ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა “კენწერო”

სწავლის ძირი ყოველთვის გვემწარება, რადგან ის როგორც წესი, ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ზოგჯერ ღირებულება და ხარჯია მაღალი, ზოგჯერ სასურველი მასწავლებლის პოვნაა რთული, ხანაც ჩვენი კომფორტის ზონის დატოვება გვიჭირს. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში რომ გაგვეერთიანებინა,  შეიქმნა – “კენწერო”, ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სრულიად უფასოდ, გამოცდილი და სანდო ექსპერტების ცოდნის  გაზიარების შესაძლებლობას იძლევა სახლიდან გაუსვლელად.  გჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი და ახალი ცოდნის მიღების სურვილი.

ართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა კენწერო

როგორ შეიქმნა “კენწერო”?

 

“კენწეროს/” შექმნის იდეა პანდემიის დაწყებასა და სწავლის ონლაინ გადასვლასთან ერთად გაჩნდა. ჯერ კიდევ  რთულია ონლაინ ქართული რესურსების მოძიება, განსაკუთრებით ვიდეო რესურსების, აი ისეთების, ძირითადად youtube-ზე ან სოციალური მედიის საშუალებით რომ გვხვდება ხოლმე, სადაც მოკლედ და საინტერესოდაა გადმოცემული და  ახსნილი ესა თუ ის საგანმანათლებლო და სასწავლო საკითხები. სწორედ ამიტომ, გაჩნდა იდეა, რომ  რესურსები ქართულადაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო და შეიქმნა პლატფორმა „კენწერო:, სადაც თქვენ შეხვდებით ორიგინალ ვიდეო შინაარსს, საინტერესო ბლოგებს:

ბლოგები

სახალისო ქვიზებსა და სხვადასხვა თემატიკის ვიდეო კონფერენციებზე დასწრების შესაძლებლობებს. რაც მთავარია,“ კენწერო“ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის მომხმარებელი იოლად იპოვის მისთვის საინტერესო თემებს.

სკოლები

 

რას გთავაზობთ კენწერო?

„კენწერო“ ამ ეტაპზე სამ მიმართულებას გთავაზობთ. ესენია: დემოკრატიზაცია და კარგი მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები და აქტიური მოქალაქეობა და ლიდერობა. თითოეული მათგანი სხვადასხვა სფეროში საბაზისო ცოდნის შეძენასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ. ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება, აქ შექმნილი რესურსები მასწავლებლებს და მოსწავლეებს ამ მიმართულებითაც  ძალიან დაეხმარება.

დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის მიმართულება თქვენთვისაა, თუ მარტინ ლუთერ კინგი თქვენი კუმირია, ხოლო პლატონის სახელმწიფო თქვენი სამაგიდო წიგნი. მართლა კი არა, არ არის აუცილებელი ამ ორიდან რომელიმე იცოდეთ, მთავარია ისტორია კარგ მმართველობასთან, არჩევნებთან, დემოკრატიასთან დაკავშირებული ნიუანსები და ადამიანის უფლებები გაინტერესებდეთ, დანარჩენს ვიდეოებიდან გაიგებთ.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და მასში თავმოყრილი კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო და ევროკავშირი, საქართველო და ნატო, საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერ-უსაფრთხოება. შესაბამისად ასარჩევად ბევრი საინტერესო კურსი გელით.

“კენწეროს” ყველაზე ახალი მიმართულება აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის სკოლაა, რომელიც დაგეხმარებათ სამოქალაქო ჩართულობის ფორმების სწავლაში, წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ზოგადად მოტივაციის მოძებნაში.

“კენწერო” არაფორმალური განათლების მიღების გამარტივებულ ფორმატს გთავაზობთ და სკოლის პარალელურად, კონკრეტულ თემებში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას გაძლევთ. ამისათვის ვიყენებთ როგორც სკოლებს, ისე ვებინარებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ბლოგებსა და კონკურსებს.

კენწერო როგორც სწავლების დამატებითი რესურსი

თავისი მრავალმხრივი ფორმატიდან გამომდინარე, “კენწერო” სწორედ ის რესურსია, რომელიც მასწავლებლებს მოსწავლეების სასწავლო რაციონის გაფართოების საშუალებას აძლევს და ერგება სწავლების ახლებურ მიდგომებს დამატებით რესურსად.

“კენწერო” განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. “კენწეროს” დონორებს შორის ასევე არიან: კანადის საელჩო, კანადის ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (CLFI), ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, UNDP და აშშ-ს საელჩო საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი