა, რომლებიც მასწავლებლებს თავიანთ საგანში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარებოდა. ამიტომაც, სტატიაში ყურადღება გავამახვილე რესურსების მრავალფეროვნებაზე.
უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმიდან აყალიბებს იდეას, შემდეგ კი აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების ურთიერთკავშირს. სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს ხელმისაწვდომი რესურსები, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სახელმძღვანელოს მიღმა – კომპიუტერული პროგრამები თუ სხვა ვიზუალური საშუალებები. შემდეგ კი იგეგმება გაკვეთილი. ამ დროს აუცილებლად უნდა გაირკვეს, რომელი კომპეტენციები აქვთ მოსწავლეებს უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია ერთი გაკვეთილის ფარგლებში რომელიმე ერთი კომპეტენციის სათანადოდ განვითარება. ქვემოთ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმის სცენარში მოცემული აქტივობები და შესაბამისი რესურსები ორიენტირებულია რაოდენობრივი და ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე.
- წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შედგენილ გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რესურსებს:
კლასი/კლასები | 1-2 კლასი (კლასკომპლექტი) | |||||||||||||||||||
საგანი/გაკვეთილის თემა | მათემატიკა – 1 კლასი – „ჩვენი ფული“
მათემატიკა – 2 კლასი – „ჩვენი ფული“
|
|||||||||||||||||||
წინარე ცოდნა
|
ამ გაკვეთილამდე მოსწავლეებს უკვე უნდა ჰქონდეთ პროგრამა „eLearning“–ში მუშაობის გამოცდილება. იცოდნენ ფაილის მიღება, შენახვა და უკან დაბრუნება.
|
|||||||||||||||||||
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები | მიზანი:
1 კლასი მოსწავლეები უნდა გაეცნონ ეროვნული ფულის ნიშნებს 20–ის ფარგლებში და განასხვაონ და დაასახელონ ისინი (მონეტები და ბანკნოტები);
2 კლასი მოსწავლეები უნდა გაეცნონ ეროვნული ფულის ნიშნებს 100–ის ფარგლებში და განასხვაონ და დაასახელონ ისინი (მონეტები და ბანკნოტები).
ესგ-ის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები: 1 კლასი: მათ.I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენება · ის განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20–ის ფარგლებში;
2 კლასი: მათ.II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას. · განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100–ის ფარგლებში).
|
|||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი |
|
|||||||||||||||||||
სასწავლო რესურსები | სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, მოსწავლეთა ბუკები, ინტერნეტი.
მასწავლებლის მომზადებული რესურსები: რესურსი #1. „შევკრიბოთ მონეტები“ პირველი კლასისთვის; რესურსი #2. „მათემატიკური თავსატეხი“ მეორე კლასისთვის; რესურსი #3. კომპიუტერული პროგრამით გასაგზავნი დავალება – პირველი კლასისთვის; რესურსი #4. კომპიუტერული პროგრამით გასაგზავნი დავალება – მეორე კლასისთვის; რესურსი #5. სიუჟეტური ნახატები „მაღაზიაში“ – პირველი და მეორე კლასისთვის. |
|||||||||||||||||||
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
დიახ | არა |
მოსწავლეს შეუძლია მონეტებისა და ბანკნოტების გარჩევა (1 კლასი – 20–ის ფარგლებში, მეორე კლასი – 100–ის ფარგლებში). | ||
მოსწავლეს შეუძლია სწორად გამოიყენოს მონეტები და ბანკნოტები როლურ თამაშებში.
|
||
მოსწავლე ავლენს ელემენტარულ კომპიუტერულ უნარ–ჩვევებს დავალების შესასრულებლად (მაუსის გამოყენება, ფაილის მიღება, შენახვა, უკან დაბრუნება).
|
- დასკვნა
მინდა აღვნიშნო, რომ გაწერილი აქტივობები ითვალისწინებს მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და შესაძლებლობებს. კერძოდ, მოსწავლეები უკვე ცნობენ რიცხვებს 20–სა (I კლასი) და 100–ის ფარგლებში (II კლასი) და შეუძლიათ ამ რიცხვების ფარგლებში შეკრება–გამოკლების მოქმედებების შესრულება. გარდა ამისა, ჩემ მიერ შექმნილი რესურსებიც ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. ნახატები „მაღაზიაში“ ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და სახალისოა. ვორდის სავარჯიშოები კი, რომლებიც ბუკებშია შესასრულებელი, ითვალისწინებს მაუსის გამოყენებით ცხრილის შესაბამის უჯრებში მოცემული ნახატების, მონეტებისა და ბანკნოტების ჩასმას; კლასის მართვის პროგრამით მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალების შესრულება კი – ფაილის მიღების, შენახვისა და უკან დაბრუნების ფუნქციების გამოყენებას.
ამრიგად, გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობები და დამხმარე რესურსები ხელს შეუწყობს როგორც რაოდენობრივი, ასევე, ციფრული კომპეტენციების განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.
ნინო დათუკიშვილი
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი