ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გამოიცა ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

განათლების სისტემისთვის პანდემია დიდი გამოწვევაც  აღმოჩნდა და არანაკლები შესაძლებლობაც. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მუშაობა და საქმის ორგანიზება მართვის ყველა დონეზე უკიდურესად გართულდა, მეორე მხრივ კი, ადამიანებმა ახალი გზების ძიება დაიწყეს და,ხშირ შემთხვევაში, იპოვეს კიდეც.

ჩვენი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ეს ნომერი მთლიანად ეძღვნება ქართული სკოლის ფუნქციონირებას ვირუსული კრიზისის პირობებში.  ჩვენმა ავტორებმა იზრუნეს, რომ აქ წარმოდგენილი წერილები ფუნქციური, შემეცნებითი და მრავალფეროვანი ყოფილიყო.

სასექტემბრო ნომერიც, ძირითადად, ამ საკითხებს  კრიზისულ და კრიზისის შემდგომ პერიოდებში სკოლის ადმინისტრატორთა საფიქრალსა და საკეთებელს მიეძღვნება.

ამ თვეებმა ბევრი პრობლემა გამოამჟღავნა, მაგრამ,  მათთან ერთად, საზოგადოებამ საინტერესო გადაწყვეტილებები და ახლებურად მოაზროვნე ადამიანებიც გაიცნო.

ჩვენი ჟურნალი სწორედ მათზე გაამახვილებს ყურადღებას.

რედაქტორიგია მურღულია

კორექტორიმაია წიკლაური
დიზაინერი-  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები: ეკატერინე დგებუაძე, ბერიკა შუკაკიძე, მარიამ ჩიქობავა, გიორგი ჭანტურია, არჩილ სუმბაძე, ავთო აბდუშელიშვილი, მიხეილ იაშვილი, ნიკოლოზ სილაგაძე, იმერი ბასილაძე, ეთერ ღვინერია.

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე – განათლების დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ნატალია ინგოროყვა- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო- საგანმანათლებლო
და მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
არჩილ სუმბაძე- ბაქსვუდის სკოლის დირექტორი
ავთანდილ აბდუშელიშვილი- სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი
გიორგი გახელაძე- ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ჭანტურია – კოალიციის „განათლება ყველასათვის“ დირექტორი

ამ ნომერში წაიკითხავთ:  

 სკოლის მართვა -2020-2-web

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი