შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
31 ოქტომბერი, შაბათი, 2026

ლიტერატურული კონკურსის შედეგები ცნობილია!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ  “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს , ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურულ კონკურის მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ დასრულდა:

დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამაირთა :

 

გამოვლინდა  სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ:

 

I ადგილი  – ეკა ქევანიშვილი– მე არ ვარ, მასწ

II ადგილი – ზურა აბაშიძე– საშტატო ერთეულები

III ადგილი –  ლუკა ბაქანიძე – ისროდნენ, მასწ

 

გამარჯვებულებს ლიბერთი ბანკისაგან გადაეცათ ფულადი პრემია და „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან“ – პერსონალური პორტატიული კომპიუტერები.

 

კონკურსის მხარდამჭერების და პარტნიორების პრიზები გადაეცათ:

 

„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის”– პრიზი- თორნიკე ჭელიძეს-  “ჯავახეთის დღიური“

 

გამომცემლობა „ინტელექტის“  პრიზი- ინა არჩუაშვილის- „დედუკა ბექაური“ და

ნინია სადღობელაშვილის-  ვერცხლის სამაჯური

 

გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში“ –  პრიზები გადაეცა- ლევან ლორია -„კურუმ, კურუმ“ და დიანა ანფიმიადს – „კავშირი“

კონკურსის საუკეთესო ათეულს სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალმა „მასწავლებელმა“ და ინტერნეტგაზეთმა „mastsavlebeli.ge“-მ.

კონკურსის ორგანიზატორები, განსაკუთრებულ მადლობას უხდის “ლიბერთი ბანკს”  მხარდაჭერისათვის ასევე კონკურსის პარტნიორებს.

 

განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს: ნენე  კვინიკაძეს,  ლევან ბერძენიშვილს, ზვიად კვარაცხელიას, დავით გაბუნიას, მარი კორინთელს  გაწეული სამუშაოსათვის.

დიდი მადლობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, მასპინძლობისთვის და  მხარდაჭერისთვის.

საუკეთესო ათეულის მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ზე.

 

~

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

დამალული მათემატიკა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“