პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024
მთავარი წაკითხვა

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

ჩემი „ვანგოგენი“

0

იმპრესიონისტებმა „გაანათეს“ რენესანსული ყავისფერი, მზე, ჰაერი შემოიტანეს მხატვრობაში. მათი წინამორბედი კი იყო კამილ პისარო (1830 – 1903), რომლის ნახატი – „დიდი კაკლის ხე სოფელ ერმიტაჟში“ – სოფლის ბავშვობისეულ განცდას მიცოცხლებს. მინდა „იქ“, მზეში, უზრუნველობაში, ბებიების გამანებივრებელ, ნარინჯისფერ სითბოსა და სიყვარულში…

 

ორი დიდი შემოქმედია ჩემს სულთან ყველაზე ახლოს – ვაჟა და ვან გოგი. ორივე – ტანჯული და გენიალური. ვინ არ გაუთბია დიდი ჰოლანდიელის იმპრესიონისტულ მზეს, ფიზიკური ნათებაც რომ აქვს და მეტაფიზიკურიც. ვის არ უგრძნია მისი სულის მოძრაობა, ესოდენ თანხვედრილი მატერიის ტრიალთან. ვინ არ მიხვედრილა მისი ნახატების ყურებისას, რომ სიცოცხლის მძაფრი ვნებიდან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია. ვის არ უფიქრია, რომ ტკივილი და სიყვარული ორი დიდი აზრია ჩვენი არსებობისა. ვის არ დაუსკვნია, რომ მარტო მშვენიერებისკენ მწყურვალივით სწრაფვად ღირს ჩვენი ცხოვრება.
რამდენი რამ დააკლდებოდა კაცობრიობას, ის რომ არ დაბადებულიყო!
მისი დაბადების დღე 30 მარტია. ხასიათითაც წააგავს ამ არაპროგნოზირებად თვეს.

გილოცავ, ვინსენტ, და ჩემს თავსაც ვულოცავ, რომ დაიბადე!..

ის იყო ნიჭიერი, ზედმიწევნით კეთილშობილი, გენიალური, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ვერ დაინახეს, რომ დატანჯულიყო, ვერ გაეყიდა ვერცერთი ნახატი, რომლებიც, როცა უიმედო გაეცალა ამ წუთისოფელს, მამასისხლად შეაფასეს როგორც ყველაზე დიდი იმპრესიონისტის საოცარი მემკვიდრეობა… ამპარტავნებით დასნეულებული, საცოდავი, შეშლილი სამყარო, რომელიც ჯერ წირავს, ჯვარზე აკრავს და მერე ნანობს, ეთაყვანება, უკვდავებას ანიჭებს…

ვან გოგის შემოქმედების ადრეული პერიოდისაა „კარტოფილიჭამიები“. მასზე ასახულია მეშახტეთა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ფრაგმენტი: საღამოა, ჩაბნელებულ ოთახში ნაჯაფარი ადამიანები შემოსხდომიან მაგიდას (ამ ნახატზე ჯერ კიდევ მუქი ტონებია, ისეთივე, როგორიცაა მხატვრის განწყობა), რომელზეც მოხარშული კარტოფილი აწყვია. ეს არის უცნაური მორჩილება იმ შეუცნობელი „წესრიგისადმი“, რომელსაც მათ სამყარო სთავაზობს. ეს არის სწორედ ის უცვლელი, რომელთან ბრძოლასაც აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ბრძოლისთვის, გარდაუვალი კრახით მაინც გამარჯვებისთვის, რადგან ამ დროს ძლიერდები და ეს ნაღვლიანი, გაუხარელი, მაგრამ შეუპოვარი მხნეობაა სწორედ სულის ის გამონაშუქი, მოძმეს „სიძნელეს გზისას“ რომ უადვილებს, არსობის ფილოსოფიურ სიდიადეს რომ იტევს და გადმოსცემს. წუთისოფლის სწორედ ასეთი წინააღმდეგობითი ჰარმონია, წესრიგია გადმოცემული ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრების“ დასასრულსაც, რომელიც არ იციან ვან გოგის „კარტოფილის მჭამელებმა“:

„სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლო ამოქშენისა.

სული შენ, ხორცი – მიწასა,

აღარა ვგლოვობ ამასა,

თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,

შვილი – დედას და მამასა“.

მიყვარს „ექიმ გაშეს პორტრეტი“. რა აღარ იკითხება მის თვალებში: პოეზიისა და პროზის ნაზავი, ოცნებაც და სკეპტიციზმიც, სევდაც და სარკაზმიც, ტკივილიც და ამაოებაც… ეს ერთ-ერთი „მოლაპარაკე“ პორტრეტია. ეს არის შედევრი, ადამიანის ხასიათისა და გაწყობის გასაოცარი სრულყოფილებით წარმომჩენი; ეს არის ობიექტური სუბიქტივიზმი მხატვრისა, რომლისთვისაც ეს ადამიანი ძალიან ახლობელიც იყო და ყველაზე მეტად საშიშიც მათ შორის, ვინც ვან გოგს გარს ეხვია: გაშეს შეეძლო მისთვის დიაგნოზით „განაჩენის“ გამოტანა… და ეს არის პორტრეტი-წინასწარმეტყველება – ექიმის გამომეტყველება თითქოს ზუსტად ამბობს, რა ელის მის პაციენტს – ვინსენტს. საერთო ჯამში კი ეს არის შემოქმედებითი ზეიმი ფერისა, მიმიკისა თუ შინაგანი, პროფესიული ფილოსოფიისა, მხატვრისა იქნება თუ მედიცინის მუშაკისა.

მე ძალიან მიყვარს ვინსენტ ვან გოგი -თავად უბედური, ტრაგიკული, თუმცა მარადი ბედნიერების შემოქმედი ჩვენს გულებში.

„ღამის კაფე არლში“ – მინდოდა, მენახა ეს კაფე, რომელშიც იდუმალი ინტიმიცაა სულის მოსათქმელად, მაგრამ რაღაც საშიში, ,,წითელი” მყუდროებაც, თითქოს წამებს ითვლი სიგიჟემდე ან სიკვდილამდე.

ახლა – სულ ცოტა რამ წუთისოფლის ლაბირინთში „მოხეტიალეებზე“: არსებობს სიცოცხლის ვნება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც (თუნდაც ლიტერატურაში – ვაჟას ალუდა, დმიტრი კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში“ ან ბაიარდ სარტორისი ფოლკნერის რომანში „დროშები მტვერში“, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი -რჩეულიშვილი და თიკანაძე…). ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით წესრიგს და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და უმეტესად ფატალურად სრულდება, რადგან სამყარო არავის აპატიებს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია… ვან გოგის ,,მთესველი” გაამხსენდა – წუთისოფელი კი ამათრახებს ასეთებს, მაგრამ „რასაც დასთეს, საბოლოოდ, მაინც მოიმკი“ – დიდი, თითქოს, ჩამავალი „მზე “იხუტებს ხნულებს, მათში ჩაყრილ მარცვლებს (ნიჭიერებისა) და მომავლისკენ გვახედებს, სადაც ამ „ხნულებიდან“ ამოზრდილი სიცოცხლე მრავლდება ათას სიხარულად; ისეთად, როგორსაც თუნდაც ვან გოგის ნახატები გვანიჭებს.

სად არის ის სამყარო, ვან გოგი ხანდახან რომ ხატავდა? სადაც არავინ არის დაჩაგრული და ადამიანებს არ აქვთ „მაძღრის“ ფსიქოლოგია, სადაც ყველა ნიჭიერი წარმატებულია და ყველა კეთილშობილი – ბედნიერი? სადაც მზეც არის, მსუბუქი სევდაც, სიხარულიც, სიცოცხლის უკიდეგანო სიყვარულიც და მიზეზშედეგობრიობაც?

ნახეთ, როგორი მადლია მის ასეთ ნახატებზე – ბევრი სინათლე, სიმწვანე, მწერების უცნაური მოლოდინით სავსე ზუზუნი და ტყის ნოტიო სურნელი, ჩუმ ნიავს რომ მოაქვს.
ეს ჩვენი სულის სამოთხეა…

ვთქვათ ედუარდ მანეზეც. ამჯერად – მისი „საუზმე მდელოზე“ (1863 წელი), სხეულის მშვენიერების ანტიკური აღქმა და განსაკუთრებული განწყობა. ამ ადამიანებს თითქოს გაჰქრობიათ მიწიერი ვნებები და საზრუნავი, რაღაც უცხო სამყაროში დაქრის მათი გონება…

ჟორჟ სიორა და მისი პუანტილიზმი (რომელიც ვან გოგთან ფუნჯის გრძელ, ძლიერ მონასმებად გვევლინება). „მობანავეები ანიერში“. ერთი თუნდაც უაზროდ გატარებული დღე ჰგავს წერტილს პუანტილისტურ ტილოზე, რომელიც ახლოდან ვერ აღიქმება, შორიდან კი ქმნის კონტურს, ფორმას, აზრს თუნდაც იმით, რომ კიდევ ერთი წვეთით ავსებს შენი ცხოვრების „ფიალას“ და გაახლოებს „აღვსებას“, აღსასრულს, გარდაცვალებას… ისე კი, მეც ჩამოვჯდებოდი ნახატის ამ მისტიკური ცისარტყელის ქვეშ.

ვთქვათ პიერ ოგიუსტ რენუარზეც: „ქალი ბაღში“ – გამოთხოვება ზაფხულთან, უცნაური მოლოდნითა და დატუმბული სიჩუმით სავსე დღეები, მზის სისავსე და ხვატი, დაუვიწყარი, ტკივილიანი გახსენება… შემოდგომას ხომ ყოველთვის ახლავს დანაკარგის, გამომშვიდობების სევდა და სილამაზე, სიკვდილისა და ამაოების სურნელი… „მშვიდობით, რადგან შენ მხოლოდ მოგონებებში გამეორდები…“

რენუარის ერთი ნახატი, ისევე როგორც გოგენისა და ვან გოგის ნამუსევრები, პირველად ბავშვობაში ვნახე, ბებიაჩემის მიერ ლენინგრადიდან ჩამოტანილ ბუკლეტში. ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ დიდი ინტელექტი არ არის საჭირო მშვენიერების, მაღალი ხელოვნების როგორც მიღმიერის გამონაშუქის, აღსაქმელად. პირიქით, იქნებ ბავშვმა უფრო უკეთ შევიგრძენი ეს ნამუშევრები ჯერ კიდევ ჭარბად მომადლებული ინტუიციური ალღოთი, დიდობის პრაგმატიზმი ჩვენს არსებაში ასე რომ აუფერულებს და ზოგჯერ უკვალოდაც განაბნევს. ამ ნახატს ჰქვია „გოგონა მარაოთი“. ასოციაცია კი ასეთია: ეს გოგონა არქეტიპი თუ პარადიგმაა ყველა მომავალი ქალისა, რომელიც ბედნიერებისთვის ემზადება: ქალურის, დედობრივისა თუ, უბრალოდ, ადამიანურისთვის; გნებავთ, მეუღლე უწოდეთ, ეს დიდებული ქართული სიტყვა, გნებავთ, მეორე ნახევარი ფილოსოფიურად, როგორც ინისა და იანის სამყაროს მომცველ ლოგოტიპზეა. ქალი მაინც რომანტიკოსი გააჩინა და დაარჩინა ბუნებამ, კაცისგან განსხვავებით, რომლის თანდაყოლილი რომანტიზმი მკაცრი რეალიზმისთვის არის განწირული, სხვაგვარად ვერ შედგება მისი კაცობა. რომანტიზმში ცხოვრების ხედვის კუთხეს, განწყობას ვგულისხმობ, რომელიც ამ იმპრესიონისტულ ნახატზეცაა და არა ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელიც თუნდაც ქართულ სინამდვილეში მკაცრი რეალიზმიდან იყო ამოზრდილი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რომანტიკა, როგორც იდეების პატივისცემა თუ სამსახური, შერჩება მხოლოდ მას, ვინც ამის ღირსია.

„სიესტა“ – მოდი, გოგენის ნახატშიც „შევიდეთ“ და ჩამოვსხდეთ, გავთბეთ. ცუდად მყოფს, ეს მზე მოგინდება, ფორთოხლისფერი, მისი სულიერი და ფიზიკური მცხუნვარება, ამ პერსონაჟთა პირველქმნილობა, გულუბრყვილობა, შინაგანი სისავსე და გაუბზარაობა… ბავშვობაშიც ვყოფილვარ ამ ნახატებში და „აქ“ მასწავლეს სამყაროს ნდობა, სიყვარულისთვის გულის გახსნა, შინაგანი სისუფთავის შენარჩუნება, უკომპლექსობა, ბუნებაში თავისუფლება.
მოკლედ, მე ვყოფილვარ „ედემში“.

ბოლოს კი – ჩემი მეგობრის შთაბეჭდილება ვან გოგზე. განუმეორებელი ასოციაციები, როგორიც მას ახასიათებდა:

ლურჯი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სილურჯე

და ტკივილების ოქროსფერში დანთქმული გული.
ვინ მოიგონა ნეტავ ქვეყნად სიტყვა „სიგიჟე“,

რატომ არ ჰქვია მიუწვდომლის მას სიყვარული.
მიუწვდომელი აქ, ამ მიწაზე,

სადაც ყანებზე გადაივლის ოცნების ბინდი

და შორს, ზეცაში იკარგება ყვავების გუნდი,

როგორც წერილი,

მზა წერტილებით სავსე. უკვე თურმე მაშინვე, როცა ტირილით

არარსებობას დააღწია თავი მხატვარმა – ეგონა იშვა,

მაგრამ მთლიანად ვერ დაიბადა, რაღაც ნაწილი,
უფრო თბილი, უფრო მფეთქავი,

შორეულ სივრცეს შეეხიზნა, ხელი ჩასჭიდა

და იმ ნაწილზე
უძილო ფიქრმა შექმნა ფოთლები, ჩიბუხი, ქუდი…

აკივლებული მიწა, შეცბუნებული ქარი…
უტყვი კედელი, ტკივილისგან მბრუნავი ზეცა, ბედის ბორბალი,
სკამი რომელზეც აღარავინ აღარ დაჯდება…
ოთახი, სადაც მარტოობის მწკლატე სუნი დგას.
ადამიანი… ოცნება იქით,

უცხო კუნძულებს მიფარებულ მარადიულ მდუმარებაზე

და მისი ხელი, დიდი, უშნო, მწითური ბალნით
დაფარული, შეშინებული,

ომ არ ეყოფა ამ ქვეყანას მისთვისაც სითბო,

ალერსი, ცრემლი და სინანული.

და გაოგნება დაიღვრება ისევ ოქროსფრად

და სილურჯეში იტირებენ მწიფე ლეღვები,

უკვე დაბრუნდა იქ, სადაც თურმე ფერი სულია,

თუ ისევ ისე ჩამოვარდა ხელის მტევნები,

როგორც აქ, ამ ჩვენს სისხლ-ხორცით ნაძერწ

დაღლილ ჯოჯოხეთს შეეფერება?

იპოვე, ჩემო შორეულო მეგობარო, ლურჯი სიზმარი?

როგორ გიპოვო, მოგეხვიო დალეულ მხრებზე,

მზერით შეგეხო ჩამქრალ თვალებზე,

ამდენი მწარე უარყოფით დაღლილ თითებზე

და როგორ გითხრა:

შენი ფერები სიცოცხლეა ახლა ბევრისთვის,

სავსე და ტკბილი…

შენი დრო ჩვენი შვებაა, ფიქრი, სევდის წამალი…
მაგრამ შენამდე როგორ მოვა ახლა ეს სითბო?

სად არის გზები, ანდა მაცნე ასე ფრთამალი?

მაშ, სხვა რა გზაა, კიდევ ერთხელ გემშვიდობები,

მომავალ ნათელ შეხვედრამდე სიზმრების არლში…
კაფეს კარებთან გელოდები ოქროს ნაპერწკლად…

(„ვან გოგი – არლი“, ინგა მილორავა, 2011 წ.)

ინტეგრირებული გაკვეთილის დღე

0

– გინდათ ერთ გაკვეთილზე რამდენიმე საგანი ერთად ჩავატარო? – ვეკითხები მოსწავლეებს და პასუხის მოლოდინში ვიღიმი.

– დიახ… როგორ? – მთანხმდებიან და თან დაბნეულობას ვატყობ.

– აი ასე, ძალიან მარტივად, მე ქართულის გაკვეთილზე სხვა საგნებსაც მოვიხმობ: ბუნებას, მათემატიკას, ხელოვნებას და ერთობლივად ჩავატარებ ყველას. ეს იქნება ინტეგრირებული გაკვეთილი, – ვცდილობ ავუხსნა მოსწავლეებს. ვაჩვენებ დამხმარე რესურსს, რომელსაც აწერია „სტარტი 4“. ვიწყებ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას წინასწარ გამზადებული რესურსებით.

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომელიც გახლავთ სხვადასხვა საგანს შორის კავშირის დამყარება ერთი საკითხის ირგვლივ.

მოსწავლეებს ვუკითხავ ტექსტს „ერთგული მეგობრები“. პერიოდულად ვჩერდები, ვსვამ დასაზუსტებელ შეკითხვებს. ვცდილობ, დაამყარონ კავშირი გრამატიკულ მასალასთან. ვკითხულობ წინადადებას ტექსტიდან: „ახალგაღვიძებულმა მზემ თვალები მოიფშვნიტა“. მინდა, მოსწავლეებმა გაიხსენონ ცოტა ხსნის წინ შესწავლილი გაპიროვნების თემა, მიზანი მართლდება. ვაგრძელებ კითხვას და ვხსნი უცხო სიტყვებს, იმას, რაც ტექსტში გამუქებულად არის გამოყოფილი და დამატებით, რასაც ვთვლი, რომ მოსწავლეებისთვის ახალი იქნება. ტექსტი ძალიან საინტერესო ამბავს ეხება. მოკლედ რომ მოგიყვეთ, მასში საუბარია კალიასა და მუხლუხის მეგობრობაზე. კალია ძალიან აქტიური, ენერგიული და მხიარულია.  მუხლუხი კი პირიქით,  ზანტი. მათი მეგობრობა ტყეში ყველას უკვირს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. კალია დახტის ბუნებაში და მუხლუხს უყვება იმ საოცრებაზე რასაც ის გარშემო ხედავს. მუხლუხი ვერაფერს ამჩნევს, რადგან  გამუდმებით ფოთოლს კვნეტს. კალიას ძალიან ებრალება მეგობარი, რომელიც  სამყაროს სილამაზეს ვერ ამჩნევს, ამიტომაც საღამოობით თავის მეგობარს უყვება მზის ოქროსფერს სხივებზე, ტყისა და მინდვრის ამბებზე. ერთ დღესაც მუხლუხი გაუჩინარდება. ამას ძალიან დარდობს კალია და აღარაა ისეთი მხიარული, როგორც უწინ. ცდილობს, მოძებნოს მეგობარი, თუმცა ამაოდ. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან პეპელა მიფრინდება და მიესალმება. ცდილობს, კალიას გამოელაპარაკოს, თუმცა  კალია მას ვერ ცნობს. მოფარფატე პეპელა კი ეუბნება, რომ სწორედ ის მუხლუხია, რომლის მეგობარიც იყო. გახარებული მეგობრები ერთმანეთს გადაეხვევიან და აგრძელებენ მეგობრობას.

სიკეთითა და მეგობრობით გაჯერებული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ჯერი მის გააზრებაზე დგება. ვიწყებ ქართულის საგნით და სტარტში მოცემული კითხვების საშუალებით ვცდილობ, მოსწავლეებს გავააზრებინო ტექსტი. გავახსენო მოსმენილი  და იმსჯელონ მის გარშემო. (შეგიძლიათ მოსწავლეებს დაურიგოთ წინასწარ გამზადებული ასლები სტარტიდან, თქვენი სურვილით იმუშაონ წერილობით ან ზეპირი პასუხებით შემოიფარგლონ).

  • რომელი მწერებია ჩამოთვლილი ტექსტში?
  • დაასახელეთ გაპიროვნების მაგალითები.
  • რაზე ოცნებობდა მუხლუხი?
  • ჩამოთვალეთ კალიას თვისებები; (შეგიძლიათ გონებრივი იერიშის აქტივობა გამოიყენოთ)
  • თქვენი აზრით, რა მოხდა, როგორ აუსრულდა მუხლუხს ოცნება?

ტექსტის გააზრებისა და სიღრმისეული გაგების შემდეგ, მოსწავლეებს ვაყურებინებ ჩემ მიერ მომზადებულ საგანმანათლებლო ვიდეოს, რომელიც მწერების ოთხსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სასიცოცხლო ციკლზეა და ეხმიანება ტექსტის შინაარსს. ამით ვცდილობ ბუნებისმეტყველების თემის ფარგლებში, მოსწავლეებს მივაწოდო დამატებითი ახალი ინფორმაცია, რათა უკეთ გაიაზრონ, რატომ და როგორ შეძლო მუხლუხმა პეპლად გადაქცევა. დამატებით მოსწავლეებთან ერთად ვასრულებ სტარტში მოცემულ დავალებას მწერებზე, რომელთა ილუსტრაციაც მოცემულია და გვავალებენ, რომ ამოვიცნოთ, რომელი არ არის მწერი. ასევე  უკეთ გააზრებისთვის მოცემულია ინფორმაცია მეტამორფოზის შესახებ და მისი შესაბამისი დავალება, სადაც მოსწავლის მხრიდან მოსაზრების დასაბუთებას ითხოვს. ვფიქრობ ჩემ მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო ვიდეოსა და ტექსტის გააზრების შემდეგ, მოსწავლე დავალებებს დამოუკიდებლად გაართმევს თავს.

ასევე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება მიღებული ცოდნა გამოავლინონ სასიცოცხლო ციკლის ეტაპების დავალებაში, სადაც მათ ევალებათ თანმიმდევრობით დაალაგონ პეპლის განვითარების ეტაპები. ვფიქრობ, მსგავსი დავალება მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის საშუალებას აძლევს.

ბუნების საგნის თემიდან ძალიან ბუნებრივად გადავდივართ მათემატიკის საგანზე, სადაც მოცემული დავალება გვთავაზობს ამოცანას სწორედ სასიცოცხლო ციკლის ეტაპებზე:

ვფიქრობ, მოსწავლისთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთ საკითხსა და თემაზე მუშაობს და მას სხვადასხვა საგნის ჭრილში განიხილავს ისე ბუნებრივად და მისდა გაუცნობიერებლად, რომ მუშაობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს და განვითარების მრავალმხრივ საშუალებასაც იძლევა.

მოსწავლეებთან ერთად ვასრულებ სტარტში მოცემულ სხვა დავალებებსაც, თუმცა ასევე სურვილისებრ შეგიძლიათ თქვენც შესთავაზოთ დამატებითი აქტივობა.

იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ტექსტიდან შეიძინეს ახალი ინფორმაცია, გაკვეთილის მსვლელობისას მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი, მინდოდა დავალების სახითაც მათთვის მეთხოვა, შეექმნათ სასიცოცხლო ციკლის მაკეტები. დავალების აუცილებელი პირობა იყო მიღებული ცოდნის გამოყენება. გთავაზობთ შექმნილ ნამუშევარს:

ვფიქრობ, მსგავსი სასწავლო რესურსის გამოყენება, როგორიც არის ინტეგრირებული გაკვეთილებისთვის შექმნილი სტარტი, იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეისწავლონ. პროცესი იყოს საინტერესო და აქტიური. ერთი თემის ირგვლივ საგანთა შორის კავშირის დამყარება მოსწავლეს განუმტკიცებს მიღებულ ცოდნას, დაეხმარება მის ტრანსფერში და სინთეზურ აზროვნებას განუვითარებს. რესურსის გამოყენება, რომელიც მზა სახით არის წარმოდგენილი მასწავლებელს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია საკუთარი შეხედულებით შეცვალოს ან დაამატოს აქტივობები, მოსწავლეს უადვილებს გამზადებულ ფორმატში მუშობას, ხოლო მშობლებს კი კომპლექსურად სთავაზობს შვილებისთვის დამატებით სასწავლო რესურსზე მუშაობას.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ერთი ინტეგრირებული დღის დაგეგმვა ჩემს მოსწავლეებთან, რომლის შედეგადაც საინტერესო ნამუშევრები შევქმენით და ახალი ცოდნაც შევიძინეთ.

ბოლოს კი გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის შეფასებას გაკვეთილის დასასრულს:

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მეორე ნომერი გამოიცა!

0

მასწავლებლები, სწავლების მეთოდებზე საუბრისას,   ხშირად ვამბობთ, რომ შემთხვევის ანალიზით სწავლება კარგი მეთოდია,   შემთხვევის განხილვა და ანალიზი ეფექტურია დილემების დანახვის, გააზრებისა და გამოსავლის პოვნისთვის.

მაინც რა ახასიათებს  შემთხვევის ანალიზით სწავლებას?

ეს  არის სწავლების აქტიური ფორმა, რომელიც ფოკუსირებულია შემთხვევაზე და გულისხმობს  სწავლას კეთებით. შემთხვევები არის რეალური ან გამოგონილი ამბავი, რომელიც მოიცავს „საგანმანათლებლო გზავნილს“, ნარატივს, მოვლენებს, პრობლემებს, დილემებს, თეორიულ ან კონცეპტუალურ საკითხს, რომელიც საჭიროებს ანალიზს და/ან გადაწყვეტილების მიღებას.

შემთხვევის ანალიზზე  დაფუძნებული სწავლება ერთგვარ სიმულაციას უკეთებს რეალურ სამყაროში არსებულ სიტუაციებს და შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად გაუმკლავდნენ რთულ პრობლემებს.

როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, შემთხვევის ანალიზით  სწავლება ხელს უწყობს  შესასწავლი საკითხის  უფრო ღრმა გაგებას, რაც მდგომარეობს საკითხის კრიტიკულ გააზრებაში და საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზებაში.  მოსწავლეები სვამენ კითხვებს  მოცემული შემთხვევის  გარშემო, მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე,  ურთიერთობენ თანატოლებთან, „ხსნიან“ შემთხვევას, აანალიზებენ, აჯამებენ, სწავლობენ არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში მუშაობას, ეკითხებიან საკუთარ თავს: „რას გავაკეთებდი ამ კონკრეტულ სიტუაციაში? ამ მეთოდით  მოსწავლე აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, რაც  ხელს უწყობს მოსწავლეებში საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და კომუნიკაციის, აქტიური მოსმენის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და შემეცნებითი  უნარების განვითარებას.

რატომ გავიხსენე ეს მეთოდი რედაქტორის წერილის  წერისას. ცხადია, შემთხვევით არა. წინაპირობა ჩვენი რეალობა და ყოველდღიურობაა. როცა ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლეთ  ანალიზი, სწორი მიმართულებით მიდიან და ეს მიმართულება მხოლოდ ერთადერთ ადგილს მონიშნავს რუკაზე და ეს ადგილი მათი სამშობლო  – საქართველოა.

საშინელი წყევლააო, ბებიაჩემი მეტყოდა ბავშვობაში, – „ღმერთმა შენი არ  გაცოდინა და სხვისი არ გასწავლაო“- არადა, ეს ჩვენი ისტორიაა. რაც თავი მახსოვს, ამ ისტორიას  თავიდან ვწერთ და ერთხელაც ვერ დავისწავლეთ გაკვეთილი − ისევ განმეორებით, ისევ შეცდომების დაშვებით, ისევ ანალიზისა და კრიტიკულად გააზრების  გარეშე.

არადა, სამშობლო ერთადერთია.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ქრისტინა სურგულაძე, თამთა კობახიძე, გიტა თვალაბეიშვილი, ლელა კოტორაშვილი, ხათუნა ციხელაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქეთევან კობალაძე, მარიამ ჯამდელიანი, ნათია ნაფეტვარიძე, ნასტასია არაბული, შორენა ტყეშელაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი მასწავლებელი #2

რა არის არსებითი სახელი ანუ გაზეპირებული წესები

0

კითხვაზე „რა არის არსებითი სახელი?“ მოსწავლე დაუფიქრებლად მოგვიგებს: „საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ეწოდება“, ან „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს და მიუგებს კითხვებზე ვინ? რა?“

ან რამე ამგვარს, თუმცა დეფინიციას, რომ არსებითი სახელი საგნის აღმნიშვნელია, განმარტება არ სცდება (შდრ: „ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა? (უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი, http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

რა თქმა უნდა, არსებითი სახელი აღნიშნავს კიდეც საგანს, მაგრამ მხოლოდ საგანს – არა. თუ არსებითი სახელის ჯგუფებს დავაკვირდებით, ისევ წესები გვეუბნება, რომ შეიძლება იყოს ვინ ან რა ჯგუფის, საკუთარი ან საზოგადო, კრებითი, ნივთიერებათა, კონკრეტული ან აბსტრაქტული…

ჰო, და ახალი შეკითხვა მაშინ: აბსტრაქტული სახელი (სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება…) საგანია? – არა. არსებითი სახელია? – დიახ. მაშინ, რა გამოდის? გამოდის, რომ დეფინიცია „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს“ არ არის სწორი, უფრო სწორად, არ არის სრული. არსებითი სახელი „არასაგანზეც“ მიგვითითებს.

კიდევ ერთი რამ ამ მეტყველების ნაწილის შესახებ, ისევ გაზეპირებული წინადადება მოსწავლის პასუხიდან: „ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს – სულიერ და უსულო საგანთა სახელებს – დაესმით კითხვა რა?“  (http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

მოვიხმოთ ასეთი მაგალითი: „ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად…“

იქვე შეკითხვა: ვის მიემართება ნაცვალსახელი ვინ? ღმერთს (კითხვა – ვინ? და არა – რა?).

ამავე რიგის იქნება სიტყვები: ანგელოზი, ეშმაკი…

მაშასადამე, აქაც გაზეპირებული წესი, რომ კითხვა ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმის, არ გამოდგება. პასუხი სწორი იქნება, თუმცა – კვლავ არასრული.

რასაკვირველია, ამ მოკრძალებულ წერილს სულაც არ აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ახალი ასწავლოს, ან ახალი აღმოაჩენინოს, ეს ყველამ გადასარევად ვიცით. მხოლოდ მივცეთ საშუალება მოსწავლეებს, დაკვირვებით მივიდნენ წესების აღმოჩენამდე.

 

პოეზიის გამოყენება ენის სწავლებისას

0

პოეზია რთული  ლიტერატურული ჟანრია, რომელიც იყენებს ენას: სურათების, ბგერების, რითმებისა და ემოციების შესაქმნელად. პოეზიას, უცხოური ენის სწავლებისას უდავო უპირატესობები გააჩნია. ლექსის სწავლა-სწავლება  იოლი არ არის, მაგრამ  მას   სულ უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს  მოლიერის ენის შესასწავლად.

წინამდებარე წერილი ეხება იმას, თუ როგორ წარმოგვიდგენია პოეზიის გამოყენება ფრანგული ენის შესწავლის მიზნით.

ფრანგული ლიტერატურა უკიდეგანოდ მდიდარია და პოეტური ჟანრიც არ არის გამონაკლისი.  პოეტები, როგორიცაა: რემბო, ბოდლერი, ვერლენი, პრევერი… გასცდნენ საფრანგეთის საზღვრებს და   ფრანგულ ლიტერატურას მისცეს საშუალება, მთელ მსოფლიოში გაბრწყინებულიყო. ფრანგ პოეტებს შინაარსით მდიდარი ნაწარმოებები აქვთ და ფრანგული ენის გაკვეთილებზე ისინი ადვილად გამოსაყენებელია ლექსიკისა თუ გრამატიკის სწავლების თვალსაზრისით.

პოეზია ერთერთი ეფექტური საშუალებაა უცხოური ენის დაუფლებისას, რადგან ლიტერატურული ტექსტი  მდიდარია ენობრივი  და კულტურული მახასიათებლებით. ლიტერატურის გამოყენება სასწავლო პროცესში  უცხოური ენის მასწავლებელს  საშუალებას აძლევს, ესტეთიური   ლიტერატურული სიამოვნების შექმნასთან ერთად,   საგანმანათლებლო თვალსაზრისით  განავითაროს მოსწავლეთა ენობრივი უნარები. პოეზია  თავისუფლების სივრცეა , ენობრივ დონეზე მოსწავლე აღმოაჩენს ლექსიკური ველის სიმდიდრეს,  შეადარებს უცხოური ლიტერატურის პოეტურ გამოსახულებებს, მეტყველების ფიგურებსა და მშობლიურ ენას, აღმოაჩენს ახალ პოეტურ სურათებსა და რიტმებს, ასევე შეადარებს  მშობლიურ ენაზე დაწერილ ლექსებს ფრანგულ ენაზე თარგმნილს ან – პირიქით.

მოსწავლეებისათვის  ფრანგული პოეზიის შეთავაზება, ნიშნავს, მათთვის ფრანგული კულტურისა თუ  იდეალური კლასიკური ლიტერატურული სტილის აღმოჩენის შესაძლებლობას, ენობრივი უნარების, გამოთქმის, გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის, ასევე  – ინტერკულტურული ცნობიერების შექმნას.

ყველასთვის ცნობილია, როგორი რეზონანსი გამოიწვია ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიამ.

წიგნი – მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი – საფრანგეთში გამომცემლობა L’Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე, საფრანგეთში მოღვაწე პოეტი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი.

,,მე ბევრი ვარ“ – ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემაა, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა . სკოლის ფრანგულ კლუბში რამდენიმე მეცადინეობა სწორედ ამ კრებულში დაბეჭდილ,   პოეტ ეკა ქევანიშვილის ლექსს, ,,მეშახტის ცოლის სიმღერას“ დავუთმე. ლექსი ფრანგულად ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნა. ლექსი სოციალურ თემატიკასა და ქალის  თემაზეა, საინტერესო, ინფორმატიულია  ახალგაზრდებისთვის, კადრია მეშახტის  მძიმე ცხოვრების ხვედრისა, რომელსაც ცა ,ჰაერი ენატრება და ზამთრის სუსხიან ამინდში ღია ფანჯარაში ჯდომას ამჯობინებს, რათა ცას შეხედოს. გთავაზობთ ლექსის თარგმანზე შექმნილ პედაგოგიურ მეთოდოლოგიასა და აქტივობებს.

ეკა ქევანიშვილი

მეშახტის ცოლის სიმღერა

La chanson de la femme du mineur

Ce soir, mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé, Et ses dents blanches scintilleront.

Grâce à ses dents, je pourrais le reconnaître entre tous. Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.

Maintenant, il est couleur de poussière.

On dirait aussi que sa voix est mêlée de poudre de fer Et que de l’ huile bouillante brille dans ses yeux .

Mon mari change quand il émerge du long tunnel quand il

[revient sur la terre.

Voilà, il ne va plus tarder. Il va ouvrir la porte, souillé,

Rapportant, du cœur de la terre, l’odeur de ses semblables

[exténués.

Il aura des boîtes v ides dans une main, du pain couvert de

[suie dans l’autre .

En plus de moi, il aura contaminé le pain, il l’aura noirci.

Il manquera un bout du pain – il aura eu faim en rentrant. Il s’assiéra à la table et y restera.

Il attendra son potage qui sera suivi de mes inéluctables

[remarques

Au sujet de nos dettes à la banque

Et de nos ardoises dans les magasins

Et des nouvelles chaussures de l’enfant des voisins Et des cartables usés de nos enfants,

De la désespérance.

Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel. Le ciel me manque, me dira-t-il, et il se taira.

Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses

[vêtements sales,

Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal. L’air me manque, dira-t-il, et il se taira.

                             Et je ne pourrai pas lui parler des cahiers de dessin,                      des chocolats,

Et des livres,

Et des nouvelles robes,

Et du collier dans la vitrine,

De la vie d’un homme digne, en général.

Je penserai juste : pour vu qu’il ait toujours bras et jambes, Qu’il puisse descendre à la mine.

აქტივობა N1

აღნიშნე, შენი მოსაზრებით, როგორია ლექსის სტილი:

Quel est le  ton du poème d’après toi :

 triste   joyeux  amicale  insolent     cynique      fraternel   ironique     sympa  gentil     ouvert  froid       drôle      optimiste       fâché       choqué    calme      pessimiste

აქტივობა N2

მიზანი –ტექსტის შინაარსიის გააზრება

ლექსის შინაარსიის მიხედვით, დაალაგეთ ფრაზები თანმიმდევრობით

Reconstituez l’histoire du poème en mettant les phrases suivantes dans l’ordre

  • Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel.
  • Je penserai juste : pourvu qu’il ait toujours bras et jambes, qu’il puisse descendre à la mine.
  • Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.
  • Il aura des boîtes vides dans une main, du pain couvert de suie dans l’autre
  • Il s’assiéra à la table et y restera.
  • Il attendra son potage qui sera suivi de mes inéluctables remarques au sujet de nos dettes à la banque.
  • Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses vêtements sales.
  • Maintenant, il est couleur de poussière.
  • Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal.
  • Mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé, ce soir.

აქტივობა N3

მიზანი – ზეპირმეტყველების განვითარება

Les élèves peuvent réorganiser les phrases d’exercice N2 pour créer une séquence narrative cohérente de l’histoire racontée dans la poésie.

მოსწავლეეებს შეუძლიათ N=2 სავარჯიშოში მოცემული ფრაზების გამოყენებით ლექსის გაშინაარსება, როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენებზე

აქტივობა N4

მიზანი –ტექსტის სიღრმისეული გააზრება, ტექსტის ანალიზი

აქვეა კითხვები, რომელიც ლექსის ირგვლივ შეიძლება დავუსვათ მოსწავლეებს.

მოცემული კითხვები მიეხმარება მოსწავლეებს ლექსის სიღრმისეულად გააზრებაში, რა საკითხზეა საუბარი ნაწარმოებში, რა არის ავტორის სათქმელი, მიზანი?

voici quelques questions que vous pourriez poser aux élèves :

  • Quel est le thème principal de la poésie? Qui est le narrateur de la poésie?

Compréhension des personnages (დეტალები პერსონაჟებზე):

  1. Comment le mari est-il décrit au début de la poésie?
  2. Quels changements le narrateur observe-t-il chez son mari?
  3. Détails sur la vie du mineur : Quelles sont les indications dans le poème sur le travail du mari?
  4. Comment la vie du mineur affecte-t-elle sa couleur et son apparence?

Émotions et sentiments : (ემოციები და გრძნობები)

  1. Quelles émotions la femme du mineur ressent-elle envers son mari?
  2. Comment la poésie évoque-t-elle la désespérance?

Actions du mari (ქმრის მოქმედებანი)

: Quelles actions le mari entreprend-il en rentrant chez lui?

Pourquoi la femme mentionne-t-elle que le mari jettera ses vêtements sales?

Désir du mari ( ქმრის სურვილი)
Qu’est-ce que le mari exprime comme manque?

Pourquoi ouvre-t-il la fenêtre dans le froid hivernal?

Réflexion personnelle(პერსონალური მოსაზრებები) :

Comment la poésie vous fait-elle ressentir?

Si vous étiez la femme du mineur, comment vivriez-vous cette réalité?

Ces questions devraient permettre aux élèves de démontrer une compréhension approfondie de la poésie tout en les encourageant à réfléchir sur les émotions et les détails spécifiques du texte.

აქტივობა N5

მიზანი ტექსტის შინაარსზე მუშაობა

მოცემული ფრაზებიდან  რომელია სწორი ან მცდარი?

Choisis la bonne réponse

  1. Le mari de la narratrice revient enfumé et couleur de poussière à cause de son travail dans une boulangerie. Vrai / Faux
  2. La narratrice peut reconnaître son mari grâce à ses dents blanches. Vrai / Faux
  3. Le mari ressent le manque du ciel et de l’air. Vrai / Faux
  4. Le mari rapporte des boîtes pleines et du pain frais. Vrai / Faux
  5. La narratrice ne peut pas parler à son mari de sujets légers comme les cahiers de dessin, les chocolats, et les nouvelles robes Vrai / Faux
  6. Le mari ouvrira la fenêtre dans le froid hivernal en disant que l’air lui manque. Vrai / Faux
  7. La narratrice pense à la vie d’un homme digne en général Vrai / Faux

აქტივობა N6

მიზანი მოსმენილი ტექსტის გააზრება

მოუსმინეთ მთარგმნელს და შეავსეთ ტექსტში გამოტოვებული სიტყვები.

Écoutez le traducteur et complétez l’exercice à trous

https://learningapps.org/33877046

აქტივობა N7

Travail sur le vocabulaire-ლექსიკონზე მუშაობა

მიზანი ლექსიკური ერთეულების დამახსოვრება

მოცემულ ლექსიკურ ერთეულებს შეუსაბამეთ შესაბამისი ილუსტრაციები

  1. Le collier dans la vitrine
  2. le cartable usé
  3. l’ huile bouillante brille dans les yeux
  4. le potage
  5. les chaussures
  6. les dents blanches
  7. le mineur
  8. des livres
  9. le tunnel

აქტივობა N8

BD

კომიქსი

აქტივობა N9

ქვიზი:

Quizz sur le poème :

1- Quel est le champ lexical dominant dans le poème?

a) Famille b) Saleté et noirceur c) Nourriture et pauvreté

2-  Sensations Quelle est la couleur à laquelle le mari est comparé?

a) Blanc b) Noir c) Rouge d) Gris

3-Quel objet le mari ramène-t-il chez lui?

a)Fleurs b) Boîtes vides c) Bijoux d) Livres

4-Quel élément manque-t-il dans le poème concernant le mari?

a) Bras et jambes

b) Oreilles

c) Yeux

d) Langue

5- Qu’est-ce qui manque au mari selon la narratrice?

a) La mine b) L’air c) Le ciel d) Le pain

Réponses : b) Saleté et noirceur d) Gris b) Boîtes vides a) Bras et jambes c) Le ciel

აქტივობა N10

მიზანი  – ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

La chanson de la femme du mineur სურ.3

Ce soir, mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé,

Et ses dents blanches scintilleront. სურ.4

Grâce à ses dents, je pourrais le reconnaître entre tous. Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.

Maintenant, il est couleur de poussière.

On dirait aussi que sa voix est mêlée de poudre de fer Et que სურ.5

de l’ huile bouillante brille dans ses yeux

. Mon mari change quand il émerge du long tunnel   სურ.6 il [revient sur la terre.

Voilà, il ne va plus tarder.

Il va ouvrir la porte, souillé, Rapportant, du cœur de la terre, l’odeur de ses semblables [exténués.

Il aura  სურ.7 des boîtes v ides dans une main, du pain couvert de [suie dans l’autre .

En plus de moi, il aura contaminé le pain, il l’aura noirci.

Il manquera un bout du pain – il aura eu faim en rentrant. Il s’assiéra à la table et y restera.

Il attendra son potageსურ.8 qui sera suivi de

mes inéluctables [remarques Au sujet de nos dettes à la banque

Et de nos ardoises dans les magasins Et des nouvelles chaussures სურ.9 de l’enfant des voisins Et des cartables usés  სურ.10 de nos enfants,

De la désespérance. Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel.

Le ciel me manque, me dira-t-il, et il se taira.

Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses [vêtements sales, Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal.

L’air me manque, dira-t-il, et il se taira. Et je ne pourrai pas lui parler

des cahiers de dessin, des chocolats, Et des livres, სურ.11 t des nouvelles robes,

Et du collier dans la vitrine, სურ.12 De la v ie d’un homme digne, en général.

Je penserai juste : pour vu qu’il ait toujours bras et jambes,

Qu’il puisse descendre à la mine.

Fiche pédagogique(ფრანგული ენის პედაგოგებისათვის)

Thèmes- La poésie, les étapes d’une histoire

Idées d’exploitations pédagogiques

Objectifs communicatifs

Expliquer ses sentiments face à un texte poétique

Objectifs linguistiques

Les structures poétiques

Objectifs culturels 

Découvrir un poète et le traducteur

Stratégie métacognitive

Stratégies d’écriture créative

Stratégies de repérage grammatical

Temps à y consacrer-2 x 45 m

წერილში გამოყენებულია მოსწავლეების ნამუშევრები: ილუსტრაციები ლექსიკონისათვის, კალიგრამები, კომიქსები.

 

მოდი, თვალები დახუჭე…

0

 

– ახლა გვექნება წარმოსახვისა და წარმოდგენის გაკვეთილი!

– ეგ როგორ?

– აი, რასაც წაიკითხავ, წარმოიდგენ, რასაც არა – წარმოსახვას ჩართავ და…

– რას ჩავრთავ? სად ჩავრთავ, მას?

– გონებაში, შენს გონებაში გაააქტიურებ წარმოსახვის ღილაკს.

– ???

– აი, ტექსტიც:

„ძალიან, ძალიან ძველად, როდესაც არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი, არც ელექტროენერგია…“

წარმოიდგინე?

– ვერა, მას, მიჭირს.

– „საღამოა, ბავშვები კოცონს შემოსხდომიან, თან ხელებს ითბობენ, თან უსმენენ ყველაზე მოხუცსა და ყველაზე თეთრწვერა კაცს…“

აბა, თუ გამოვიდა?

– კი, მას. მოხუცს მუხლამდე თეთრი წვერი აქვს. ცეცხლის ალი ცას სწვდება. ბავშვებს მგონი აინტერესებთ, მოხუცი რას ამბობს…

– მართალია!

„მოხუცს დაბალი ხმა აქვს, ბოხი, მაგრამ მკვეთრი! სიტყვებს გამოთქმით ამბობს, სხვანაირად არც შეიძლება – ეს მოხუცი ხომ სოფლის ერთადერთი მთქმელია, ერთადერთი მეზღაპრე! ჰოდა, იმ დროს, როდესაც არც ინტერნეტი არსებობდა, არც ელექტროენერგია, არც ტელევიზორი, ბავშვების ერთადერთი გართობა მოსმენა და წარმოსახვა იყო!“

– მოსმენა გავიგე, მაგრამ წარმოსახვა როგორ?

– აი, როგორ:

„ძველად ბავშვებს თავში ვირტუალური, წარმოსახვითი ტელევიზორი ედგათ, როგორც კი რიმე ამბავს გაიგებდნენ, იმპულსები მაშინვე ამ „ტელევიზორთან“ მიირბენდნენ და ჩართავდნენ. სწორედ მაშინ იწყებოდა საოცრება: სიტყვები და წინადადებები ცოცხლდებოდნენ! პერსონაჟები ხორცს ისხამდნენ! თვალწინ იშლებოდა თვალუწვდენელი მინდვრები და დაბურული ტყეები…“

– აუ, რა მაგარია! მეც მინდა ასეთი ტელევიზორი!

– მართლაც ძალიან მაგარი იყო! ასეთ ტელევიზორს არ სჭირდებოდა გარეგანი ენერგიის წყარო, ის ადამიანის ფანტაზიისა და წარმოსახვის ენერგიაზე მუშაობდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მოყოლილი ამბის რეჟისორი თავად ხდებოდი, თავად წყვეტდი, რა სცმოდათ ამბის გმირებს, როგორი სასახლე ჰქონოდათ, როგორი ცეცხლი ეფრქვია გველეშაპს…

– რატომ გაგვიქრა ეს ტელევიზორი ადამიანებს?

– საქმე ის არის რომ არ გამქრალა, ადამიანმა  უბრალოდ დაივიწყა, რადგან ის ათასი სხვა გასართობით ჩაანაცვლა, ყველას გვაქვს ასეთი ტელევიზორი თავში, შეგვიძლია გავაცოცხლოთ კიდეც.

– მე მინდა!

– რას ვამბობდი? მოდი, იქიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი. „კოცონთან მოხუცი ზის და ჰყვება ოქროსფერთმიან ქალღმერთ დალზე, რომელიც ნადირების მფარველი და შემწე ყოფილა! აი, დადის დალი საღამო ხანს ტყეში, ითვლის, რამდენი ჯიხვია, რამდენი ბაჭია, რამდენი შველი – ხომ არ აკლია? გზა ხომ არ აებნათ? ან უბედურება ხომ არ დატრიალდა და მონადირე ხომ არ შემოუჩნდა ამ ტყეს? დალი აფორიაქებულია, ღელავს, თეთრი კაბა აცვია, ფეხშიშველაა, ოქროსფერი ნაწნავები თავზე დაუხვევია, შიგნით იები და ენძელები ჩაუწნავს, ო, რა სურნელს აფრქვევს… და ცეცხლის გარშემო, უამრავ პატარა თავში, ირთვება წარმოსახვის ტელევიზორები. აი, იმ ლოყაწითელი ბიჭის დალი ცისფერთვალებაა – თავის დედიკოს მიამსგავსა, ვერცხლის საყურეები მხრებამდე სწვდება, ქერა, გაკნაჭული გოგონას დალი კი რატომღაც შავგვრემანია, მისი თეთრი კაბა კი მაქმანებით არის მორთული, ფეხშიშველაა, მაგრამ წვივებზე ნატურალური ქვები უბრწყინავს… მოხუცი თხრობას განაგრძობს.

დალს ერთი ჯიხვი შემოაკლდება, მიდის მის საძებნელად და გზად მონადირეს გადაეყრება. უჰ, როგორი ვაჟკაცია ეს ბიჭი! დალს სუნთქვა ეკვრის, გული უგრძნობს რომ დაკარგულ ჯიხვს კავშირი აქვს ამ მონადირესთან. ამბავი გრძელდება. აგერ, კლდის თავზე გადმოკიდებული დალი უკვე შვილს აჩენს და ბავშვს ამირანს არქმევს, ო, რა ღონიერია ეს ჩვილი!“

– ამირანი ხომ ვიცით!

– წაკითხული მაქვს!

– დევები დახოცა!

– ჰოდა თქვენ რომ ამირანის ამბავი იცით, სწორედ ამ ვირტუალური ტელევიზორების დამსახურებაა!

– ეგ როგორ, მას?

– თითოეული ასეთი ამბავი, ასეთი მითი თუ ერთხელ მაინც ჩაიწერა წარმოსახვაში, მას ვერავინ წაშლის. ეს გოგონები და ბიჭები ხომ გაიზარდნენ, ხომ ეყოლათ შვილები და ამ შვილებს „ტელევიზორით“ დამახსოვრებულ ამბებს უყვებოდნენ, ეს შვილები თავიანთ „ტელევიზორში“ იწერდნენ და მერე თავიანთ შვილებს უყვებოდნენ, ისინი – თავიანთ შვილებს, ისინი კიდევ თავიანთ შვილებს და ასე მოვიდა ჩვენამდე – ვირტუალური ტელევიზორების საშუალებით. მოდი, ვცადოთ თქვენი ტელევიზორების გამოღვიძება.

– სიამოვნებით, მას!

ჰოდა, მასწავლებელი აღვიძებს ამ უძველეს მოწყობილობას, ადამიანის გონებაში რომ არსებობს და პროგრესმა მივიწყების ლაბირინთებში გააძევა. ბავშვები თვალებს ხუჭავენ. მასწავლებელი ნელა, მშვიდი ხმით უყვება მათ გასაოცარ, უძველეს ამბებს, ბავშვების გონებაში კი ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებიან გმირები თუ მითოსური ურჩხულები, მათი წარმოსახვა უფრო და უფრო ძლიერდება და ზარის დარეკვასაც კი ვეღარ იგებენ – ისინი ხომ ამბების სამყაროს ეზიარნენ, ამიერიდან მათი ტელევიზორები აღარასდროს გაითიშება! შესაძლოა, წიგნებში სამოგზაუროდ თავით გადაეშვნენ და მერე იქიდან გამოღწევის გზებზეც იფიქრონ, დაბოლოს, „დაუსრულებელი ამბავი“ ხომ დაუსრულებელია, მისი დასრულება შეუძლებელია, ფანტაზიის ქვეყანა ისევ ელის გაცოცხლებულ წარმოსახვებს, ფანტაზიის მწვერვალებსა და ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ოცნება. სწორედ აქედან იწყება ყველა კეთილი და ჯადოსნური ამბავი.

მოდი, ჯერ თვალები დახუჭე:

იყო და არა იყო რა….

(შენ გააგრძელე, ოღონდ შენს წარმოსახვაში!)

შემაჯამებელი დავალება – დაბადების დღის პოსტერის შექმნა

0

საანბანო პერიოდში, ათი ასოს შესწავლის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ შემაჯამებელი, სახალისო დავალება, რომლის შესრულებისას, გრძელვადიანი მიზნის შესაბამისად, განიმტკიცებენ ცოდნას: წარმოთქმული სიტყვა შედგება ბგერებისგან, სიტყვის დასაწერად ვიყენებთ ასოებს, ასოები აღნიშნავს ბგერებს, ასოები სხვადასხვა ნაწილისგან შედგება და სხვადასხვაგვარად განლაგდება ბადეში. წერისას საჭიროა სიტყვებს შორის მანძილის დაცვა, წინადადების ბოლოს – წერტილის დასმა.

გთავაზობთ შემაჯამებელი შემოქმედებითი დავალების დაბადების დღის პოსტერის შექმნა სარეკომენდაციო სცენარს.

ძირითადი რესურსი სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი მარიამ გოჩიტაშვილი).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

შესწავლილი ასოები: „ი“, „ა“, „თ“, „ს“, „ხ“, „ო“, „ე“, „უ“, „ძ“, „მ“; მათი ნაწილები, განაწილება ბადეში; ამ ასოებით შედგენილი სახელები, წინადადება; წინადადების ბოლოს წერტილი

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება – დეკოდირება-კოდირება

დავალება დაბადების დღის პოსტერის შექმნა

წარმოიდგინე, რომ შენი დაბადების დღეა და სტუმრად წიგნის პერსონაჟები – ბავშვები დაპატიჟე. შექმენი პოსტერი და მოცემული ნახატების ქვეშ ჩაწერე მათი სახელები. გოგონებს გაუფერადე თმა, ბიჭუნებს – მაისური. შუაში ჩახატე ან ჩააკარი საკუთარი ფოტოსურათი.

დავალების შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რამდენი ასოსგან შედგება თითოეული სახელი;
  • ბადის რომელ უჯრებში ჩაწერე ასოები (ზედა, შუა, ქვედა უჯრებში);
  • რამდენი სიტყვაა პოსტერზე დაწერილ წინადადებაში?
  • რამდენად გაწაფულად კითხულობ ნაცნობ სიტყვებს, წინადადებებს.

 

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

რესურსი 1. პოსტერის ნიმუშები (მოსწავლის რვეული გვერდი 69)

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნების გაცნობიერება.

  • რას ხედავთ ნახატებზე?
  • გავიხსენოთ, რა არის პოსტერი?
  • დააკვირდით ნიმუშებს. გარდა ნახატებისა, რა სჭირდება პოსტერს? (სათაური, სიტყვები);
  • თქვენი სიტყვებით ახსენით, რა ყოფილა პოსტერი?
  • თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დაბადების დღის პოსტერი? რა უნდა ეხატოს? (ბავშვების სურათები, ბუშტები) რა უნდა ეწეროს? (სათაური, ბავშვების სახელები) სწორედ მისი შექმნაა თქვენი დავალება;
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

რესურსი 2. ილუსტრაცია მოსწავლის წიგნში (გვ. 48)

რესურსი 3. გალექსილი ამბავი „სახელები“

აქტივობა 2. მასწავლებელი კითხულობს ლექსს

 

სახელები

კითხვას სწავლობენ გიო და ია,

ანბანის წიგნში სახელებია:

გოგონებია – თათა, თათია,

აქვე არიან: თათუ, მაია!

სოსო და სესე ბიჭუნებია,

ბიჭებს თომა და იასეც ჰქვიათ!

მიხო და მიხაც აქვე არიან,

თუთა და მათეც სახელებია!

პერსონაჟებთან მეგობრდებიან!

მათზე ზრუნავენ, ეფერებიან!

ია გოგონებს ყვავილს უხატავს,

მეგობრებისთვის ხატავს ხუთ იას.

გიომ ბურთები გააფერადა,

შვიდი ბურთის ქვეშ ბარათებია.

იამ და გიომ წერაც იციან

და სახელები მიუწერიათ!

წვეულებაზეც მიუწვევიათ,

აბა, დათვალე,

სულ რამდენია?

აღწერე კარგად:

ვინ რომელია, რა ფერის თმა აქვს,

ვის რა აცვია,

შენს წიგნში

მათი სურათებია!

 

  • წიგნის პერსონაჟებიდან რამდენია გოგონა? სად წერია წიგნში მათი სახელები? რომელი ოთხი სახელი იწყება „თ“ ასოთი? (თათა, თათია, თათუ, თუთა). მეხუთეს რა ჰქვია? (მაია).
  • ამათგან რომელია ქერა, ქერათმიანი? წითური? შავთმიანი?
  • სად ხატია წიგნში სოსო და სესე? რა ფერის მაისურები აცვიათ?
  • მიხოს და მათეს მაისურები რა ფერისაა?
  • ბიჭუნებიდან რომლის სახელი იწყება „თ“ ასოთი? სად ხატია ის? (თომა)
  • კიდევ რომელი პერსონაჟია ლექსში და ნახატზეც? (იასე). მისი მაისური რა ფერისაა?
  • მოდით, დავთვალოთ, სულ რამდენი არიან?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ დახატა იამ ხუთი ყვავილი და რატომ გააფერადა გიომ შვიდი

ბურთი? (5 გოგონაა, 7 ბიჭია)

 

რესურსი 4. მოსწავლის რვეული (გვ.69).

აქტივობა 3. იპოვე სწორად დაწერილი სიტყვა და შემოხაზე.

რესურსი 5. მოსწავლის რვეული (გვ.70)

 

 

აქტივობა 4. ამ სიტყვებით ზეპირად შეადგინე წინადადება;

ჩაწერე უჯრებში შესაბამისი ნომერი.

 

  • წერტილმა რას მიგახვედრა? (წინადადების ბოლოს იწერება).
  • როგორ უნდა შევადგინოთ წინადადება სიტყვებით? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

(წინადადებამ აზრი უნდა გადმოსცეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ წერტილს).

 

რესურსი 6. მოსწავლის რვეული (გვ.70)

 

აქტივობა 5. საწყისი ასოს მიხედვით ხაზით დააკავშირე სახელები.

 

რესურსი 7. მოსწავლის რვეული (გვ.71)

 

აქტივობა 6. სახელების დამარცვლა, ერთნაირი მარცვლების პოვნა და ბადეში ჩაწერა.

 

უპასუხეთ შეკითხვებს:

 

  • რა სიტყვები წერია პირველ ხაზზე? მეორე ხაზზე?
  • რომელი ასოთი იწყება სახელი სოსო? ია? თათა? და ა.შ. ყველა სახელი. სად არის ეს ასოები თავში, შუაში თუ ბოლოში? და ა.შ.
  • რამდენმარცვლიანია სახელი ია? თათა? და ა.შ. ყველა სიტყვაზე.
  • დააკვირდით სახელებს – იას და იასეს. რომელი მარცვალი აქვთ ერთნაირი?

ასევე – დანარჩენ სახელებზე.

 

რესურსი 8. მოსწავლის რვეული (გვ.71).

 

აქტივობა 7. დაეხმარე იასეს სიტყვების სწორად დაწერაში. დააკვირდი და მიეცი რჩევა, შენ როგორ დაწერდი ამ სიტყვებს?

  • წაიკითხეთ პირველი წინადადება. სწორად წერია? სად არის შეცდომა? რომელი ასო აკლია სიტყვას – საათს?
  • წავიკითხოთ მეორე წინადადება. სად არის შეცდომა? რომელი ასო წერია შეცდომით მეორე სიტყვაში? (ე)

 

რესურსი 9. მოსწავლის რვეული (გვ. 72)

აქტივობა 9. დააკავშირე წინადადება ნახატთან.

 

რესურსი 8. მოსწავლის რვეული. (გვ. 72)

 

 

აქტივობა 8. დააკავშირე წინადადება ნახატთან.

 

  • რ არის თასი? სად ხატია? ვის ეკუთვნის თასი?
  • რამდენ ხეს ხედავთ ნახატზე?
  • უთო ვისია?

 

რესურსი 10. მოსწავლის რვეული. (გვ. 72)

აქტივობა 9. აქ ჩამოთვლილია სახელები. მოძებნე ხმოვნები და შემოხაზე.

 

რესურსი 11. მაგნიტური ასოები

 

აქტივობა 10. გამოიცანი ბავშვის სახელი (მოსწავლეები გამოიცნობენ და მაგნიტური ასოების გამოყენებით სწორად ააწყობენ სიტყვებს).

 

რესურსი 12. მოსწავლის რვეული (გვ. 73)

 

აქტივობა 11. მოძებნე სიტყვაში დამალული სიტყვა (თათია – ია, ათი; საათი – ათი; ძია – ია).

რესურსი 13. მოსწავლის რვეული (გვ. 73)

 

აქტივობა 12. დამარცვლე და დააჯგუფე ორ– და სამმარცვლიანი სახელები. შეაერთე ისრით.

 

რესურსი 14. დაბადების დღე

 

აქტივობა 13. სიმღერის მოსმენა და შესრულება (სურვილისამებრ)

 

  • დაასახელე ხმოვანი ბგერები.
  • რამდენი ხმოვანია სახელში თათია? სოსო? თუთა? და ა.შ.
  • რამდენი მარცვალია სიტყვაში თათია? რომელია პირველი მარცვალი? მეორე? მესამე?
  • ხომ არ შეგიძლია იპოვო ამ სახელში კიდევ სხვა სიტყვა? (თათია – ათი, ია; თუთა – თუ; მაია ია).
  • რამდენმარცვლიანია სახელი სოსო? ია? მიხო? თომა? მაია? იასე?
  • ბადიანი სტრიქონის რომელ უჯრებში იწერება ასო „ა“? ასო „თ“? ასო „ს“? ასო „ე“? რა ნაწილებისგან შედგება ჩაწერილი ასოები?

 

აქტივობა 14. შემაჯამებელი დავალების შესრულება – პოსტერის მომზადება რვეულში. (შესაძლებელია, ამობეჭდოს მასწავლებელმა და ასე შეასრულებინოს).

მოსწავლეები ამოიცნობენ სახელებს – ია, თათა, თათია, სოსო, სესე, იასე, მიხო, თომა, მაია – და სრულად ჩაწერენ, ავტოპორტრეტს (როგორც შეძლებენ) ჩახატავენ ან ფოტოს ჩააწებებენ, ნახატებს გაფერადებენ (მოსწავლის რვეული, გვერდი 74-75).

 

 

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული

მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად:

 

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ გააფორმე პოსტერი? ჩახატე შენი სახე თუ ფოტო ჩააკარი?
  • რომელი მარცვლები გამოიცანი და დაამატე სახელებს? ჩამოთვალე.
  • ბადის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) ჩაწერე ასოები? ჩამოთვალე („ა“, „ი“, „ო“, „თ“ – შუაში, „ს“, „ხ“, „მ“ – ზედა და შუა უჯრებში, „ე“ – შუა და ქვედა უჯრებში).
  • რამდენი სიტყვაა პოსტერზე დაწერილ წინადადებაში?
  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელი ნამუშევარი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

 

შენიშვნა 1. თითოეული ასოს შესწავლის პროცესში მოსწავლეები შეასრულებენ აქტივობებს:

  • ასოს ჩაწერა ბადიან რვეულში;
  • დაფიდან გადაწერა (მაგ: აი თათუს სახე.);
  • სიტყვების კარნახით წერა (მაგ: ეს სოსოა. ის თათუს ძმაა).

 

შენიშვნა 2. მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემულ თითოეულ ტექსტში ბავშვის სახელზე ამახვილებს ყურადღებას და დამხმარე კითხვების საშუალებით დაამუშავებინებს:

 

  • რამდენი ბგერისგან შედგება?
  • რომელ ბგერაზე იწყება?
  • რომელი ბგერით მთავრდება?
  • რამდენი მარცვლისგან შედგება?
  • რომელია პირველი მარცვალი? მეორე? მესამე?

 

განათებული აფორიზმების კვალდაკვალ

0

ლელა მას, რატომ გადაწყვიტეთ, აქ წამოგეყვანეთ? – ეს კითხვა რამდენიმეჯერ გაჟღერდა გასასვლელ ბილეთებში, რომლებიც მეხუთეკლასელებს დედაენის პარკში სტუმრობის შემდეგ შევავსებინე.

შევეცდები, ამ სტატიაში გავცე ბავშვების  კითხვებს პასუხი და კოლეგებსაც გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც საგანმანათლებლო ფეხით ტურისას დამიგროვდა.

დედაენის ბაღში, მტკვრის პირას, ჩამწკრივებულია რკინის შავი ყუთები, რომლებზეც ამოტვიფრულია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები. საღამოს, გარეგანათების ჩართვისას, ყუთები ნათდება და ამოტვიფრული სიტყვები ყვითლად იწყებს ციმციმს. ყუთებიდან გამომავალ ნათებას მტკვრის ზედაპირი ირეკლავს. ყუთებში ბუკინისტები წიგნებს ინახავდნენ და ქალაქს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ძველი წიგნებით, ღია საფოსტო ბარათებით, ატლასებითა თუ ფოტოალბომებით სავსე პატარა დახლები. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რკინის ყუთები დალუქულია და ბუკინისტებიც აღარ შემინიშნავს.

ერთ საღამოს, ჩემს ოჯახთან ერთად დედაენის ბაღში ყოფნისას, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ განათებული აფორიზმების შესახებ სახალისო აქტივობები მომეფიქრებინა და ჩემი სადამრიგებლო კლასი გარეუბნიდან დედაენის ბაღში წამომეყვანა. სურვილმა თანდათან ქმედითი ფორმა მიიღო და შემდეგი რამ მომაფიქრდა:

იპოვე შენი აფორიზმი ყუთზე

ბუკინისტებისთვის განკუთვნილ 40-მდე ყუთს სათითაოდ გადავუღე ფოტო და ამოვბეჭდე. მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში „ვეფხისტყაოსნიდან“ შეტანილია მხოლოდ ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. შოთა რუსთაველის გაცნობისა და ტექსტის შესწავლის შემდეგ აფორიზმებიანი ყუთების ამობეჭდილი ფოტოები გაკვეთილზე მივიტანე და სათითაოდ განვიხილეთ. ჩემი ჩანაფიქრიც გავუმხილე, რამაც ბავშვებს მოტივაცია აუმაღლა და კიდევ უფრო დიდი ინტერესით მოეკიდნენ შეთავაზებულ აქტივობას. ამობეჭდილი ფოტოები დედაენის ბაღში დაგეგმილი ფეხით ტურისთვის შევინახე.

აფორიზმის განმარტება

დედაენის ბაღში მისულებს ყუთების განათებამდე დრო ამგვარად გავიყვანეთ – ბავშვებს დავურიგე ფურცლები და დავავალე, უცხო ადამიანებისთვის ეთხოვათ ყუთზე დატანილი აფორიზმის განმარტება. დროის ლიმიტიც დავაწესეთ და როგორც კი წამმზომი ჩაირთო, თავქუდმოგლეჯილებმა დაიწყეს სირბილი. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, თუ როგორი თავგამოდებით ცდილობდნენ უცხო ადამიანების პოვნას, როგორ ბედავდნენ თხოვნას და როგორი სიხარულით მორბოდნენ ჩემთან ჩაწერილი განმარტების წასაკითხად.

შებინდებისას პარკი ერთიანად განათდა და ბავშვებმაც მყისიერად შენიშნეს განათებული აფორიზმები. ისევ გამოვიყენეთ წამმზომი და გარკვეულ დროში ფურცელზე აღბეჭდილი ფოტოს მიხედვით უნდა მოეძებნათ კუთვნილი აფორიზმი. თამაშს მიბმულმა შემეცნებითმა აქტივობებმა ყველას დიდი სიხარული მოგვგვარა.

აფორიზმების დაბოლოება

ბოლო ეტაპზე წრედ შევიკრიბეთ, ბავშვები მიკითხავდნენ აფორიზმის დასაწყისს და მე უნდა დამესრულებინა. ეს აქტივობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ რამდენიმე დამახსოვრებული სტროფი ხმამაღლა და ერთად მოვყევით, შემდეგ კი მშობლებმა საკუთარი ინიციატივით განაგრძეს.

გასასვლელი ბილეთები

ასეთი ნაყოფიერი დღეების შემდეგ ყველაზე მეტად ბავშვების შთაბეჭდილებების კითხვა მიყვარს. თქვენც გირჩევთ, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ ბავშვებს სთხოვოთ წერილობითი (პირადი წერილი, დღის ჩანაწერი) უკუკავშირის დაწერა. ამჯერად გასასვლელი ბილეთის შევსება შევთავაზე და ქარგაც შევცვალე:

  •        ჩამოწერე 7 რამ, რაც არასდროს დაგავიწყდება;
  •       დაწერე დღის ჩანაწერი (რას ხედავ? რა გესმის? რას ფიქრობ? რას გრძნობ? როგორ სათაურს დაარქმევდი დღევანდელ დღეს? დაუსვი ერთი კითხვა ლელა მასწავლებელს);
  •       აალაპარაკე ფოტოზე გამოსახული აფორიზმებიანი ყუთი.

ბავშვების ჩანაწერები დროს ინახავს. სტატიის დაწერამდე რამდენჯერმე გადავიკითხე მათი შევსებული გასასვლელი ბილეთები და ისეთი დეტალები გამახსენეს, უკვე დავიწყებული რომ მქონდა. დროსთან ერთად უფრო ძვირფასი ხდება მათი დაწერილი თითოეული წინადადება. გასასვლელი ბილეთების მიხედვით ჩვენი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ფეხით ტური ქალაქის გარეუბნიდან ერთ-ერთი ცენტრალური პარკისკენ ამგვარი იყო:

*         ვიმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით;

*         რადგან ქალაქში კვებას დიდი თანხა სჭირდება, ჰიპერმარკეტში ვიყიდეთ ძალიან ბევრი ფუნთუშა;

*         გზად შევიძინე ყვითელი თოკი და რუსთაველის პროსპექტიდან დედაენის პარკამდე თოკზე ჩაბმული 25 ბავშვი მშვიდობიანად ჩავიყვანე;

*         ერთ-ერთი მშობლის მანქანის საბარგულში ჩავაწყვეთ გორგოლაჭები, სკეიტები, ველოსიპედი და სკეიტპარკის სივრცეში ბავშვებმა გვიანობამდე ისრიალეს;

*         შევჩერდით პარლამენტის, მოსწავლეთა სასახლის, პირველი გიმნაზიისა და ქაშვეთის ტაძართან. პირველ სკოლასთან მინილექციით გავაცანი სკოლის ისტორია;

*         ნიკო ფიროსმანის ნახატების დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეროვნულ გალერეას, მაგრამ, სამწუხაროდ, გალერეაში ფიროსმანის ნახატები არ დაგვიხვდა. სამაგიეროდ, გავეცანით სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნახატებსა და მონუმენტებს;

*         დედაენის პარკში აფორიზმების მიხედვით გავმართეთ სახალისო თამაშები;

*         სანაყინეში მივირთვით ნაყინები;

*         დღის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვებმა გული იჯერეს სკეიტპარკში ყოფნით;

*         შინ ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავბრუნდით.

სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუ რატომ წავიყვანე ბავშვები დედაენის ბაღსა და ეროვნულ გალერეაში, ჩემი პასუხი მრავალმხრივი იქნება:

დიდი სურვილი მაქვს, სასკოლო ცხოვრება სიხარულით იყოს სავსე, ამას კი ფორმალურ გარემოში არაფორმალური სწავლების ინსტრუმენტების შეტანით ვახერხებ. ამასთანავე, კულტურულ-საგანმანათლებლო ფეხტური ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს: სწავლობენ ქცევას სხვადასხვა გარემოში, უფართოვდებათ თვალსაწიერი, განსხვავებულ გარემოში უკეთესად იცნობენ ერთმანეთსა და საკუთარ თავს, იძენენ ცოდნასა და ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, აგროვებენ ბავშვობის შთაბეჭდილებებს, უყვარდებათ ქალაქი თავისი ქუჩებით, ღირსშესანიშნაობებითა და ადამიანებით, იღებენ ფოტო-ვიდეომასალას და სწავლობენ ციფრულ თხრობას, მოძრაობენ და დროს ნაყოფიერად ატარებენ, შინ დაბრუნებულები ოჯახის წევრებს უყვებიან დღის ამბებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ყოველივე ამას დავუმატოთ წერითი აქტივობები, რომლებსაც გასასვლელ ბილეთებში წერენ.

დედაენის ბაღში აფორიზმების ძიება „ვეფხისტყაოსანთან“ პირველ შეხვედრას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ამგვარად ბავშვები მარტივად იმახსოვრებენ სტრიქონებს და რწმუნდებიან, რომ სხვა ადამიანებისთვისაც ძვირფასია მეთორმეტე საუკუნის პოემა. მათი განწყობა ვრცელტანიანი, ძველი პოემისადმი სიყვარულით იმუხტება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის შემდგომი ეტაპისთვის.

ასეთივე აქტივობების მოფიქრება შეიძლება რუსთაველის პროსპექტზე შენობებზე ჩამწკრივებული კერამიკული აბრების ირგვლივ, რომლებზეც დატანილია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები და მამუკა თავაქარიშვილის მინიატიურები.

სტატიის ბოლოს კი მეხუთეკლასელების მიერ შევსებული გასასვლელი ბილეთებიდან გთავაზობთ ჩანაწერებს:

ალაპარაკებული ყუთები

„გამარჯობათ, მე ყუთი ვარ. მე ვარ ძალიან ფერადი და ღამე ვანათებ. ჩემზე ამოტვიფრულია აფორიზმი – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. ჩემს ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ჩემნაირი ყუთები დგანან. ჩვენ ერთად ვკაშკაშებთ ღამე, როგორც ცაში ვარსკვლავები“. – ნუცა

„მე ვარ დიდი ყუთი. ჩემთან მოცვივდნენ ვიღაც ბავშვები და რაღაცას უყურებდნენ. უცბად ერთი ბავშვი ისე მიყურებდა, მეგონა, მოვწონდი და გავიპრანჭე, ჩემი აფორიზმი ავანთე და გავალამაზე ის ბავშვი. თურმე მასაც აინტერესებდა, რა ეწერა ჩემს ტანზე. მან დაიყვირა, ვიპოვე, მაასწო და გაიქცა იქით. ასეთი თავგადასავალი გადამხდა თავს“. – საბა წიკლაური

„გამარჯობა, მე ყუთი ვარ. მე ვზივარ მტკვრის პირას მოაჯირზე. მე როდესაც მიყურებენ, რაღაცას ამოიკითხავენ ხოლმე პოეტურს. ერთ დღეს დარბოდნენ ბავშვები. ზოგი ერთ ყუთთან იდგა, ზოგი მეორესთან. მოვიდა ჩემთან ბიჭი ფურცლით და ყვირილით გაიქცა: მას, ვიპოვე! მე სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე ან ორი მილიმეტრით გავმაღლდი“. – გაბრიელი

დღის ჩანაწერები

„მე ვხედავ ულამაზეს ძეგლებს. მე ვფიქრობ, რომ აქ ვინც მოვა, არ ინანებს. მე ვგრძნობ სიხარულს. მე ამ დღეს დავარქმევდი ძიებ-გართობას. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის ნიკო ფიროსმანის ნახატები გაგეცნოთ?“ – სალომე

„მე ვხედავ მზიან ამინდს და ჩემს თანაკლასელებს. მესმის მტრედების ჭიკჭიკი და მესმის ბავშვების ჟრიამული. მე ვფიქრობ, რომ კარგ დღეს გავატარებდი და ასეც მოხდა. მე ვგრძნობ ჩემი მეგობრებისგან სითბოს, სიყვარულს და ერთობლიობას. მე ამ დღეს დავარქმევდი: „ლელა მასი და ბავშვები“. ლელა მას, რომელია თქვენი საყვარელი აფორიზმი, რომლებიც იქ დაგვხვდა? პასუხი: …     „ – დაჩი

ის, რაც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ:

*         მტრედები ტაძრის ეზოში.

*         დედაენის პარკში სკეიტებით გართობა.

*         მუზეუმში დიდგორის სურათი.

*         თამარ მეფის ქანდაკება.

*         რკინაზე ამოტვიფრული „ვეფხისტყაოსნის“ ფრაზები.

*         ლელა მასის თამაში და დაუვიწყარი გართობა.

*         როცა ჩვენ უცხო ადამიანებს ვეკითხებოდით, უკაცრავად, გამარჯობა, შეგიძლიათ, რომ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს ფრაზეოლოგიზმნი.

*         დიდი მანძილი გავიარეთ.

*         აფორიზმებზე ვითამაშეთ.

*         ნაყინის ჭამა.

*         მასწავლებელმა რომ თოკი იყიდა და დაგვაბა.

*         ლელა მასის ჩანთაზე ცისფერი ბურთი.

*         ჩვენი გლდანულიდან წასვლა.

*         მეტროთი მგზავრობა – დ.შ.დ.დ.

*         ხალხი რომ გაკვირვებული იყო, რომ თოკით დავდიოდით.

*         ვნახეთ პარლამენტი.

*         მუზეუმში ყოველ წამს რომ სურათებს ვიღებდით.

*         ძალიან ლამაზი მტკვარი.

*         ის მომენტი, როდესაც მასწავლებელს ჩანთაზე ცისფერი ბუშტი მივაბი.

*         მდინარის მშვენიერი ლიცლიცი.

*         ყვითელ თოკზე ასხმული ბავშვები.

*         მანქანა – გატენილი სკუტერებით, სკეიტებით და როლიკებით.

*         ხელზე მტრედები რომ მესხდნენ.

არა მარტო ბავშვებისთვის, ჩემთვის, მათი მასწავლებლისთვისაც, ეს დღე დაუვიწყარ დღედ იქცა. ჩვენს მყუდრო უბანში დაბრუნებისას უკვე ღამე იყო. ვარდისფერ სკოლას მთვარე დანათოდა თავს. მე ჩემი ხუთი წლის გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული მოვუყვებოდი სახლისკენ მიმავალ გზას და ჩემი მასწავლებლური ცხოვრების გამო გული მადლიერებით მევსებოდა.

ამბავი ძველი ქვეყნისა და ძველი მტრებისა

0

1921 წლის თებერვლის ცივ ღამეს ქაიხოსრო ხარჯახიშვილი თავთით ეჯდა ორ მკვდარ შვილს. ზაალი რუსების ყუმბარას შუაზე გაეწყვიტა. ლევანის თავს კი რამდენიმე დღე ეძებდნენ… ოთახში კიდევ  უმცროსი შვილი ელიზბარი იყო, რომელსაც კითხვები ჰქონდა მამასთან, მამამისს კი პასუხის გაცემა, იმაზე მეტად უჭირდა, ვიდრე შუათანა შვილის თავის ტანთან მორგება.

ქაიხოსრო ხარჯახიშვილს ახლა, ელიზბარის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი რაღაც ჰქონდა გადასარჩენი. ეს მისი წინაპრების ჩანაწერები იყო – ავი ზაალის თუ დიდი ქაიხოსროსი, საზვერელისა თუ შალვასი. ყველა ჩანაწერი სისხლით იყო დაწინწკლული.

ჩანაწერები ღვაწლმოსილ ომებში დაბერებულ მეფეზეა, რომელიც ბევრჯერ შეცდა, მისმა უმთავრესმა შეცდომამ კი ქვეყანა გადაიყოლა. ჩვენ ის მაინც გვიყვარს, ვამართლებთ სიყვარულმა გააკეთებინაო, ისევე, როგორც ქალები მოძალადე ქმრებს, ანდა სამკვიდროდაკარგული შვილი ლოთ მამას.

ისე მწარედ შეცდა ის მეფე, რომ ვისაც დახმარებას სთხოვდა, იმან ძველი მტერი მიუქსია, მახვეწარი ბოლომდე რომ დაებეჩავებინა, რომ ადვილად ყოფილიყო ხელში ჩასაგდები. ჩაიგდეს კიდეც, თანაც დაგვამადლეს – ამას ქრისტიანული კაცთმოყვარეობა გვაიძულებსო. დაგვიპყრეს და დაიწყეს… ჯერ მღვდლები მოგვისიეს, რომლებმაც საფლავებისა და საყდრების ძარცვა დაიწყეს… ერთი გასაძარცვ საფლავს დააკვდა ზედ… რომელიც მანამდე ამბობდა რომ: ნეხვით სავსე ორმოში რომ ჩაგაგდონ, ესე იგი, ასეა საჭირო და იქიდან სარგებელი უნდა მიიღოო.

შემდეგ კი ავჯანყდით და გავიყიდეთ. საერთოდაც ამბობენ – ამბოხი იმათ გასცეს, ვინც გენერლის ეპოლეტები დაიკრეს მხარზე და თან სევდიან, უნიჭო ლექსებს წერდნენ ქეიფსა და სამშობლოზე. დასჯით კი უბრალო და ამასთანავე ბრალიანი გლეხის შვილები დაისაჯნენ. ამათგან ერთ საიდუმლო ანბანის შემქმნელ ბერს მკერდიდან ჯვრის ჩამოგლეჯას არ აკმარებენ და მონასტრიდან თბილისამდე ათრევენ ცხენზე გამობმულს.

ერთი უნიჭო რომანტიკოს-გენერალი კი თავის ულამაზეს ქალიშვილს ასაკით ბევრად უფროსს ნაძირალას მიათხოვებს, თან ისეთს, რომელზეც იცის, რა სულისაც არის. წიგნში გაიგებთ, რას ამბობს ის კაცი თავის ცოლზე და როგორ მოიხსენებს მასზე შეყვარებულ ქალს. როგორ წავა თეირანში წყლის ასამღვრევად და როგორ დაამთავრებს სიცოცხლეს… თუმცა ამ კაცს ჩამოასვენებენ და ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას დაფლავენ. დონალდ რეინფილდი თავის წიგნში „საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინი“ ჰყვება, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ სწორედ ამის გამო თქვა უარი იმ ადგილას დამარხვაზე, სადაც ქრისტე და იუდა ერთად მარხია.

ბოლოს კი სრულიად რუსეთის იმპერატორი ჩამოდის თბილისში. დატრიალდებიან ქართველები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ როგორმე როგორმე თვითმპყრობელი ასიამოვნონ… ის კი არაა მათი პატივისცემით შეწუხდა კაცი. ყველა ერთმანეთს აბეზღებს: გლეხი თავადს, ჩინოვნიკი ჩინოვნიკს, მთავარმართებელი პოლიცმაისტერს. მოიწყინა კაცმა. ქართველები დატრიალდებიან, უნდათ გაღიზიანებული კაცი მოალხინონ და თან სათხოვარი აქვთ. სათხოვარი კი მარილზე ფასის დაწევას თუ სამხედრო სასწავლებლის გახსნას ეხება. იმპერატორს მოიმადლიერებენ, თან ისეთი გზებით, რომ წაიკითხავთ, გული აგემღვრევათ, საკუთარ ხორცს მოიძულებთ.

უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, არაფერი გამოუგონია მწერალს. უბრალოდ გარდაცვლილ მსხვერპლებს მოერიდა და სახელები შეცვალა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეცდა.

ბათუმის „ბიბლუსში“ ვიჯექი, როცა ვკითხულობდი. წიგნების მაღაზია შენობაშია, სადაც ილია ჭავჭავაძე ჩერდებოდა ხოლმე. ეს მანამდე, სანამ ტყვიას არ ვთხლეშდით შუბლში. ხოო, ვთხლეშდით, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გამოჰკრა სასხლეტს – ბერბიჭაშვილმა, ორჯონიკიძემ თუ ბადალაშვილმა. და ყოველთვის ვკლავთ, როცა იმას ვყიდით, რის შენახვაც გვევალება.

მე წიგნისგან სხვა რამეს ველოდი, იმას, თუ როგორ დაგვჩაგრეს ერთი მუჭა კეთილშობილი ხალხი მრავალრიცხოვანმა მტერმა, რომ აუცილებლად გვეშველება, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ.

ამ წიგნში კი სოლომონაშვილმა თავისი ქართლური მოურიდებლობით მომახალა, რომ თავიდათავი ჩვენ ვართ და სულშიც ჩამახედა. მე ვტიროდი ბათუმის „ბიბლუსში“. მინდოდა, დამერეკა სოლომონაშვილისთვის და ქართლურად მეგინებინა მისთვის. რადგან ამ წიგნში ყველაფერს მოჰყვა, რასაც ვმალავთ, სახლში, კარში თუ ქეიფში. არ დავრეკე, იმიტომ, რომ პაპაჩემი ბიძაშვილმა დააბეზღა, მის კალოზე ედგა თვალი, რომელიც დაუტოვეს კიდეც, როცა პაპაჩემი თონესთან დახვრიტეს შვილის თვალწინ. ბიძაჩემებიც ქართველის მიერ გაყიდულ ომში მოკვდნენ. საერთოდაც ღვთისმშობელს წარმოდგენაც არ ექნება, რა ვალსაც ქართველები ვადებთ. ბედი მისი, რომ აქ არ ჩამოდის. ეს წიგნი ექვსას გვერდზე მეტია და ამბების ფონზე სულაც არ იჩაგრება მწერლური ხელობა. სოლომონაშვილი კარგი რეჟისორიცაა და დრამატურგიული ხრიკები არ ეშლება.

ეს წიგნი ბრწყინვალეა და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ქართულ ენაზე წამიკითხავს.

რაც შეეხება ენას ამ ექვსას გვერდში ნასახს ვერ ნახავთ ჟურნალიზმის, ვერცერთ სიტყვას, უშნოდ რომ იჭყიტება და წიგნში მჟღერი ხმის გამო ჩაუტენიათ.

ახლა კი ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალია და ხარჯახიშვილი თავის მკვდარ შვილებს ბოლო ღამეს უთევს. კოჯორთან დახოცილი იუნკერი შვილები ეკლესიასთან უნდა დამარხოს. მალიმალ ოთახიდან გადის და გვერდით ოთახში ძილით მიგდებულ ცოლს დასცქერის. უნდა დარწმუნდეს, რომ სუნთქავს. უკან გამობრუნებისას დაინახავს, რომ გამოწეულ უჯრაში სისხლიანი და ტყვიით გახვრეტილი წერილი დევს. წერილს ფრთხილად იღებს, არ უნდა ქაღალდმა იშრიალოს და მწუხარე ქალს გაეღვიძოს. ხელწერა იცნო – უთავოდ დარჩენილი ლევანის წერილია.

 

„მამა,

უპირველესად გთხოვ, დედას წერილი არ წაუკითხო.

შემდგომ მინდა, გითხრა, რომ აქ ჯოჯოხეთია, რუსები უმოწყალოდ გვიტევენ. ძალიან, ძალიან ბევრნი არიან, თითქოს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამარცხება წყვეტს მათ ბედსა, თან რომ ქართველებისვე ხელით აკეთებენ ყველაფერს.

გუშინ იმათი ჯარიდან ათი ტყვე ავიყვანეთ. აქედან სამი ქართველი იყო, ვერ ვიჯერებდი. იქვე დახვრიტეს. პაპაჩემის ჩანაწერებს რომ ვკითხულობდი, არ მჯეროდა, ახლა მჯერა.

მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი – რუსეთში ყოფნისას შემძულდა. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა.

ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი.

იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი.

ქარბუქი ძვალსა და რბილში ატანს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ.

ზაალი დღეს დილას ვნახე, ყოჩაღადაა, ყველას აცვიფრებს სიმამაცით.

19 თებერვალი, 1921 წელი“

 

ხელით სინჯავდა მამა ხარჯახიშვილი შვილების სიცოცხლის ბოლო ნიშანს. ფრთხილად ფშვნეტდა ქაღალდზე შემხმარ სისხლს და თითებს ილოკავდა. მიხვდა, რატომ არ ანახა ცოლმა წერილი, რა ვერ გაუნაწილა, წერილი პირუჩუმრად ჩააბრუნა უჯრაში და შვილებთან გამობრუნდა. უკვე იცოდა, რა უნდოდა ცოცხლად დარჩენილი უმცროსი ვაჟისთვის.

 

„იმიტომ უნდა გაჩენილიყავი, რომ ნებისმიერი ჩვენგანის გაჩენას აზრი აქვს. რომ შენი სისხლი უნდა დაიცვა, ნებისმიერ ფასად“. იმასაც დაამატებს, რომ ჩანაწერები სიცოცხლესავით უნდა გადაარჩინოს.

დილით ხარჯახიშვილი შვილებს დამარხავს სხვა დახოცილებთან ერთად. მოგვიანებით ამ ეკლესიასა და საფლავებს ბოლშევიკები ააფეთქებენ და ნეშტებს გააქრობენ. ხარჯახიშვილი ამას ვერ მოესწრება, მას დაკითხვაზე გაუსკდება გული..

ხარჯახიშვილის სახლში ათას ძაღლსა და მამაძაღლს შეასახლებენ. მისი ცოლი შესახლებულებს უვლის, რომ გადარჩეს. შვილს სიცოცხლესთან ერთად საგვარეულო ჩანაწერებიც აქვს გადასარჩენი და ისეთ გზას იპოვის, რომელსაც ორი სახელი ექნება. მასზე ავსაც იტყვიან და კარგსაც. მე ამ წიგნის წაკითხვისას მისი კარგი დავიჯერე.

ჩვენს სკოლაში, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა და იქიდან გავაგდეთ, ყველა კლასში მოვყევი ამ წიგნიდან ნაწყვეტები. მოვყევი, რომ ამ წიგნში ყველაფერი სიმართლეა, რომ არაფერია გამოგონილი, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მიწას. ვუკითხავდი ისე, როგორც ადრე სხვა მწერლებისას ვუკითხავდი, თუმცა ეს წიგნი ბევრად მეტია მათთვის ადრე წაკითხულებზე.

ძველი ქვეყნის ძველ მტრებზეა ეს წიგნი. საერთოდაც აღმოჩნდება, რომ ამ ძველი ქვეყნის მტრები ჩვენვე ვართ…

ხეს უთქვამს ცული ვერაფერს დამაკლებდა, ტარი ჩემი ჯიშისა რომ არ ჰქონდესო.

 

 

 

 

აქტიური მშობელი – სტერეოტიპის ცვლილება

0

წლების წინ მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში მკაცრად შეზღუდული იყო და რამდენიმე სახით გამოიხატებოდა:

  • მშობელი დადიოდა კრებაზე და/ან დაბარების შემთხვევაში მიდიოდა სკოლაში;
  • სურვილის მიხედვით, მიჰყვებოდა შვილს ექსკურსიაზე;
  • მონაწილეობდა სკოლის დასუფთავებაში;
  • სასკოლო საჭიროებებისთვის ხელზე აგროვებდა თანხას ან მონაწილეობდა ამ პროცესში.

ასეთი მიდგომა საბჭოთა კავშირში და მის შემდეგ წლებში მოქმედებდა, რამაც საბოლოოდ მყარი სტერეოტიპი შექმნა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს აქტიური მშობელი სკოლაში. აქტიურად ის მშობელი ითვლებოდა, რომელიც ყოველდღიურად დადიოდა სკოლაში, ასრულებდა ლიდერი მშობლის ფუნქციას. მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ბავშვის აზრი მშობლებსა და მასწავლებლებს ნაკლებად აინტერესებდათ. მშობლების უმრავლესობა იშვიათად აძლევდა შვილს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას, არ უსმენდა მას და პირდაპირ ასრულებდა სკოლის თანამშრომელთა მითითებებს. ცდილობდა, გაემართლებინა არა საკუთარი შვილის, არამედ მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორის მოლოდინი, მაშინაც კი, თუ ის ეწინააღმდეგებოდა პოზიტიური მშობლობის პრინციპებს. აქტიური მშობლების მიმართ სკოლის თანამშრომელთა მოლოდინებიც სწორედ ასეთი იყო. თუ მშობლის ჩართულობა სცდებოდა მასწავლებლის, დირექტორის მოლოდინს, უმეტესად მის მიმართ კეთილგანწყობა იკლებდა, არასასურველი გარემო იქმნებოდა და შესაძლოა, „ინტრიგანი“ მშობლის იარლიყიც დაემსახურებინა, რაც მაშინდელ, საბჭოთა საზოგადოებაში უმძიმესი სატარებელი იყო.

რა შეიცვალა მას შემდეგ? რა ხდება დღეს? როგორია აქტიური მშობლის თანამედროვე გაგება? როგორია მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მოლოდინი მშობლების მიმართ და პირიქით, რა მოლოდინებით მიდიან მშობლები სკოლაში?

დღეს მასწავლებელსა და მშობელს ერთმანეთის მიმართ თანამშრომლობის მოლოდინი აქვთ. მოქმედი კანონმდებლობით მოსწავლის მშობელი სკოლის სრულფასოვანი პარტნიორია. ზოგადი განათლების შესახებ კანონით, მას აქვს აზრის გამოთქმის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. შეუძლია, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა სასკოლო გამოწვევის გადაჭრაში; მონაწილეობა მიიღოს სასკოლო აქტივობებში ან დაგეგმოს და განახორციელოს განმავითარებელი აქტივობები სკოლის ტერიტორიაზე თუ მის მიღმა; საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგს და დირექტორს დაუსვას შეკითხვები სახელმძღვანელოს, სასწავლო მეთოდოლოგიის, პედაგოგიური მიდგომების თუ სხვა აქტუალური თემების შესახებ; მონაწილეობა მიიღოს კვლევებში და ასევე, საჯაროდ გამოხატოს მოსაზრებები მიმდინარე რეფორმის, განათლების სისტემისა თუ სხვა აქტუალური საკითხის შესახებ; თავად დაიცვას და სკოლის თანამშრომლებისგანაც მოითხოვოს თავაზიანი მოპყრობა, ნეიტრალურობის დაცვა და არადისკრიმინაციულობა; გახდეს მოხალისე მშობელი და დანერგოს არაფორმალური განათლების კომპონენტი სკოლაში.

წარსულისგან განსხვავებით, დღესდღეობით, მასწავლებლების მსგავსად მშობლებსაც უამრავ რესურსზე მიუწვდებათ ხელი. მშობლების ნაწილი სწავლობს პოზიტიურ მშობლობას, შვილთან კომუნიკაციას, ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებს, ქცევის მართვას; ისმენს ფსიქოლოგებისა და ცნობილი პედაგოგების ლექციებს აღზრდისა და პედაგოგიური მიდგომების შესახებ; კითხულობს, უყურებს, აკვირდება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას და ავლებს პარალელებს.

დღესდღეობით ფრაზა მშობელთა ჩართულობა გულისხმობს დედის/მამის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის უფრო ფართო გაგებას, ვიდრე ეს იყო წარსულში. სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე მშობელი ნიშნავს ბავშვზე მზრუნველ, საიმედო, კარგ მოქალაქეს, თავისუფალ ადამიანს, რომელმაც კარგად იცის თავისი და სხვისი უფლებები და მოვალეობები. რამდენად მზრუნველი და აქტიურია მშობელი, განისაზღვრება იმით, თუ რას აკეთებს დედა/მამა ბავშვთა განვითარებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა; რას აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილმა და სხვა ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სკოლიდან ის, რაც მათ სჭირდებათ და ეკუთვნით. რას აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ადამიანური რესურსით დაეხმაროს სკოლას განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა წარსულისა და მძიმე 90-ანი წლების შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა, სკოლებში დღემდე აქტუალურია მშობელთა ჩართულობის ტრადიციული გაგება, ხოლო თანამედროვე დეფინიციის შინაარსს დამკვიდრება უჭირს. წარსულ საზოგადოებაში არსებული ტრადიციების, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული აზროვნების ფორმის ცვლილება ადვილი არ არის.

რა შეუწყობდა ხელს, რომ „მშობელთა ჩართულობის“ ტრადიციული გაგება თანამედროვე მნიშვნელობას ჩაენაცვლებინა? ამისთვის აუცილებელია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­მა:

  • და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ონ ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და ოჯა­ხი სკო­ლის სა­ი­მე­დო პარ­ტ­ნი­ო­რად მოიაზრონ;
  • შეიმუშაონ მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა და მშობლებთან თანამშრომლობის კალენდარი.
  • თანაშექმნის პრინციპით განსაზღვრონ მშობლებთან თანამშრომლობის წესები და შექმნან მშობელთა პედაგოგიზაციის პროგრამები.
  • ჩაატარონ სასკოლო ღონისძიებები, დისკუსიები, კონფერენციები, სადაც სხვადასხვა კლასის, სკოლის მშობლები ერთმანეთს გაიცნობენ, გაუზიარებენ გამოცდილებას, ცალკეულ საკითხებზე იმსჯელებენ, პრობლემას განიხილავენ, აქტივობას დაგეგმავენ, თანამოაზრეთა ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფებს შექმნიან და მასწავლებლებთან ორგანიზებულად ითანამშრომლებენ.
  • წაახალისონ მშობელთა დამოუკიდებელი კლუბების, საინიციატივო ჯგუფების დაფუძნება და/ან მშობელთა ასოციაციებში გაერთიანება.

ყოველივე ეს მოსწავლეთა მშობლებს – უბიძგებს, აირჩიონ მშობლობის აქტიური სტილი; აფიქრებინებთ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, ისინი არიან სასწავლო პროცესის რეალური მონაწილენი, მათაც აქვთ უფლებები/პასუხისმგებლობები და რაც მთავარია, მათ ჩართულობას აქვს აზრი და მოჰყვება ბავშვებისთვის სასურველი შედეგი. ხოლო სკოლას ასეთი პოლიტიკა მშობლების განსხვავებულ ჯგუფებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ასეთ შემთხვევაში, სულ უფრო მეტი მზრუნველი, აქტიური მშობელი გამოთქვამს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლის მიღწევებს და აამაღლებს მის რეპუტაციას საზოგადოებაში.

 

ვიდეობლოგი

მოსწავლეთა  მოქნილი დაჯგუფება – ვიდეორესურსი

ინკლუზიური, თანამედროვე საკლასო ოთახი წარმოუდგენელია ჯგუფური მუშაობის გარეშე. ვოდეომასალაში იპოვით პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე: რა მიდგომებს ვიყენებთ მოსწავლეთა დაჯგუფებისას? რა კონცეფციას უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა დაჯგუფების მიდგომები? ...
შრიფტის ზომა
კონტრასტი